ხორცის ღვეზელი
საჭირო ინგრედიენტები: 500 გრამი ქათმის მკერდი (ფილე), 1 ცალი კვერცხი, 3 სადილის კოვზი დაფხვნილი ყველი, 100 გრამი რბილი ყველი (კარგია ჰოლანდიური), სოუსი – თქვენი გემოვნებით, 1 ცალი პომიდორი, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, მარილი, სურნელოვანი წიწაკა, უცხო სუნელი, ცოტა ქამა სოკო.
მომზადების წესი: ქათმის ფილე ჯერ დაჭერით, მერე დააქუცმაცეთ ბლენდერში. უყავით კვერცხი, მარილი, წიწაკა, უცხო სუნელი. სველი ხელებით თანაბარ ფენად გააბრტყელეთ ეს ფარში გამოსაცხობ ქაღალდზე. მოათავსეთ ეს „ცომი“ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 18-20 წუთის განმავლობაში. გამოიღეთ, წაუსვით სოუსი (შეგიძლიათ, გამოიყენოთ ტომატ-პასტისა და მაიონეზის ნაზავი), მოაყარეთ დაფხვნილი და დაჭრილი ყველი, დააწყვეთ რგოლებად დაჭრილი პომიდორი და ბულგარული წიწაკა, ფირფიტებად დაჭრილი სოკო და 15 წუთით ისევ მოათავსეთ აირღუმელში. მიირთვით თბილი. მოგეწონებათ.