კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე მეტყველებს სახისა და ყურების უეცრად წამოხურება და რა ინფორმაციას ვიღებთ შეგრძნებებით „ზემოდან”

დღეს უკვე სადავო არ არის, რომ გამძაფრებული ინტუიცია და წინასწარმეტყველების უნარი მეტ-ნაკლებად ყველას აქვს, გააჩნია, ვინ როგორაა მასზე ორიენტირებული. სხვათა შორის, ეს კვლევამაც ცხადყო, რომელშიც მოხალისე ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას და მსოფლიოში ცნობილი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთა წარმომადგენლები ახდენდნენ მათზე დაკვირვებას. უკვე წლებია, ქალბატონი ქეთი უცხოეთში ცხოვრობს და თანამშრომლობს მსოფლიოში ცნობილ პარაფსიქოლოგებთან. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნა, არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ადამიანმა საკუთარ თავში უცნაური ნიჭი აღმოაჩინოს. მაგალითად, მიხვდეს, რომ მას მოვლენების წინასწარ განჭვრეტა ან უცხო ადამიანის ფიქრის ამოკითხვა შეუძლია და ასე შემდეგ. ასევე, მისი თქმით, ეს უნარი გენეტიკურ კოდშია ჩადებული და, თუ რომელიმე წინაპარს გააჩნდა მსგავსი უნარი, არ არის გამორიცხული, ეს ნიჭი თქვენც გადმოგეცეთ შთამომავლობით.

 

ქეთი: ადამიანები ვერ ერკვევიან საკუთარ შესაძლებლობებში. მთავარია, ყველაფერს კარგად დააკვირდეთ, ყველა მოვლენა გააანალიზოთ, მეტად იყოთ ორიენტირებული გარემოებებზე და მიხვდებით, რომ იმაზე მეტი შეგიძლიათ გააკეთოთ, ვიდრე დღეს აკეთებთ და ფიქრობთ. წინასწარმეტყველების უნარი ყველას აქვს. რასაკვირველია, ზოგს მეტად აქვს გამძაფრებული, ზოგს კი შედარებით ნაკლებად. უცხოელ ეზოთერიკოსთა ჯგუფმა, ჩაატარა კვლევა და, აღმოჩნდა, რომ „ზემოდან”, ანუ, სამყაროს ზედა ფენიდან, ადამიანი მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმაციას წინასწარ იღებს. თუ დაკვირვებული თვალი გაქვთ, შეგრძნებებსაც ყურს დაუგდებთ და მეტად დაძაბავთ გონებას, მოსალოდნელი საფრთხის წინასწარ განჭვრეტა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. შესაბამისად, ამ დროს უფრო ფრთხილად იქნებით და ასე ბევრ უსიამოვნებასაც აირიდებთ თავიდან.

– ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ წინასწარმეტყველური შეგრძნებები და გამძაფრებული ინტუიცია ადამიანს გენეტიკურად დაჰყვება თან. რეალურია ეს მოსაზრება?

– გეტყვით, რომ მე ბევრ წარმატებულ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგთან მქონია შეხვედრა, მისაუბრია მათთან ამ თემაზე და ყველა ამტკიცებს, რომ გამძაფრებული ინტუიცია თუ წინასწარმეტყველური შეგრძნებები, სწორედაც რომ, გენეტიკურად გადაეცემა ადამიანს. კერძოდ, თუ თქვენს რომელიმე წინაპარს წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდა, არ არის გამორიცხული, გენეტიკური კოდის წყალობით, ის თქვენშიც ამოქმედდეს და, ერთ დღესაც, ეს ნიჭი საკუთარ თავშიც აღმოაჩინოთ.

– საუბარში ახსენეთ, სამყაროს ზედა ფენებიდან წამოსული ინფორმაცია შეგრძნებების მეშვეობით წინასწარ გვამცნობს მომავალი საფრთხის შესახებ. ეზოთერიკოსები იმასაც ამბობენ, რომ, თუ ადამიანს უეცრად ასტკივდა რომელიმე ორგანო, არ არის გამორიცხული, ერთგვარი მინიშნება იყოსო. ამაზე რას იტყვით?

– პირადად მე, ყოველთვის ვხვდები, როდის ჯობია, თავი შევიკავო გადაადგილებისგან, რადგან, ამ დროს მეწყება რომელიმე ორგანოს ტკივილი. ერთი ნაცნობი მყავს, რომელსაც აინტერესებს ეზოთერიკული საკითხები, ხშირად რჩევებსაც მეკითხება და, თქვენ წარმოიდგინეთ, მათი გათვალისწინებით, ბევრ ხიფათსაც აარიდა თავი. ეს ნაცნობი, რომელიც, ახალგაზრდა ბიზნესმენია, ერთ დღეს, მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიდიოდა. არადა, სწორედ ამ დროს ასტკივდა წელი. ვეღარც ადგა, ვეღარც დაჯდა, კარში გასვლისას გაშეშდა. იფიქრა, ცოტას შევყოვნდები და შეხვედრაზე დავაგვიანებო. შებრუნდა სახლში და ტახტზე წამოწვა. სწორედ ამ დროს, ქუჩაში სასწაული სროლა ატყდა. თურმე ქურდული სამყაროს წევრები დაერივნენ ერთმანეთს და ცეცხლი გახსნეს. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როცა ის სწორედ იმ ადგილას უნდა გასულიყო, სადაც აუცილებლად მოხვდებოდა ბრმა ტყვია. მერე ამბობდა, რომ არა ზემოდან გაფრთხილება, უხილავი ძალების დახმარება, სამყაროს ზედა ფენებიდან წამოსული ინფორმაცია, რომელიც ჩემს სხეულზე წელის ატკივებით გადმოვიდა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდიო. იცით, რა, ზოგი ამას დამთხვევას აბრალებს, მაგრამ, დამიჯერეთ, ასეთი დამთხვევები ნამდვილად არ ხდება. ეს გამიზნული, გამაფრთხილებელი და დამცველი ინფორმაციაა, რომელიც სამყაროს ზედა ფენიდან წამოვიდა კონკრეტული ადამიანის დასაცავად. ის რომ არ შეპუებოდა ტკივილს და მაინც გასულიყო გარეთ, იმ სროლის შუაგულში აღმოჩნდებოდა და გაშეშებული წელით ვერც გაიქცეოდა და ვერც რამეს შეეფარებოდა. როგორ ფიქრობთ, არ ღირს მსგავს რამეებზე ფიქრი, თუ ეს შენს სიცოცხლეს ეხება? ამას, გნებავთ, ეზოთერიკული მოსაზრება დაარქვით, გნებავთ, ცრუმორწმუნეობა და გნებავთ, სულელური აზრი, მაგრამ, ფაქტი ფაქტად რჩება და მისი არდანახვა, ჩემი აზრით, საკუთარი თავის მტრობაა.

– გამიგია, თითქოს მსგავსი საშიშროების დროს, დედას შვილის მიმართ უმძაფრდება ინტუიცია და ის წინასწარ გრძნობს საფრთხის მოახლოებასო. ასეა?

– ნამდვილად ასეა. გამძაფრებული დედობრივი ინტუიცია ამოუცნობი ფენომენია. როცა შვილს საფრთხე ელის, ამას დედა ქვეცნობიერად გრძნობს – ორგანიზმი მინიშნებებს აძლევს, მაგალითად, შეიძლება, უეცრად გული აუჩქარდეს, წნევა დაეცეს, საშინელი თავის ტკივილი დაეწყოს და ასე შემდეგ. არ არის გამორიცხული, დედამ შვილის შესაძლო საფრთხე არა ტკივილის შეგრძნებით, არამედ, მოუსვენრობით შეიტყოს წინასწარ – აფორიაქდეს, ან, რომ იტყვიან, ადგილი ვერ იპოვოს. კიდევ ვამბობ, ამას ბევრი ცრურწმენას ეძახის, მე კი ვაღიარებ, რომ ცრურწმენებშიც გარკვეული წინასწარმეტყველური ელემენტებია ჩადებული. მათი არსებობა კი უძველესი დროიდან იღებს სათავეს და, გვინდა თუ არა, ეს უნდა ვაღიაროთ.

– ძველი ხალხისგან გამიგონია, როცა სახე გიხურს, ესე იგი, შენზე ცუდად ჭორაობენ, ხოლო, თუ ყურები გაგიხურდა, დიდი ხნის უნახავი ახლობელი გახსენებსო. ამაში თუ არის სიმართლის მარცვალი?

– დიახ, ესეც სიმართლეა. მაგრამ, თუ ყურები გაგიხურდათ და გაგიწითლდათ, ვისზეც ეჭვი გაქვთ, მათი სახელები უნდა ჩამოთვალოთ ხმამაღლა და დააკვირდეთ: რომელი სახელის წარმოთქმაზეც გაგივლით სიწითლე თუ გახურება, ესე იგი, სწორედ ის გახსენებდათ. თუ მარცხენა ყური გაგიხურდათ, ახლო ნაცნობი ან მეგობარი გახსენებთ, ხოლო, თუ მარჯვენა, მაშინ, შორეული ნათესავი. თუ ორივე ყური ერთდროულად გაგიწითლდათ ან გაგიხურდათ, არ არის გამორიცხული, ყოფილი შეყვარებული ან სასიყვარულო პარტნიორი გახსენებთ ან ფიქრობს თქვენზე.

 

скачать dle 11.3