კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უცოლო მილიარდერების 2014 წლის ტოპ-ხუთეული

„ფორბსის” 2014 წლის მილიარდერთა რეიტინგში 45 ადამიანი მოხვდა, რომელთა 3 პროცენტი დაუქორწინებელია. გთავაზობთ უცოლო მილიარდერთა ტოპ-ხუთეულს.

ალეხანდრო სანტო-დომინგო დავილა  (კოლუმბია) - 11,1 მილიარდი დოლარი

კოლუმბიელი მილიარდერი, 37 წლის ალეხანდრო სანტო-დომინგო დავილა ყველაზე მდიდარი უცოლო მილიარდერია. ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი, ალეხანდრო ლუდსახარშების მფლობელია. მისი ბოლო რომანებიდან კი ცნობილია მისი კავშირი მოდელებთან – ამანდა ჰერსტთან და ჯული ჰენდერსონთან.

იან კუმი  (ამერიკის შეერთებული შტატები) - 6,8 მილიარდი დოლარი

ის კიევთან ახლოს მდებარე სოფელში დაიბადა და ამერიკაში ემიგრიაციაში წასვლამდე კრივით იყო დაკავებული – 38 წლის იან კუმი რეპერ კენი უესტის მსმენელი გახდა და მისი სახელი მხოლოდ 2014 წელს გახდა ცნობილი, როცა „ფეისბუქმა” მის მიერ შექმნილი პროგრამა – „ვათსაფი” 19 მილიარდ დოლარად შეიძინა. კუმი მილიარდერების რეიტინგში დებიუტანტია.

ედუარდო სავერინი (ბრაზილია) - 4,1 მილიარდი დოლარი

„ფეისბუქის” ყველაზე იდუმალი დამაარსებელი დღემდე კომპანიის აქციების 2,2 პროცენტს ფლობს. გასულ წელს „ფეისბუქის” აქციების ფასმა 130 პროცენტით მოიმატა და 31 წლის სავერინის კაპიტალი 2 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ბრაზილიაში დაბადებულმა სავერინიმ 2012 წელს უარი თქვა ამერიკის მოქალაქეობაზე და ამჟამად სინგაპურში ცხოვრობს. 

რობერტ პერა (ამერიკის შეერთებული შტატები) - 2,7 მილიარდი დოლარი

35 წლის რობერტ პერა ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა „ფორბსის” რეიტინგში და კვლავ მოირგო სასურველი სასიძოსთვის განკუთვნილი ტიტული. მისი კომპანია „იუბიქუით ნეთვორქსი” უსადენო მოწყობილობების წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. 

ჯეკ დორსი (ამერიკის შეერთებული შტატები) - 2,2 მილიარდი დოლარი

37 წლის მილიარდერი ჯეკ დორსი სერტიფიცირებული მასაჟისტია, მაგრამ ამან არ შეუშალა ხელი, რომ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ადამიანად გამხდარიყო ამერიკაში. მისი დაარსებულია რამდენიმე წარმატებული კომპანია: მიკრობლოგების სერვისი „ტვიტერი”, რომლის აქციათა 5 პროცენტს ფლობს და მობილური გადახდის სერვისი „სქუეირი”, სადაც 29 პროცენტს ფლობს. ჯეკ დორსი ამერიკაში სასურველი სასიძოების რეიტინგის პირველ ათეულშია.

 

 

скачать dle 11.3