კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავისუფთაოთ ორგანიზმი ზაფხულში სეზონური ხილის სწორი ჭამით და რომელ დაავადებას შველის მათი წვენები და ფოთოლთა ნახარში

ზაფხული ის პერიოდია, როცა ორგანიზმი სწორად უნდა გამოკვებოთ, მიიღოთ ის ხილი, რომელიც ამ სეზონზეა აუცილებელი და სვათ ის წვენები, რომელიც თქვენს დაავადებებს სამკურნალოდ წაადგება. ჩვენი ორგანიზმი, ჩვენსავე ხელშია და თუ მას სწორად ვმართავთ, ისიც დიდხანს და ჯანმრთელად გვემსახურება. თუ რატომ უნდა ვჭამოთ აუცილებლად ის ხილი, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია, რომელი ხილის წვენი არეგულირებს წნევას და აჯანსაღებს ორგანიზმს, ამაზე ექიმი-დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი მოგვაწვდის სასარგებლო რჩევებს.

 

– ზაფხულში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალიან ცხელა, ადამიანის ორგანიზმი ადვილად იღლება, დაბალია სასიცოცხლო ტონუსი და ამ დროს, შრომისუნარიანობაც, თავისთავად ქვეითდება. როგორ ავიცილოთ ეს ყოველივე თავიდან და რომელ საკვებს მივაქციოთ მეტი ყურადღება?

– სიცხეში აუცილებელია მსუბუქი კვება, რათა ორგანიზმი არ გადავტვირთოთ და ვიყოთ, მეტად შრომისუნარიანი და თავიდან ავიცილოთ ადვილად დაღლა. ამ პერიოდში, საგრძნობლად ფერხდება ნივთიერებათა ცვლა, სისხლი გაბლანტებულია, დარღვეული და შენელებულია მისი მოძრაობა სისხლძარღვებში. ამიტომ, მძიმე საკვების მიღება, ისედაც დამძიმებულ ორგანიზმს, კიდევ უფრო ამძიმებს. თავი შეიკავეთ ხაფხულში ხორცისგან და მეტი რაოდენობით მიიღეთ ის ხილი, რომელსაც ამ სეზონზე ბუნება გვაძლევს. ორგანიზმს არ უნდა დაადგეს ისეთი ძალა, რომ დიდი ენერგია დახარჯოს საკვების მონელებაზე. ამ პერიოდის ხილი და ბოსტნეული კი ადვილად მოსანელებელი პროდუქტებია. მაგალითად, მარწყვის  მიღება ბევრმა არ იცის სწორად. ბევრი უარსაც კი ამბობს მის ჭამაზე, რადგან ამბობს, ალერგიული ხილიაო. ამ დროს მარწყვი ალერგიული პროდუქტი არ არის, რადგან ალერგენი მის წიპწებშია. ამიტომ თუ მას გამოწურავთ, წიპწებს გადაყრით და წვენს კი დალევთ, მაშინ, არც ალერგია შეგაწუხებთ და თქვენს ჯანმრთელობასაც სასიკეთოდ წაადგება. ყველა საკვებს გააჩნია სამკურნალწამლო დანიშნულება და ის სწორად უნდა მიიღოთ, ანუ დანიშნულებისამებრ. ხილიც და ბოსტნეულიც, გარკვეული რაოდენობით უნდა მიაწოდოთ ორგანიზმს. 

– ამ პეიროდის კონკრეტულ ხილს, რა სამკურნალწამლო დანიშნულება აქვს?

– მაგალითად, მარწყვი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ის ორგანული შარდმდენია და დიდი რაოდენობით შეიცავს C ვიტამინს. როცა მედიკამენტურ შარდმდენებს სვამს ადამიანი, ამ დროს ორგანიზმიდან შარდთან ერთად დიდი რაოდენობით გამოიდევნება კალიუმი და ის მინერალური მარილი, რომელიც ორგანიზმს სასიცოცხლოდ ესაჭიროება. მაგრამ, როცა ორგანულ შარდმდენზე ვსაუბრობთ და კერძოდ, მარწყვზე, ის მხოლოდ ცუდს გამოდევნის ორგანიზმიდან და ავსებს იმ ფერმენტებით, რაც მის შემადგენლობაშია. დიდი რაოდენობით C ვიტამინის გამო კი, ის აუცილებელი ხილია მწეველებისთვის. ზოგადად, კი C ვიტამინი მთელი წლის განმავლობაში სჭირდება ადამიანის ორგანიზმს. თუმცა, ამ სეზონზე ციტრუსებით მას ვერ შეივსებთ, რადგან ახლა ციტრუსი უფრო ტოქსიკურია, მარწყვი კი – უვნებელი. ასევე, უებარი ხილია მარწყვი ანემიების დროს, კუჭის მოქმედებისთვის, პერისტალტიკის ნორმალური მუშაობისთვის და ასე შემდეგ. ასე რომ, ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემა, კერძოდ კი, ყაბზობა, ანუ შეკრულობა აწუხებს, მათთვის მარწყვი, მხოლოდ გემრიელი ხილი კი არა, წამალიცაა – უფრო სწორად, მარწყვის წვენი. მაგალითად, წნევიანი ადამიანისთვის მისი მიღება აუცილებელია, თუმცა ზომიერების ფარგლებში. აქვე მოგცემთ ერთ სასარგებლო, სამედიცინო რჩევას, კერძოდ, მარწყვის მხოლოდ ნაყოფი კი არა, მისი ფოთლებიც სამკურნალო დანიშნულებისაა – გამოდევნის არაორგანული კალციუმის მარილებს ორგანიზმიდან, რომელსაც მარილების დაგროვებას უწოდებენ. ბევრი ფიქრობს, რომ მარილების დაგროვება ორგანიზმში საკვები მარილისგან ხდება. არადა, ეს ხდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგად, არაორგანული კალციუმის მარილების დანალექია. სწორედ, არაორგანული მარილების დაგროვებისგან გვიცავს და გამოაქვს ის მარწყვის ფოთლების ნახარშს.  ის ასე უნდა მოამზადოთ: აიღეთ ათი გრამი მარწყვის ნედლი ფოთოლი, დააქუცმაცეთ და დაასხით 200 გრამი წყალი, თავდახურული ხარშეთ ათი წუთი და შემდეგ გადმოდგით.  თავდახურული გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე. დღეში 4-ჯერ, მხოლოდ ერთი სუფრის კოვზი უნდა მიიღოთ, ჭამამდე. ერთი თვე სვით ეს ნახარში, ერთი კვირა დაისვენეთ და მერე ისევ გაიმეორეთ. თავად მიხვდებით, კიდევ გჭირდებათ თუ არა მისი მიღება. ერთი სიტვყით, გამოიყენეთ ეს ზაფხული, თქვენი ორგანიზმის გასასუფთავებლად. ზოგადად, ორგანიზმს არც უნდა დააკლოთ რაიმე და არც ზედმეტი მიაწოდოთ. ასევე, წვენი უნდა დალიოთ ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე და ის, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა მიაყოლოთ, ან დააყოლოთ საკვებს. ხილიც კი, ჭამამადე უნდა მიირთვათ და ისიც ერთი სახეობის და არა ნარევი. ჭამიდან ჭამამდე, ანგარიშმიუცემლად ხილის ჭამა, არ შეიძლება. მოკლედ, ერთი ჭამის წინ ერთი სახეობის ხილი ჭამეთ, მაგალითად, ვაშლი, მეორე ჭამის წინ – მსხალი, მესამე ჭამის წინ კი – ნესვი და ასე შემდეგ. ასე მოამარაგებთ იმ ფერმენტებით და მინერალებით ორგანიზმს, რაც მისი საზრდოობისთვისაა აუცილებელი. გირჩევთ, რომელი ხილიც წიპწებს შეიცავს, წვენის სახით მიიღოთ, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წიპწები ალერგენია, სისხლის რეაქციას ცვლის და ძნელი მოსანელებელია კუჭისთვის. 

– ზაფხულში სისხლი შესქელებულია, რომელი ხილის მიღებით შევძლებთ მის გათხელებას საჭირო დონემდე?

– ამ დროს ალუბალი აუცილებელი ხილია. ზაფხულში ის ადამიანის ორგანიზმში, შესქელებულ სისხლს ათხელებს. ასევე, ალუბლის ფოთლებშიც და ნაყოფშიც არის ნივთიერება კუმარინი, რომელიც სისხლს ათხელებს და თრომბის წარმოქმნას ებრძვის. შესაბამისად, მას პრევენციული ხასიათი აქვს და ინფარქტებისგან გვიცავს. ალუბლის ფოთლების ნახარში ზუსტად ისე უნდა მოამზადოთ, როგორც მარწყვის ფოთლების ნახარში. შეგიძლიათ, 2 კვირა ალუბლის ფოთლების ნახარში სვათ, 2 კვირა კი მარწყვის ფოთლების, მონაცვლეობით.

– მარწყვის ან ალუბლის ნაყოფის მურაბის სახით, ზამთრისთვის შენახვას თუ აქვს რაიმე სამკურნალო დანიშნულება?

– მარწყვის და ალუბლის მურაბის სახით, ზამთრისთვის მოხუფვას და შენახვას, არანაირი სამკურნალო დანიშნულება არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ადამიანი გემოვნების რეცეპტორებს იკმაყოფილებს ცივ სეზონზე. ჯობია, ახლად მოკრეფილი ალუბალი, გაურეცხავი და გამოუკურკავი, პოლიეთინელის პაკეტებში ჩაყაროთ და მაცივარში შეინახოთ, გაყინოთ. ნებისმიერ დროს კი, გამოიღეთ მაცივრიდან და გაყინულ მდგომარეობაში გარეცხეთ, დადეთ საწურზე და გაადნეთ. შეგიძლიათ, მისგან ახალი კომპოტი ან კისელი მოამზადოთ, ან უბრალოდ, ხილი და მისი ახლადგამოწურული წვენი მიირთვათ, ნებისმიერ სეზონზე. ეს უფრო სასარგებლოა. ასეთი წესით შეგიძლიათ გაყინოთ, ნებისმიერი კენკროვანი ხილი. 

– ხილის წვენებიდან რომელს აქვს გამაგრილებელი ეფექტი?

– გეტყვით, რომ მხოლოდ იმ ხილის წვენია სასარგებლო, რომელსაც წიპწები აქვს, ხოლო კურკოვანებისგან წვენის მიღება, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან ამ დროს ირღვევა კუჭის წვენის მჟავიანობა. ჯობია ვაშლი, მსხალი, ქლიავი და ასე შემდეგ, ჭამოთ, ხოლო, მაყვალი, ჟოლო ან მარწყვი – გამოწუროთ და წვენი სვათ. დღეში სამჯერ კვებით, რომელსაც წინ უძღვის სეზონური ხილი ან მისი წვენი, მეოთხე კვების ჯერზე კი – კეფირი ან მაწონი – აი, ასეთი წესით დეპრესიასაც დაძლევთ, სასიცოცხლო ენერგიასაც შემატებთ ორგანიზმს და ქრონიკული დაღლილობისგანაც დაიზღვევთ თავს.

– ამბობენ, რომ ცხელ სეზონზე, ცივი მაწონი, რომელშიც სეზონური ხილია არეული, ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მას აგრილებს და თან დიდხანს გვანაყრებს. ასეა?

– ეს არ არის სწორი, რადგან მაწონი რძის პროდუქტია და მასში ნებისმიერი ხილის არევა, რეკომენდებული არ არის. არც ორგანიზმისთვისაა ასეთი ხილისა და რძის ნაწარმის, ნარევის სახით მიღება სასარგებლო. ჯობია, ისინი ცალ-ცალკე მიირთვათ. ის, რომ მშობლები პატარებს მაწონში არეულ ხილს სთავაზობენ, თან ატყუებენ, თითქოს ის ხილის ნაყინი ან იოგურტია, რომელიც მათ ძალიან უყვართ, არასწორია და ბავშვის ორგანიზმის სწორად ჩამოყალიბებისთვის, საშიშიც კი. ამით, ბავშვის გულს მოიგებთ, სამაგიეროდ მომავალში მის კუჭ-ნაწლავს სერიოზულ საფრთხეს უქმნით და პატარას კუჭის წვენის ბალანსს არღვევთ, რომელსაც მთელი რიგი დაავადებები მოჰყვება თან. მაწონი და ზოგადად, რძის პროდუქტი არ შეიძლება, მიიღოთ არც ხილთან, არც პურთან, არც ნამცხვართან და არც ორცხობილასთან ერთად. ის ცალკე, დამოუკიდებლად, სხვა დანამატების გარეშე უნდა მიირთვათ. 

– ბევრი ადამიანი, საღამოს თავს იკავებს ჭამისგან და მხოლოდ ხილს მიირთმევს. გამიგია, რომ ეს უფრო საშიშია ორგანიზმისთვის, რადგან ნაწლავებში ხილი დუღილს იწყებს და დისკომფორტს გვიქმნის. ეს სწორი მოსაზრებაა?

– ხილი, ნაწლავებში იწყებს დუღილს, თუ მას ჭამის შემდეგ მიირთმევთ. ჭამამდე, სუფთა ნაწლავებში მათი მოხვედრა კი, პირიქით, სასარგებლოა, თუმცა, მხოლოდ ერთი სახეობის ხილზეა საუბარი და არა მათ ასორტზე. ასევე, უნდა ჭამოთ ის ხილი, რომელიც ჩვენს გენეტიკაშია და არა უცხოეთიდან შემოტანილი, ბანანი, ანანასი ან კიდევ სხვა.

 

скачать dle 11.3