კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ქალური ბედნიერება

 

თითოეულ ქალში ცხოვრობს როგორც ზეციური, ისე მიწიერი არსება. რომელსაც ბედნიერებას და სიხარულს ანიჭებს უბრალო, ყოფითი წვრილმანები. თუ ქალს ეს არ შეუძლია, ვერასდროს იქნება ხალისიანი და გახარებული. ვერ შეძლებს, დატკბეს ყოველი დღით და თუნდაც, მზის ამოსვლით. ვერ მიიღებს სიამოვნებას გემრიელი კერძით და საყვარელი მამაკაცის კოცნით... ფიქრობთ, მთავარი მატერიალური კეთილდღეობაა? არ არის ასე. რამდენი ფულიც არ უნდა ჰქონდეს ქალს, სულაც ბრენდებში რომ გამოაწყო, სეზონების მიხედვით ძვირფას კურორტებზე დაასვენო, არც მადლიერი იქნება და არც ბედნიერი. მის სახეზე სიხარულსაც კი ვერ შენიშნავთ, თუკი წვრილმანებით ბედნიერება არ შეუძლია.

ზოგჯერ ჩვეულებრივი შხაპის ქვეშაც შეიძლება, იყოთ ბედნიერი და იგრძნოთ, რომ სიცოცხლე მშვენიერია. თუ ამას ახერხებთ, ქალური ბედნიერება თქვენთვის მისაღწევია. განა, ასე ბევრი უნდა ჩვეულებრივ ქალს ბედნიერებისთვის? – სიყვარული, ყურადღებიანი ქმარი, ჯანმრთელი, ჭკვიანი შვილები, მყუდრო სახლი... მგონი, გაგრძელება საჭირო არ არის, ისედაც ყველაფერი გასაგებია. კიდევ არსებობს ერთი ნიუანსიც – კმაყოფილი უნდა იყოთ საკუთარი თავით, სხეულით და საერთოდ, ყველაფრით... ესეც აუცილებელი პირობაა ბედნიერებისთვის.

 

პიტერ პენის სინდრომი...

 

ვინ არიან ისინი? – ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მამაკაცები. სხვებისგან თითქოს არაფრით განსხვავებულები, მაგრამ, მაინც უცნაურები... საქმე ისაა, რომ ჩვენ, ყველანი – კაცებიც და ქალებიც, ბავშვობიდან მოვდივართ. მაგალითებზე ვიზრდებით და მაგალითებზე ვსწავლობთ... ან, ზოგჯერ, არც ვსწავლობთ... დავიწყოთ იმით, რომ თუ ბიჭუნას თვალწინ არ ჰყავს მამა პასუხისმგებლობის გრძნობით და შეუცნობლად არ მიიჩნევს ნორმად მის საქციელს, უკვე მოწიფულს პასუხისმგებლობის გრძნობა ნაკლებად ექნება. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ აუცილებელია, ბიჭს დედაც ოჯახში ჰყავდეს და მამაც. უპასუხისმგებლო მამაკაცი ოჯახის შიგნითაც რომ იყოს, ამით არაფერი შეიცვლება. კაცი უნდა ხვდებოდეს, რომ ის პასუხისმგებელია თავის პირმშოზე და როცა ეს პასუხისმგებლობა გულწრფელია, ის ავტომატურად გადადის ბავშვზე. მუდმივად დღესასწაულის რეჟიმში ცხოვრება, ბუნებრივია, ყველას მოსწონს. ანუ, თუ ეს გაგდის, რატომაც არა?! ეძებ მხოლოდ გასართობს და ზრუნავ საკუთარ სიამოვნებაზე. სურვილი არგაზრდისა, ანუ იმისა, რომ დარჩე მუდმივად პატარა, რომელსაც არავინ არაფერს სთხოვს, მამაკაცში ბავშვობისას ჩნდება და ამას ფსიქოლოგები „პიტერ პენის სინდრომს“ უწოდებენ.

 თუ თქვენს პარტნიორ მამაკაცს მოსწონს მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები, ტკბილეული და ფულის გასართობებში ხარჯვა, ის სულით ისევ ბავშვია და მოსწონს ეს მდგომარეობა. მან ყველაფერი იცის: გააკეთებს იმას, რაც თავად სურს... მშობლების, ახლობლების აზრი არ აინტერესებს... სერიოზული ურთიერთობა მისთვის მძიმე ტვირთია და შეეცდება, გაექცეს. ასევე, მათ ახასიათებთ ეგოიზმი, ნარცისიზმი... ვალდებულება? – არავითარ შემთხვევაში. ის საკუთარი თავის ძიებაშია და ხელი არ უნდა შეუშალო.

 

დედიკოს ბიჭები

 

ისინი ჩვენ გვერდით ცხოვრობენ... ზოგიერთი მათგანი სახლშიც გვყავს და გვიჭირს მათთან ურთიერთობა... ეგოისტია, საკუთარ პერსონაზე შეყვარებული, უპასუხისმგებლო და პრეტენზიული... რა ქნას, ასეთი გაზარდეს. თუ ბიჭს არ გაზრდი გარემოში, სადაც პასუხისმგებლობა პრიორიტეტია, თუ მას საკუთარ მაგალითზე არ დაანახებთ, რას ნიშნავს, იყო ვალდებული ოჯახის წევრების, გარშემო მყოფების წინაშე, მერე ნუღარ გექნებათ პრეტენზია, რომ ეგოისტია და საკუთარი თავის გარდა არავინ და არაფერი აინტერესებს. გარდა ამისა, „დედიკოს ბიჭები“ საკმაოდ უსუსურები არიან ცხოვრებისეული პრობლემების წინაშე. ასეთი ბიჭუნები ხშირად იზრდებიან ზედმეტად აქტიური დედებისა და მამების გვერდით. ისინი პირმშოს გასაქანს აღარ უტოვებენ. საკუთარ მხრებზე იღებენ ცხოვრებისეულ ყველა სიძნელეს და თავადაც ვერ ამჩნევენ, შვილს დათვურ სამსახურს რომ უწევენ... ზრდასრულ ასაკში მისი გადაკეთება საკმაოდ რთულია. თუმცა, კორექცია შესაძლებელია. ერთბაშად მას ვერ შევცვლით და ამისი იმედი არც უნდა გქონდეთ. ნელ-ნელა ასწავლეთ, რას ნიშნავს, იყო პასუხისმგებელი ახლობლების, ოჯახის წევრების წინაშე. დაიწყეთ იმით, რომ მიეცით პატარ-პატარა დავალებები. უთხარით, რომ მისი დახმარების გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ. შეაჩვიეთ იმას, რომ თვითონაც უნდა იყოს ჩართული ოჯახში, ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. ძალას ნუ დაატანთ, ამით მხოლოდ გამოიწვევთ მის აგრესიას და ყველაფერს გააფუჭებთ. გახსოვდეთ, „დედიკოს ბიჭები“ ყველა ასაკში მოფერებას არიან დაჩვეულები.

 

ვართ კი ის, რაც ვართ?!ს

 

კუდიანები... ინკვიზიციამ, რომელიც შუა საუკუნეებში მძვინვარებდა და ლამის ორჯერ შეამცირა ევროპაში ქალთა სქესის რაოდენობა, სახელიც გვარიანად გაუტეხა ქალის მშვენიერებას. საქმე ლამის იქამდე მივიდა, რომ ლამაზ ქალს ღიმილი აუკრძალეს – აქაოდა, ესეც კუდიანების ერთ-ერთი ხერხია კაცის მოსაჯადოებლადო. შეიძლება, ეს მოსაზრება ცოტათი მართლაც იყოს სიმართლესთან ახლოს – ლამაზი ქალისგან გასულელებული მამაკაცების მეტი რა გვინახავს... ზოგს კარგი გარეგნობაც არ სჭირდება, ისე აშტერებს საპირისპირო სქესს... ანუ, გამოდის, ინკვიზიცია მთლად მტყუანიც არ იყო, როცა ამბობდა, ერთი პატარა კუდიანი ყველა ქალში ცხოვრობსო. მაგრამ ამაში ცუდი და საგანგაშო არაფერია. მამაკაცებს არ უნდა ეშინოდეთ, რადგან ჩვენ მათი კეთილი ფერიები ვხდებით, როცა გვიყვარს. ქალის სულის სიღრმეში, იქ, სადაც ყოველთვის ვერ აღწევს საღი აზრი, მართლაც შეიძლება, არსებობდეს „შავი ყუთი“ – განუხორციელებელი ოცნებები... სურვილები... მისწრაფებები... ინტუიციას ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. ამაზე თავად დედა-ბუნება ზრუნავს. ქალს ეხმარებიან ამ სამყაროში... ტანსაცმელი, აქსესუარები... სილამაზის კორექციის სხვა საშუალება. ტანის ნელსაცხებლებიც კი არსებობს, საოცარი სურნელებით და ესეც ჯადოქრობაა. ჯადოქარი უნდა იყოს ქალი, რომ დღევანდელ სამყაროში ყველაფერი შეძლოს, ყველაფერი მოასწროს და ძალაც ეყოს ცხოვრების გასაგრძელებლად... ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ. ზოგჯერ გაიაქტიურეთ „თქვენი კუდიანი“... ის დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ კრიტიკული სიტუაციები და არ დაუშვათ შეცდომები. რაც მთავარია, არ გახდეთ სხვისი მსხვერპლი... ბევრი შეეცდება თქვენს მოტყუებას და ეს არ უნდა დაუშვათ. ბოლოს და ბოლოს თქვენ ხომ ცოტათი კუდიანი ხართ...

скачать dle 11.3