რა მოხდა ამ დღეს
14 ივლისი
1099 – პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეებმა, გოტფრიდ ბუიონელის სარდლობით, აიღეს იერუსალიმი.
1789 – ბასტილიის აღება – საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისი.
1845 – დიდი ხანძარი ნიუ-იორკში. დაიწვა 2 000-ზე მეტი სახლი.
1946 – გამოვიდა ბენჯამინ სპოკის ბესტსელერი „ბავშვი და მისი მოვლა“. ეს წიგნი მეორე ადგილზეა მსოფლიოში გაყიდვების მიხედვით, ბიბლიის შემდეგ.
15 ივლისი
1669 – დასრულდა ვულკან ეტნას (სიცილია) უდიდესი ამოფრქვევა, რომელიც 4 თვეს გრძელდებოდა.
1869 – ფრანგმა იპოლიტ მეგა-მურიემ დააპატენტა მარგარინი.
1953 – ამერიკის შეერთებული შტატების ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ზოგიერთებს უფრო ცხელი უყვართ“, ჩვენში ცნობილია, როგორც „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილებია“.
1970 – დანიის ნაკრები გახდა მსოფლიოს პირველი ჩემპიონი ქალების ფეხბურთში.
16 ივლისი
1945 – ალამოგორდოში (ამერიკის შეერთებული შტატები) ისტორიაში პირველი ატომური ბომბი ააფეთქეს (საცდელი).
1979 – სადამ ჰუსეინი გახდა ერაყის პრეზიდენტი.
17 ივლისი
1453 – დასრულდა „ასწლიანი“ ინგლის-საფრანგეთის ომი (1337-1453).
1754 – დაარსდა კოლუმბიის უნივერსიტეტი (ამერიკის შეერთებულ შტატებში).
1868 – იაპონიის დედაქალაქი ქალაქ კიოტოდან ქალაქ ედოში გადავიდა, რომელსაც სახელი შეუცვალეს და ტოკიო დაარქვეს.
1918 – ეკატერინბურგში კომუნისტმა კომისრებმა დახვრიტეს რუსეთის ბოლო იმპერატორი ნიკოლოზ მეორე და მისი ოჯახი.
1945 – დაიწყო პოდსტამის კონფერენცია სტალინის, ჩერჩილისა და ტრუმენის მონაწილეობით.
18 ივლისი
64 – რომში დაიწყო დიდი ხანძარი, რომელმაც ქალაქის 10 უბანი გაანადგურა. დადიოდა ხმები, რომ ხანძარი იმპერატორ ნერონის ბრძანებით გააჩინეს. თვით ნერონმა კი ის ქრისტიანებს დააბრალა.
1921 – საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც შემოიღეს ტუბერკულოზის საწინააღმდეგო სავალდებულო აცრა ბავშვებისთვის („ბეცეჟე“).
1925 – პირველად გამოქვეყნდა ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამფი“.
19 ივლისი
1870 – დაიწყო საფრანგეთ-პრუსიის ომი, რომელიც სექტემბერში საფრანგეთის განადგურებით დასრულდა.
1886 – ლუქსემბურგში შედგა ფერენც ლისტის უკანასკნელი კონცერტი.
1900 – გაიხსნა პარიზის მეტრო.
1903 – ფრანგი მორის გარენი გახდა ველორბოლა „ტურ დე ფრანსის“ პირველი გამარჯვებული.
1946 – ეპიზოდური როლით ერთ-ერთ უმნიშვნელო ფილმში შედგა მერლინ მონროს კინოდებიუტი.
20 ივლისი
1924 – დაარსდა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია – ფიდე.
1944 – ფაშისტურ გერმანიაში განხორციელდა ჰიტლერის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა.
1969 – ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე.