პანაკოტა „გარგარის სიგრილე“
საჭირო ინგრედიენტები: 400 მილილიტრი რძე, 4 სადილის კოვზი გარგარის მურაბა ან კონფიტიური (2 სადილის კოვზი – სუფლეში, 2 სადილის კოვზი – მოსართავად), 10 გრამი ჟელატინი, 2 სადილის კოვზი პიტნის ვაჟინი (სიროფი).
მომზადების წესი: ჟელატინი დაალბეთ მცირე რაოდენობით ცივ წყალში. რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან, ოდნავ გააცივეთ და შეურიეთ ჟელატინი. კარგად უნდა გახსნათ. გაყავით ჟელატინიანი მასა ორ ნაწილად. ერთს ჩაუმატეთ გარგარის მურაბა ან ჯემი. მეორეში – პიტნის სიროფი. ფართოპირიან ბოკალში ან პატარა ლარნაკში ჩაასხით პიტნიანი სუფლე და მოათავსეთ მაცივარში. ცოტა რომ გამაგრდება, გამოიღეთ და დაუმატეთ გარგარიანი სუფლე. ისევ გააცივეთ. როცა მზად იქნება, სუფლეიანი ჭურჭელი რამდენიმე წამით ჩაუშვით ცხელწყლიან აბაზანაში და სწრაფად გადმოაბრუნეთ ლანგარზე. მოასხით გარგარის ჯემი და მორთეთ პიტნის ცოცხალი ფოთლებით.