კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები მსოფლიოს მონარქიულ ოჯახებზე

მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მონარქიული სახელმწიფოების რაოდენობა არცთუ ბევრია და, ამის გათვალისწინებით, მსოფლიო მონარქების მიმართ საზოგადოების მხრიდან მუდამ არის დაინტერესება. განსაკუთრებულ ინტერესს ბუნებრივია, მეფეების, დედოფლების, იმპერატორების, პრინცებისა და პრინცესების პირადი ცხოვრების შესახებ არსებული ფაქტები იწვევს.

* დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა ჩარლზმა, 2008 წელს მთელი თავისი ავტოპარკი ბიოსაწვავზე გადაიყვანა. ამჟამად ჩარლზის ყველა ავტომობილის ძრავა მუშაობს საწვავზე, რომელიც გადამუშავებული საკვები ზეთისგან მიიღება. პრინცის კიდევ ერთი ავტომობილი, 1970 წლის გამოშვების „ასტონ-მარტინი”, რომელიც ჩარლზს დედოფალმა ელიზაბეთმა აჩუქა 21 წლის იუბილეზე, ღვინისგან მიღებულ ბიოსაწვავზე მუშაობს. საგულისხმოა, რომ საწვავის მისაღებად ინგლისელი მეღვინეების მიერ დაყენებულ ღვინოს გამოიყენებენ.

* თემზაზე მცხოვრები ყველა გედი დედოფალ ელიზაბეთ მეორის საკუთრებას წარმოადგენს. სამეფო ოჯახის საკუთრებაში გედების გადაცემა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში სპეციალური ბრძანებულების თანახმად მოხდა, როდესაც გედებს სამეფო მაგიდასთან დელიკატესის სახით მიართმევდნენ. ამჟამად გედებს აღარ ჭამენ, თუმცა, ინგლისური კანონის თანახმად, სამეფო ოჯახს უფლება აქვს, მოითხოვოს დაკლული გედის ხორცი.

* მალაიზიაში კონსტიტუციური მონარქიაა თუმცა, მონარქის ტიტული იქ არჩევითია და არა სამუდამო. საქმე ისაა, რომ მალაიზია შტატებად არის დაყოფილი და 9 მათგანი მონარქიულია, რომელთაც 7 სულთანი, ერთი რაჯა და ერთი  იანგ დიპერტუან ბესარის ტიტულის მქონე მონარქი მართავენ. ხუთ წელიწადში ერთხელ ეს მონარქები ირჩევენ ერთ მთავარ მონარქს. აღსანიშნავია, რომ მონარქს მალაიზიაში მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია აქვს.

* მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებმა ჰოლანდიის ოკუპაცია მოახდინეს და სამეფო ოჯახი კანადაში იქნა ევაკუირებული. იქ მოქმედ დედოფალს იულიანას ეყოლა მესამე ქალიშვილი – მარგრიტი. ის პალატა, სადაც დედოფალმა იმშობიარა, სასწრაფო წესით გამოცხადდა ჰოლანდიის იურისდიქციად, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, მარგრიტი კანადის მოქალაქედ დაიბადებოდა და ვერ გახდებოდა ნიდერლანდების დედოფალი. კანადელების მადლიერების ნიშნად, ყოველ წელს, ნიდერლანდების სამეფო ოჯახი ოტავაში სპეციალური რეისით გზავნის ტიტების ათას თესლს. საინტერესოა, რომ ანალოგიური შემთხვევა მოხდა 1945 წელს ლონდონში, როდესაც სამშობიაროს პალატა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა იუგოსლავიის სამეფოს ნაწილად გამოაცხადა, რადგან, იმ პალატაში დაიბადა იუგოსლავიის სამეფო ტახტის მემკვიდრე – ალექსანდრ კარაგეორგიევიჩი. სამწუხაროდ, მას არ მიეცა საშუალება, ემეფა თავის ქვეყანაში.

* ერთადერთი ადგილი დიდ ბრიტანეთში სადაც მეფესა და დედოფალს შესვლის უფლება არ აქვთ, თემთა პალატაა. ეს ტრადიცია დეპუტატებმა 1642 წელს შემოიღეს – მას შემდეგ, რაც მეფე კარლ პირველმა პალატის ხუთი დეპუტატის დაპატიმრება მოისურვა ანტიროიალისტური შეხედულებების გამო. 

скачать dle 11.3