კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, წითურას აცრის შემდეგ რამდენ ხანშია, შესაძლებელი ორსულობა?

პასუხი:  წითურას აცრიდან ორსულობის დაგეგმვა ხდება 6 თვის შემდეგ.

კითხვა: ჩემს მეუღლეს მზეზე მუშაობა უწევს და სახე ძალიან ეწვება, განსაკუთრებით ცხვირი. იქნებ გვირჩიოთ, რა მზისდამცავი საშუალება შეიძლება, იხმაროს? 

პასუხი:  ერთადერთი საშუალებაა, იხმაროს მზისგან დამცავი კრემი, რომ ძალიან არ დაიწვას და გაშავდეს. კოსმეტიკური საშუალებები – დამცავი კრემი შეარჩიეთ კანის ტიპის გათვალისწინებით. კეპიანი ქუდიც მცირე დახმარებას გაუწევს.

კითხვა: ჰერპესი მაქვს, ვერ ვიშორებ უკვე 2 წელია, დეკლოსიდის კრემს ვისვამ და გაქრება 3-4 დღე, მერე ისევ გამოჩნდება. რამე სხვა საშუალება არ იცით, რომ მირჩიოთ? 

პასუხი:  ჰერპესი ქრონიკული, მორეციდივე ვირუსული დაავადებაა. მისი მკურნალობა ანტივირუსული საშუალებებით ხდება, თუმცა ხშირად თავისთავადაც ალაგდება ტუჩზე არსებული ჰერპესული გამონაყარი. მკურნალობის მიზანია ჰერპესის არააქტიურ ფორმაში გადაყვანა. ჰერპესის პროვოცირებას იწვევს გაციება, გრიპი და ასე შემდეგ. ანუ, მდგომარეობა, რომელსაც ახლავს  იმუნიტეტის დაქვეითება. 

კითხვა:  ენასა და ღრძილებზე მაქვს ხშირი სტომატიტი. რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული და ვის მივმართო? 

პასუხი:  უნდა გამოიკვლიოთ სტომატიტის გამომწვევი მიზეზი. ამისთვის საჭიროა, გაკეთდეს ნაცხის ანალიზი პირის ღრუში და მოხდეს დათესვა მიკროფლორაზე. შემდგომ კი დაგენიშნებათ შესაბამისი მკურნალობა.  უპირველესად, აუცილებელია  სტომატოლოგთან ვიზიტი.

კითხვა:  გლიცერინი, კარბამიდის პეროქსიდი, პიტნის ზეთი – ზემოთ ჩამოთვლილი ნივთიერებებიდან რომელიმე აზიანებს კბილის მინანქარს?

პასუხი: ერთჯერადი გამოყენებისას არც ერთს არ ახასიათებს მინანქრის დამშლელი თვისება. 

კითხვა: 5 თვის ბავშვმა ხაჭო სახლის უნდა ჭამოს თუ ქარხნული?

პასუხი:  შეგიძლიათ, მისცეთ როგორც შინ დამზადებული, ისე ქარხნული ნაწარმი. მთავარია, იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო. 

კითხვა:  რამდენიმე წელი ვხმარობდი ეპილატორს, რამაც ბეწვის ჩაბრუნებები და შავი ლაქები გამიჩინა. ეპილატორის ხმარებას შევეშვი, მაგრამ ლაქები მაინც მაქვს, არც გარუჯვამ არ მიშველა. ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ, რა საშუალებით შეიძლება, მოვირჩინო ლაქები?

პასუხი:  ლაქების საწინააღმდეგო საშუალების შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში, მაგრამ ზაფხულში მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3