ნავასით დაინტერესდნენ
შუმახერის ავადმყოფობის ისტორია 50 000 ევროდ შეფასდა
როგორც ცნობილია, რამდენიმე თვის წინ სერიოზულად დაშავდა ავტორბოლაში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მიხაილ შუმახერი. ცოტა ხნის წინ, გრენობლის კლინიკიდან მისი ავადმყოფობის ისტორია მოიპარეს, ალბათ, სარფიანი შემოთავაზების მიზნით და არც შემცდარან. გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მედიასაშუალებებმა უკვე მიიღეს დოკუმენტების 50 000 ევროდ შეძენის შეთავაზება. თუმცა, ჩემპიონის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს მოუწოდეს, უარი თქვან მასალების პუბლიკაციაზე.
ნავასით
დაინტერესდნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე კოსტა-რიკას ნაკრების მეკარემ, კეილორ ნავასმა ნამდვილად კარგი თამაში აჩვენა. „ლევანტეს“ გოლკიპერით რამდენიმე კლუბი უკვე დაინტერესდა. განსაკუთრებული აქტიურობა მიუნჰენის „ბაიერნის“ სამწვრთნელო შტაბმა გამოიჩინა. მადრიდის „რეალის“ ვარიანტს განიხილავდნენ ესპანური სააგენტოები. აქტიურობენ ბავარიელებიც. მოლაპარაკებების დაწყებამდე ჯერ საქმე არ მისულა, თუმცა გერმანული სააგენტოები აცხადებენ, რომ „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა ნავასის ტრანსფერში 10 მილიონის გადახდას აპირებს.
მანჯუკიჩი
„ატლეტიკოს“
ფორვარდი გახდება
ლონდონის „ჩელსიში“ გადასულ დიეგო კოსტას მადრიდის „ატლეტიკოში“ ხორვატი ფეხბურთელი, მარიო მანჯუკიჩი შეცვლის. მიუნჰენის „ბაიერნის“ ფეხბურთელის მაისურით მანჯუკიჩმა უკვე 88 მატჩი ჩაატარა და 48 გოლიც გაიტანა. გერმანელები კი, სასურველი თავდამსხმელის სანაცვლოდ, 20 მილიონ ევროს მიიღებენ.