რა გავლენას ახდენს ასტროლოგიური ქვები ადამიანის ჯანმრთელობასა და ბედზე
თითქმის ყველა ასტროლოგიური ქვა ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და ბედზე.
გამორჩეულად მაგიური ძალა აქვს ნატურალურ, დეკორატიულ და სამშენებლო ქვებს და ეს განსაკუთრებით საცხოვრებელი სახლის მოწყობისას უნდა გაითვალისწინოთ.
მარმარილო შეიწოვს უარყოფით ენერგიებსა და ნეგატიურ გრძნობებს; ძოწი ხელს უწყობს ინტელექტის განვითარებას; კვარცი ამაღლებს და აძლიერებს იმუნიტეტს, ასევე, იწვევს ადამიანის ორგანიზმის მედეგობას.
ასევე, ასტროლოგიურად, თითოეულ ძვირფას ქვას განსაკუთრებული მნიშვნელობა და დანიშნულება აქვს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის. ის, ვინც ყოველდღიურად ატარებს იმ ქვისგან დამზადებულ სამკაულს, რომელიც მისი დაბადების თვეს შეესაბამება, გაცილებით ბედნიერი და წარმატებული იქნება.
ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის საბედისწერო და მნიშვნელოვანი ქვებია ალმასი, აკვამარინი და ამეთვისტო.
კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მფარველია ბრილიანტი, ოპალი და მთვარის ქვა.
ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს თილისმად ალმასის ან ფირუზის ასტროლოგიური ქვებისგან დამზადებული სამკაული უნდა ეკეთოს.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის კარგია ოპალის, მთვარის ქვის ან ბროლის ტარება.
ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს უბედურებისა და ავადმყოფობისგან ალმასი, ლალი და ტოპაზი დაიფარავს.
ქალწულებისთვის თილისმის დატვირთვა აქვს ზურმუხტს, აქატსა და ტოპაზს.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის დადებითი აურა აქვს ზურმუხტსა და მარგალიტს.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს უბედური შემთხვევებისა და მძიმე დაავადებებისგან იცავს მთვარის ქვა.
მშვილდოსნებისთვის მაგიური დამცავი ასტროლოგიური ქვაა ამეთვისტო.
თხის რქებისთვის აუცილებელია ფირუზისა და მთვარის ქვის ტარება, რათა თავი აარიდონ შესაძლო უბედურ შემთხვევებს.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის სიჯანსაღისა და დადებითი ენერგიის მომტანია ძოწი და ამეთვისტო.
დეპრესიისკენ მიდრეკილ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს კი აუცილებლად უნდა ეკეთოთ საფირონის ან ამეთვისტოს ასტროლოგიური ქვის სამკაულები.
ასევე, ძვირფას ქვებს წარმატება მოაქვს სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისთვის, მაგალითად: მეზღვაურებს სტიქიური უბედურებებისგან იცავს ზურმუხტი; სასულიერო პირების მფარველია ამეთვისტო; მხატვრებს ლალი ეხმარება შემოქმედებაში, ხოლო, მწერლებს, პოეტებს, ჟურნალისტებსა და ასე შემდეგ – მთვარის ქვა.
ახალდაქორწინებულებისთვის ბედნიერების მომტანია ზურმუხტი; საყვარელ ადამიანს მთვარის ქვის სამკაულები უნდა მიართვათ; ფლირტის მოყვარულებს ალექსანდრიტი შველით, ფეხმძიმეებს კი – ზურმუხტი. სასმლის მოყვარულ ადამიანს ამეთვისტოს ქვა უნდა შეუძინოთ, ხოლო ნერვების დასაწყნარებლად ტოპაზი გამოგადგებათ.
მოზარდმა გოგონებმა და ახალგაზრდა ქალებმა კი ფირუზის ან მარგალიტის სამკაული უნდა ატარონ.