კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასიყვარულო სამკუთხედის ტრაგიკული დასასრული

46 წლის გიზო წ-ძე საყვარლის მკვლელობისთვის მას შემდეგ დააკავეს, რაც მის წინააღმდეგ ჩვენება მკვლელობის თვითმხილველმა მისცა. მისი არსებობის შესახებ კი დამნაშავეს წარმოდგენაც არ ჰქონდა. იქამდე ის ამ მძიმე დანაშაულს მეუღლეს აბრალებდა, რის გამოც ქალი ორი თვის განმავლობაში გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

მკვლელობა მარინე მ-შვილის  კუთვნილ სახლში მოხდა, სადაც  38 წლის ქალი   მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. გამოძიების მასალებით, მარინე მ-შვილი მსუბუქი ყოფაქცევის ქალი გახლდათ. გარდაცვალებამდე  ბოლო ერთი წლის განმავლობაში კი, რეგულარული ურთიერთობა ჰქონდა გიზო წ-ძესთან, რომელიც „მარშუტკის” მძღოლად მუშაობდა. ერთხანს მამაკაცმა საკუთარი ოჯახი, ცოლი და ორი შვილიც კი მიატოვა და საცხოვრებლად მარინე მ-შვილთან გადავიდა. სწორედ იმ პერიოდში დაიწყო კონფლიქტი მამაკაცის მეუღლესა და გარდაცვლილ ქალს შორის.  გიზო წ-ძის მეუღლე, 46 წლის მანონი წ-ძე  რამდენჯერმე მიუვარდა სახლში ქმრის საყვარელს და მისი სახლიდან გაგდება მოსთხოვა. ასე იყო თუ ისე, რამდენიმე თვე მამაკაცი ორ ქალსა და ორ ოჯახს შორის „ცხოვრობდა”.  მეუღლის და შვილების დაჟინებული თხოვნის შემდეგ კი, მან მარინე მ-შვილის ბინა დატოვა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, დროებით და მალულად, მაინც აგრძელებდა ურთიერთობას ქალთან, რომელიც საბოლოოდ, მისი მსხვერპლი გახდა.

   როგორც საქმის მასალებით გახდა ცნობილი, მკვლელობის დღეს გიზო წ-ძე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი ესტუმრა საყვარელ ქალს.  რამდენიმე  საათის შემდეგ მის კვალს მეუღლეც მიჰყვა – მანონი წ-ძე ქმარს საყვარელთან დაადგა თავზე, რასაც ქალებს შორის ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულ სამართალდამცველებსა  და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლებს  ბინაში დანით გულ-მკერდის არეში დაჭრილი, მძიმე მდგომარეობაში მყოფი  მარინე მ-შვილი დახვდათ, რომლის გადარჩენაც ექიმებმა ვეღარ შეძლეს.  შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და გარდაცვლილის მეზობლების დაკითხვის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მკვლელობის დროს გარდაცვლილის ბინაში იმყოფებოდა გიზო წ-ძე. შესაბამისად, ინციდენტის დეტალები მხოლოდ გარდაცვლილის მეგობარი მამაკაცისთვის უნდა ყოფილიყო  ცნობილი, რომელსაც მძიმედ დაჭრილი ქალი ბინაში მცირეწლოვანი შვილის ამარა მიეტოვებინა. გიზო წ-ძის დაკითხვის შემდეგ, სამართალდამცველებისთვის ცნობილი გახდა, რომ ქალს მძიმე, სასიკვდილო დაზიანება მისმა მეუღლემ, მანონი წ-ძემ მიაყენა. ამონაწერი მოწმის ჩვენებიდან: „მარინასთან  მთვრალი მივედი. სახლში მარინა და მისი შვილი იყო.  ჩვენ  აივანზე ვიყავით. მე ცოტა ხანში  იქვე  ჩამეძინა. არ ვიცი, რამდენი ხნის შემდეგ იყო ეს,  მაგრამ ქალების წივილ-კივილმა გამაღვიძა.  ხმაური ეზოდან ისმოდა. იქით წავედი. დავინახე ჩემი მეუღლე, რომელსაც ხელში სისხლიანი დანა ეჭირა და მარინა, რომელიც ძირს ეგდო. სანამ გამოვფხიზლდი  და გონზე მოვედი, მანონიმ იქაურობა დატოვა და გაიქცა. მე ორ მეზობელს დავუძახე და სასწრაფოს  გამოძახება ვთხოვე. თვითონ კი, შემთხვევის ადგილი მივატოვე, რადგან თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი”.

მკვლელობას არ ჰყავდა თვითმხილველი. გარდაცვლილის მცირეწლოვანი შვილი მკვლელობის დროს სახლში იმყოფებოდა, თუმცა თავის ოთახში თამაშით იყო გართული და მოწმედ არ გამოდგებოდა.  გიზო წ-ძის ჩვენების შემდეგ, სამართალდამცველებმა დაკითხეს მისი მეუღლეც,  რომელსაც სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ის ქმრის მიერ წაყენებულ „ბრალდებას” არ აღიარებდა. უფრო მეტიც, ამბობდა, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს, ქალი მისმა მეუღლემ მოკლა. მანონი წ-ძის ჩვენების მიხედვით, ის ქმრის საყვარლის ბინაში  ძალიან აღელვებული მივიდა, თუმცა ქალის მოკვლაზე არც უფიქრია.  მისი განცხადებით, დანა მხოლოდ ქალის შესაშინებლად წაიღო სახლიდან. მას შემდეგ, რაც მასა და მარინე მ-შვილს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, ჩხუბში ჩაერია მთვარლი გიზო წ-ძე, რომელმაც საყვარელს დანა გულ-მკერდის არეში დაარტყა. გამოძიებამ მანონი წ-ძის ბინიდან ამოიღო მისი ტანსაცმელი, რომელიც გარდაცვლილის სისხლით იყო მოსვრილი. მასთან ერთად  აღმოჩნდა ნივთმტკიცება – დანაშაულის იარაღი, დანა, რომელზედაც გიზო წ-ძისა და მანონი წ-ძის ანაბეჭდები იყო შერჩენილი. ქალი არ მალავდა, რომ დანა მას ეკუთვნოდა, მამაკაცმა კი მასზე საკუთარი ანაბეჭდები იმ მოტივით ახსნა, მკვლელობის დროს აღელვებულმა დანა ავიღე და შორს მოვისროლეო.  გიზო წ-ძის სამოსს სისხლის კვალი აბსოლუტურად არ ემჩნეოდა. მამაკაცი ღიად გამოხატავდა წუხილს საყვარელი ქალის  გარდაცვალების გამო და ნანობდა, რომ ცოლის საქციელი ვერ აღკვეთა. როგორც ის  ამბობდა, მანონი წ-ძე მარინე მ-შვილს  მოკვლით ადრეც ხშირად დამუქრებია.

  სამართალდამცველებმა მანონი წ-ძე მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ის ჩადენილ დანაშაულში საკუთარ ბრალს  არ აღიარებდა.  თუმცა, იმას, რომ მკვლელობა სწორედ  მისი ჩადენილი იყო, კატეგორიულად ამტკიცებდა მისი  მგლოვიარე მეუღლე.  გამოძიების მსვლელობა აბსოლუტურად შეცვალა უცნობმა მოწმემ, რომელიც პოლიციაში საკუთარი ნებით გამოცხადდა. მან განაცხადა, რომ დაინახა, თუ როგორ დაარტყა დანა ქალს მამაკაცმა. ინციდენტის უნებლიე მოწმე აღმოჩნდა  ხელოსანი, რომელიც მარინე მ-შვილის მეზობლის ბინაში მუშაობდა.  ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „ორი კვირა ვიმუშავე მარინე  მ-შვილის მეზობლის კუთვნილ ბინაში. ამ დროს გავიცანი ეს ქალი და მისი მეგობარი მამაკაციც, რომელიც ხშირად მოდიოდა სტუმრად. იმ დღეს მარინეს ეზოდან უცნაური ხმები მომესმა. ყურადღებას არც მივაქცევდი, მაგრამ გავიგონე, რომ  ჩემთვის უცნობი  ქალი მარინეს და გიზოს საშინლად ლანძღავდა. სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. უცებ მამაკაცის ხმაც  გავიგონე – დანა დააგდეო, ვიღაცას ეუბნებოდა. ორ ეზოს შორის გამყოფ მესერში ფიცრები აკლდა, იქიდან გავიხედე და დავინახე, რომ უცნობ ქალს ხელში დანა ეჭირა და ხან გიზოს, ხან კი მარინესკენ იქნევდა დანიან  ხელს.  გიზოს ეტყობოდა,  მთვრალი იყო. დავინახე, როგორ წაართვა დანა ქალს და სახეში მუშტი ჩაარტა.  დანა  უკვე  მამაკაცს ეჭირა ხელში, როცა ზურგიდან მარინე დაესხა თავს და ცემა დაუწყო. გიზომ ორჯერ მოუქნია დანა ქალს და პირდაპირ გულის არეში ჩაარტყა. მარინე ძირს დავარდა, ისიც დავინახე, უცნობი ქალი მისკენ როგორ დაიხარა. მის გადარჩენას, ხელოვნური სუნთქვის ჩატარებით ცდილობდა.” 

ამჯერად გიზო წ-ს მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დაკავებულმა მოგვიანებით აღიარა კიდეც ჩადენილი დანაშაული და განაცხადა, რომ ქალი მთვრალმა, აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა მოკლა. ამ ქალებმა ისე დამღალეს,  ორივეს თავიდან მოშორება მინდოდაო, – აღიარა გიზო წ-ძემ. საქმის არსებითი განხილვის შემდეგ პროკურატურამ წაყენებული ბრალდება დადასტურებულად ცნო და გიზო წ-ძისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მოთხოვნა და განსასჯელს 12  წლით პატიმრობა მიუსაჯა.  

 

скачать dle 11.3