კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ჩემს ძაღლს ფეხზე კოჟრი გამოუვიდა. თუ შეიძლება, მითხარით, როგორ ხდება კოჟრების მკურნალობა?

პასუხი: კოჟრების მკურნალობა ძირითადად კოსმეტიკური მოვლის საშუალებებით ხდება, მაგალითად: შამპუნებით, ანტისეპტიკური საშუალებებითა  და მალამოებით; ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორების, ანუ, კანზე ნაწოლების მოშორებას, რის შემდეგაც ძაღლს აუცილებლად უნდა დაუფინოთ რბილი ქვეშაგები. აღნიშნული სახის კოჟრების ქირურგიული მეთოდით მოშორება არაა რეკომენდებული, რადგან ამ დროს ხშირია შემთხვევები, როცა ჭრილობა ცუდად ხორცდება; ასევე, არსებობს მისი ხელახლა წარმოქმნის დიდი ალბათობა. ამ პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, ცხოველი გყავდეთ სწორი მოვლა-შენახვის პირობებში, უზრუნველყოთ კარგი და რბილი ქვეშაგებით, სისტემატურად დაუთვალიეროთ კანის საფარველი, დაზიანების შემთხვევაში კი დროულად მიაქციოთ ყურადღება და მიიღოთ საჭირო ზომები.

კითხვა: იმისათვის, რომ ძაღლის ჯანმრთელობა სათანადოდ დავიცვათ, როგორ უნდა შევუნარჩუნოთ იმუნიტეტი?

 

პასუხი: იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის საჭიროა ყოველწლიური რევაქცინაცია. ცოფის საწინააღმდეგოდ ძაღლებს პირველად ცრიან 12 კვირის ასაკში და, შემდეგ – წელიწადში ერთხელ. ვაქცინაციის პერიოდში ლეკვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა და არ უნდა დაუშვათ ისეთი სტრესის ფაქტორები, როგორიცაა: ფიზიკური დატვირთვა, დაავადებულ ძაღლებთან კონტაქტი, არასრულფასოვანი კვება, ტრანსპორტირება, რაც ხელს შეუშლის იმუნიტეტის გამომუშავებას და, შეიძლება, დაავადების პროვოცირებაც მოახდინოს. ვაქცინაცია უტარდებათ მხოლოდ კლინიკურად ჯანმრთელ, ანუ, დაავადების ნიშნების არმქონე ცხოველს, რომელსაც ჩატარებული აქვს  დეჰელმინტიზაცია. ასევე, ცხოველი აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ გარეგანი პარაზიტებისაგან. 

კითხვა: დასაშვებია თუ არა ძაღლისთვის ანტიბიოტიკების მიცემა?

პასუხი: ანტიბიოტიკების თვითნებურად გამოყენება დაუშვებელია. ლაბორატორიული გამოკვლევის გარეშე მათი თვითნებური დანიშვნა ან ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ხანგრძლიობის თვითნებური შეწყვეტა აუარესებს ძაღლის შემდგომ მდგომარეობას. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო გენტამიცინისა და ბისეპტოლის თვითნებური გამოყენების დროს. აღნიშნული პრეპარატები იწვევენ ჰიპერსალივაციასა და ღებინებას. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზოგი სახის ვეტერინარული პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია თვითნებურად, დიაგნოზის დაზუსტების გარეშე, მათი ტოქსიკურობისა და ზოგიერთი ჯიშის გენეტიკური თავისებურებების გამო. ამიტომ, ნურასდროს მისცემთ თქვენს ძაღლს ანტიბიოტიკს ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

скачать dle 11.3