კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცეს თბილისი-ქუთაისის ავტომაგისტრალიდან მილიონი მანეთით დატვირთული „ერაზი“

პუბლიკაციის ზოგიერთი გმირის ვინაობა შეცვლილია. მათი ვინმესთან მიმსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

ფანტასტიკური ძარცვა

1977 წლის 30 დეკემბერი იყო. თბილისი-ქუთაისის საავტომობილო მაგისტრალზე ცენტრალური ბანკის ფურგონიანი „ერაზი“ მისრიალებდა. წინა სალონში მძღოლი და მთავარი ინკასატორი ისხდნენ. საბარგულში კი ოთხი გამცილებელი, რომლებიც „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. ბანკის ფურგონში ფულით სავსე ოთხი ტომარა ეწყო და თითოეულში 250-250 ათასი საბჭოთა მანეთი იყო. ეს თანხა ქუთაისის საავტომობილო ქარხნის თანამშრომლებისთვის გახლდათ განკუთვნილი.

დილის 7 საათი იყო და ტრასაზე ბნელოდა. მანქანები კანტი-კუნტად მოძრაობდნენ და თვით „გაის“ ავტოინსპექტორებიც არ ჩანდნენ.

– ნოდარ, ამ ტრაილერს გაასწარი, თორემ ასე მგონია, მთას ვასკდებით, – უთხრა მძღოლს მთავარმა ინკასატორმა, ჯონი მამრაძემ.

როგორც კი „ერაზის“ მძღოლმა მანევრი დაიწყო, ტრაილერმა მას გასწრების საშუალება არ მისცა. პარალელურად კი, ამ უზარმაზარი მანქანის საბარგული ავტომატურად გაიღო. იქიდან ოთხმა ნიღბიანმა ავტომატები მიუშვირეს სალონს. მეხუთე ნიღბიანმა კი უზარმაზარი, განათებული ტრანსფარანტი დაანახვა მძღოლს, რომელზეც ეწერა: „ბაგაჟნიკში ამოდი, თორემ ცეცხლს გაგიხსნით და აგაფეთქებთ“. ტრაილერიდან ფოლადის პლატფორმა ასევე ავტომატურად დაეშვა და „ერაზი“ მასზე შედგა. შემდეგ პლატფორმამ ბანკის მანქანა საბარგულში შეიტანა და უზარმაზარი კარიც დაიხურა. მძარცველებმა ჯერ ავტომატები დააწყვეს და ნიღბები მოიხსნეს. შემდეგ აირწინაღები გაიკეთეს და „ერაზის“ სალონში გაზი შეუშვეს.

ექსპერტიზის დასკვნა

უზარმაზარი ტრაილერი, გორის მისადგომებთან აღმოაჩინეს. მანქანა გზის მარცხენა მხარეს იდგა. სალონში გაძარცვული ბანკის „ერაზი“ იყო მოთავსებული და ტრაილერის ფოლადის მოძრავ პლატფორმაზე ექვს ადამიანს ეძინა.

1977 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 16 საათზე რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბანკის მანქანის ძარცვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რომელსაც პოდპოლკოვნიკი ჯემალ იაშვილი უძღვებოდა. თავდაპირველად მან გამოფხიზლებული მძღოლი და ინკასატორები დაკითხა. საბარგულში მსხდომებმა საგულისხმო ვერაფერი უთხრეს პოლდპოლკოვნიკს. მძღოლმა და მთავარმა ინკასატორმა კი რაც ნახეს, დეტალურად მოუყვნენ იაშვილს. ტრაილერი ექსპერტებმა დეტალურად შეამოწმეს და დაასკვნეს, რომ მოძრავი პლატფორმა და მექანიკური კარი მძლავრი ჰიდრავლიკური მოწყობილობით იმართებოდა, რომელიც საბარგულის შიგნით იყო დამონტაჟებული. მსგავს მოწყობილობებს ამზადებდა მოსკოვის მეორე მექანიკური ქარხანა და თბილისში ის თითქმის ყველა დიდ საწარმოს ჰქონდა. ექსპერტების დასკვნით, ამ მოწყობილობის დამონტაჟება მხოლოდ გამოცდილ ინჟინერს შეეძლო და დილეტანტი ამას ვერ იზამდა.

საინტერესო იყო თავად ტრაილერის ისტორიაც. ეს უზარმაზარი მანქანა ქალაქ როსტოვის ¹1 ავტოპარკს ეკუთვნოდა და მისი მძღოლი როსტოვის მკვიდრი, 41 წლის ვიქტორ კანტაუროვი გახლდათ. ის საქალაქთაშორისო რეისებზე მუშაობდა და საბუთების მიხედვით, 1977 წლის 16 დეკემბერს ერევანში გაემგზავრა. იქიდან როსტოვში ტუფის ქვები უნდა ჩაეტანა ერთ-ერთი სამშენებლო ტრესტისთვის. მძღოლი 31 დეკემბერს უნდა დაბრუნებულიყო როსტოვში. კანტაუროვი 1 იანვარს აღმოაჩინეს მცხეთის ტრასაზე. ის მანქანის გაჩერებას ცდილობდა და მილიციას განუცხადა, მხოლოდ ის მახსოვს, საკმაოდ დიდი დრო რომ გავატარე ბნელ სარდაფშიო. თუ სად? – არ იცოდა. მას არც სარდაფში მოხვედრისა და არც იქიდან გათავისუფლების ეპიზოდები ახსოვდა და ვერც პიროვნებებს ასახელებდა. მძღოლი დააკავეს და თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ციხეში მოათავსეს.

სამხედრო ინჟინრის ჩვენება

მილიონი მანეთის ძარცვის საქმე ადგილიდან არ იძროდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ცნობილი მაძებარი იყო ჩართული, შედეგი, ფაქტობრივად, ნულს უტოლდებოდა. ძარცვა იმდენად უპრეცედენტო და უმაღლეს დონეზე ორგანიზებული იყო, გამომძიებლებს ხელჩასაჭიდი სამხილი არაფერი გააჩნდათ. გაუშვეს კანტაუროვიც, რომლის უდანაშაულობაშიც ასი პროცენტით დარწმუნდა ჯემალ იაშვილი და გამოძიება საბოლოოდ ჩიხში შევიდა.

როგორც ხშირად ასეთ შემთხვევებში ხდება, დანაშაულის გახსნას ბოროტმოქმედთა ელემენტარულმა წინდაუხედაობამ შეუწყო ხელი. ძარცვიდან ხუთი თვის შემდეგ, ქალაქ სვერდლოვსკის რესტორან „ურალის“ დირექტორმა სერგეი ლივანოვმა ადგილობრივი მილიციის სამმართველოს უფროსს ორი ცალი ასმანეთიანი კუპიურა მიუტანა და უთხრა:

– ამხანაგო პოლკოვნიკო, აი, ჩაიბარეთ და გადაამოწმეთ. ტკიცინებია და შეიძლება, გაგიმართლოთ კიდეც.

საქმე ის იყო, რომ ნაძარცვი ფულის ნაწილი ახლად დაბეჭდილი ასმანეთიანებისგან შედგებოდა. მილიციას მათი ნომრები ჩაწერილი ჰქონდა და მთელი კავშირის მასშტაბით დაუგზავნეს მილიციის განყოფილებებს. ადგილებზე კი მილიციას თითქმის ყველა სავაჭრო თუ კვების ობიექტების ხელმძღვანელები ჰყავდა გაფრთხილებული. ისინი ვალდებულნი იყვნენ, ასმანეთიანები გადასამოწმებლად მილიციაში მიეტანათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხუთი თვის განმავლობაში მილიციამ მთელი საბჭოეთის მასშტაბით მილიარდ მანეთზე მეტი ასმანეთიანი კუპიურა შეამოწმა და მხოლოდ ორი მათგანის ნომერი დაემთხვა...

1978 წლის 31 მაისს სვერდლოვსკის სისხლის სამართლის სამძებრომ 43 წლის როსტოველი სამხედრო ინჟინერი, პოდპოლკოვნიკი ივანე იოსებიძე დააპატიმრა. ის დაკითხეს და აღიარა, რომ ექვს თანამზრახველთან ერთად, 1977 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ცენტრალური ბანკის კუთვნილი „ერაზი“ გაძარცვა. მანვე თქვა, რომ ტრაილერის მექანიკა თავიდან ბოლომდე მისი დამონტაჟებული იყო. შემსრულებლები კი როსტოვის მოტომსროლელთა სამხედრო ნაწილის სამხედრო მოსამსახურეები გახლდნენ. პოდპოლკოვნიკის ჩვენებაში ვკითხულობთ: „ეს საქმე ჩემმა ცოლის მამიდაშვილმა, აკაკი ჩიტაიამ მომცა, რომელიც ბანკის საინკასაციო განყოფილების თანამშრომელია და „ერაზის“ ზუსტი მარშრუტი მისგან შევიტყვე. მძღოლი კანტაუროვი კი ჩემი როსტოველი მეზობელია. ის მცხეთასთან გავაბრუეთ და ერთ-ერთი კერძო სახლის სარდაფში ორი კვირა გვყავდა გამომწყვდეული...“

 დანაშაულებრივი დაჯგუფება 1978 წლის 1-2 ივნისს აიყვანეს. დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს და მათ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. საგულისხმო ფაქტია, რომ გატაცებული მილიონი მანეთიდან მხოლოდ 200 მანეთი იყო დახარჯული და ფული სრულად ამოიღეს...

P. S. ივანე იოსებიძე დღესაც ცოცხალია, 80 წელსაა მიტანებული, თბილისში ცხოვრობს და დიდი ოჯახი აქვს.

 

скачать dle 11.3