მხოლოდ ფაქტები
* 1982 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე უნგრეთმა მატჩი მოიგო ანგარიშით 10:0. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, როდესაც ერთი გუნდის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა ორნიშნა რიცხვით გამოისახა.
* ენრიკო კარუზო ბანი იყო, მაგრამ, პედაგოგის შეცდომის გამო, მსოფლიოს უდიდესი ტენორი გახდა.
* უელსში მეცხრამეტე საუკუნეში ვერ გავრცელდა მარქსიზმი, რადგან „კაპიტალის“ვალიურ ენაზე მთარგმნელი ვერ იპოვეს.
* ბერძნულად – „სფინქსი“, რომაულად – „ანგინა“, ქართულად „დახრჩობას” ნიშნავს.
* ვინსენტ ვან გოგმა სიცოცხლეში თავისი მხოლოდ ერთი ტილო გაყიდა – „წითელი ვენახები არლიში“.
* ადამიანის თავის ტვინს 1-დან 7 მილიონი მეგაბაიტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია.
* მეტეორული ნაკადის იმიტაციისთვის, ამერიკელმა ფიზიკოსმა რაინჰარტმა წინადადება წამოაყენა, გაეშვათ რაკეტები ტროტილის მუხტით, რომლებიც ატმოსფეროს ზედა ფენებში აფეთქდებოდნენ.
* შვედეთის პატარა სოფელ ეშერში, ახლად დაქორწინებულებისთვის, რომლებსაც სურთ, თაფლობის თვე მოგზაურობაში გაატარონ, მაგრამ ამისთვის ფინანსები არ ჰყოფნით, სპეციალური ვაგონი ქირავდება.
* მარცვლეულის, შაქრის, ყავისა და კაკაოს შემდეგ ბანანი მეხუთე ადგილს იკავებს საერთაშორისო ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანეს პროდუქტთა შორის.
* შექსპირის ყველაზე დიდი პიესა „ჰამლეტია“.
* იმპერატორ პავლე პირველს თავი მეორე ჰამლეტად წარმოედგინა და თავისი დიდი წინაპრების აჩრდილებს ელაპარაკებოდა კიდეც. 1781 წელს, ვენაში მისი ვიზიტის დროს, თავი შეიკავეს შექსპირის ამ ტრაგედიის დადგმისგან, რომ მისთვის სულიერი ტრავმა არ მიეყენებინათ.
* 2000 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ერთბაშად სპორტის სამი სახეობა დაამატეს: ტრიატლონი, ტაეკვანდო და ბატუტზე ხტომა.
* ვერსალში, ლუდოვიკო მეთხუთმეტის ბრძანებით, საშაქრეს სპეციალური დარაჯი ჰყავდა.