კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გამოარჩევს თუ არა ღმერთი ადამიანს ბავშვობიდან და შეგვიძლია თუ არა საკუთარი ბედისა და მომავლის შეცვლა

ქრისტიანული ღვთისმეტყველება არ ეთანხმება ადამიანის ბედის წინასწარ განსაზღვრას, პირიქით, მთლიანად უმორჩილებს ადამიანს მის  საკუთარ ცხოვრებას. ნებისმიერი ადამიანი საკუთარი ბედის, ცხოვრების განმკარგავია და თავად აკეთებს არჩევანს – ქრისტეს სამსახურში იყოს თუ მიიღოს ანტიქრისტეს ნიშანი. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

– ბედს ადამიანები ხშირად უკავშირებენ არა პირდაპირი გაგებით ადამიანის ცხოვრების წინასწარ განსაზღვრულობას, არამედ შემთხვევითობას, მოულოდნელობას, რაც თავისთავად ხდება ცხოვრებაში; ანუ, გამოდის, რომ ბედი განსაზღვრავს ამ შემთხვევითობას და ადამიანს მისი შეცვლა აღარ შეუძლია. თუ ადამიანი ემორჩილება ბედს, წინასწარგანსაზღვრულობას; თუ მას შუბლზე დააწერეს, როგორ უნდა იცხოვროს და ის ვერ შეცვლის რეალობას, ესე იგი, ადამიანი არ ყოფილა თვითუფლებრივი. 

– რით გამოარჩევს ადამიანს თვითუფლებრიობა?

– ეს, უპირველეს ყოვლისა, ადამიანს ანიჭებს ადამიანობას, შემოქმედებითობას და ამით ის ემსგავსება ღმერთს. მაგრამ, თუ ყველაფერი წინასწარ განსაზღვრულია, გამოდის, რომ ადამიანი ამ მთავარ თვისებას კარგავს, რომ მისი ცხოვრება დამოკიდებულია წინასწარ დაგეგმილ ქმედებებზე, მათ განზრახვაზე, გადაწყვეტილებებზე. 

– ანუ, ყველაფერი ადამიანის ქმედებებზეა დამოკიდებული?

– როგორც აღვნიშნე, ადამიანი ყველაფერს თვითუფლებრიობით აკეთებს, ესე იგი, მასში არის უნარი განზრახვაზე, ანუ, მას უნდა, ესა თუ ის საქმე გააკეთოს, მოიმოქმედოს. მაგრამ, თუ ჩვენ ისე მივუდგებით საკითხს, რომ არ არსებობს ადამიანის თვითუფლებრიობა, რომ ის არ ბატონობს საკუთარ ქმედებასა და განზრახვაზე, თუ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული, მაშინ ადამიანს არ სჭირდება განზრახულობა, რაც, სინამდვილეში, ნებისმიერი საქმის დასაწყისია. ასეთ დროს გამოდის, რომ მას არც სწავლა სჭირდება, არც გარჯა, რადგან მისი ცხოვრება ისედაც განსაზღვრულია. თუ ადამიანის ცხონება განსაზღვრულია, მაშინ აღარ ყოფილა საჭირო ძალისხმევა არც პირად ცხოვრებაში და არც ეკლესიაში. თუ წინასწარ განსაზღვრულია, რომ ადამიანი დაიბადა ცოდვილად და ის ასე იქნება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, მაშ, რაღა საჭიროა ეკლესიური ცხოვრება, ღვაწლი, ლოცვა, მარხვა?! ასეთი წარმოდგენით ის თავად კარგავს ფუნქციას და, ზოგადად, ყველაფერს ეკარგება აზრი.

– ალბათ, არასწორი მიდგომაა, როცა ამბობენ: ადამიანი თავის ბედს თვითონ არ ქმნის; რომ ღმერთი დაბადებიდანვე განსაზღვრავს, ვინ უნდა იყოს ბედნიერი და ვინ – უბედური, ვინ წარმატებული და ვინ – წარუმატებელიო... 

– რა თქმა უნდა, უფალმა ყველაფერი იცის, ის წინასწარ განაგებს ყველაფერს, მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანს არაფერს ეკითხება. თავად ადამიანი წყვეტს საკუთარ მომავალს, ცხონება-არცხონების, სწავლა-არსწავლის, მუშაობა-არმუშაობის საკითხს და, შესაბამისად, ის ჭრის და კერავს თავის მომავალს. რაც შეეხება ადამიანების ყრმობიდანვე გამორჩეულობას, ასეთი რამ არსებობს, ოღონდ, ამას ბედი ან ვარსკვლავები კი არ განაჩინებენ, არამედ, შემოქმედი, უფალი. ერთია, რომ ღმერთმა გამოარჩია ადამიანი, მაგრამ, მეორეა ის, რომ ადამიანმა თავისი ცხოვრებით, პირადი ღვაწლით შეძლო, უფლის მიერ მისი გამორჩეულობა დაედასტურებინა და ასე გაეტარებინა ცხოვრება. საერთოდ, ყველა ადამიანია ღვთისგან გამორჩეული, მაგრამ, ისინი არ ცდილობენ, ისე იცხოვრონ, როგორც გამორჩეულებმა, რადგან, ადამიანი თავისუფალია, საკუთარი თავის უფალია და მას შეუძლია, საკუთარი ქმედებებით გახდეს წმიდანი, ან, პირიქით, დაეცეს. ანუ, ადამიანი, თუნდაც უფლისგან გამორჩეული, თვითონ განაგებს საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ ვიცით, რომ 12 მოციქულში მაცხოვარმა იუდა გამოარჩია, მაგრამ მან ეს გამოწვევა ვერ გაითავისა, ვერცხლისმოყვარეობაში ჩავარდა, უფალი გასცა და თავიც მოიკლა. ასე რომ, მას შეეძლო, კარგისგან ცუდი, ან, პირიქით, კარგი გამხდარიყო. მოციქულები, სანამ დაიბადებოდნენ, მანამდე იყვნენ გამორჩეულები, მაგრამ, როგორ დაიტევდნენ ისინი ამ გამორჩეულობას, მადლს, ეს უკვე მათ პირად ნებაზე იყო დამოკიდებული და არა გარე მოვლენებზე, ბედსა და ბედისწერაზე. ერთ-ერთი მამა ამბობს: არავისზე თქვა, რომ ის ბედნიერია, რადგან, არ იცი, როგორი იქნება მისი დასასრული; არ თქვა ადამიანზე დღეს, რომ ის ცუდია, რადგან ხვალ, შეიძლება, უკეთესი გახდესო. ასე რომ, ჩვენს სვე-ბედს თვითონვე წარვმართავთ და, ამიტომ, ჩვენი ცხოვრება და მოღვაწეობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ სიკეთის ქმნისთვის, ცხონებისთვის.

– ამქვეყანად ღმერთის დაშვების, ნების გარეშე არაფერი ხდება. მაშინ რატომ უშვებს უფალი ანტიქრისტეს გაბატონებას?

– ღმერთი ამას იმიტომ უშვებს, რათა ადამიანებმა კარგად გააცნობიერონ, რომ ღმერთის გარეშე ის არაფერს წარმოადგენს. მაგრამ, რადგან კაცობრიობა თავად მივიდა უსულო, არასწორი მდგომარეობის კულმინაციამდე და საკუთარ თავში ამბობს – მე ღმერთი აღარ მჭირდება, აღარ მინდაო, სწორედ ეს იწვევს ანტიქრისტეს მოსვლას. ანუ, ადამიანზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ასეთი გამოთქმაც აქვთ წმიდანებს: ადამიანებს შეუძლიათ, დააჩქარონ ეს მოვლენები, ან, კი არ დააჩქარონ, პირიქით, გადადონ ათწლეულობით. ჩვენი ცხოვრების წესით, ამქვეყანაზე მიჯაჭვულობით, ვითხოვთ მამონას, ამქვეყნიურ მეფეს და სწორედ მაშინ მოვა ანტიქრისტე და მაცხოვარი ვეღარ პოვებს დედამიწაზე რწმენას, სარწმუნოებას. ციფრებთან, ნიშნებთან, ბეჭდებთან დაკავშირებით დღეს დიდი აჟიოტაჟია შექმნილი და, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მართლმადიდებლობა, ეს კერპთაყვანისმცემლობა უფროა. ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობს ეკლესიური, ზნეობრივი, სულიერი ცხოვრების წესით, რომელსაც ეშინია სამი ექვსიანის ან სხვა ნიშნების, თუ არ ექნება ეს ნიშნები და არ იცხოვრებს ქრისტიანულად, უფლის სათნოდ, გადარჩება კი ის?! რა თქმა უნდა, არ გადარჩება. ასე რომ, ჩვენი ზედაპირული ყურადღება არ უნდა იყოს გამახვილებული მხოლოდ ნიშნებზე. თუ ადამიანს მისგან დამოუკიდებლად ვიღაცამ პირადობაში, პასპორტში ჩაუწერა სამი ექვსიანი, ან რაღაც პროდუქტი იყიდა და იქაც წერია ეს ციფრები, მაგრამ არ იცის და იღებს, ხმარობს, ჩვენ, საერო თუ სასულიერი პირები, სამწუხაროდ, ვადებთ ბეჭედს, რომ ის უკვე ეშმაკს დამონებულია. რა თქმა უნდა, ეს არ არის სიმართლე. სოლომონი ბეგარის სახით ხალხისგან წელიწადში იღებდა 666 ტალანტ ოქროს. ერთ ტალანტში შედიოდა 42 კილოგრამზე მეტი, შესაბამისად, ეს ძალიან კოლოსალური თანხა იყო და ებრაელი მოსახლეობისთვის ძალზე მძიმე გადასახადი. ანუ, ებრაელისთვის 666 ყოველთვის იყო განსახიერება ამქვეყნიური დოვლათის, სიმდიდრის, ძლევამოსილებისა და დღესაც ასეა. ძველ არამეულ დამწერლობაში ზოგჯერ ციფრს ანაცლებდა ასო, ან – პირიქით. ასე რომ, რაღაც ციფრებით ჩვენ ვიღებდით გარკვეულ აზრს. ამ მნიშვნელობით, თუ  666-ს  სიტყვასიტყვით გადავთარგმნით, ასე გამოითქმის: „ჰამელეკ ისრაელ, ჰამელეკ ისრაელ,“ რაც ქართულდ ნიშნავს: „მეფე ისრაელისა;” ანუ, იმ მეფეზე, ცრუ მესიაზეა საუბარი, რომელიც მოვა ანტიქრისტეს სახით. აპოკალისფსის განმარტებისას წმიდა მამები წერენ: ბეჭედი შუბლზე – ეს არის ჩვენი აზრი, გონება, სულიერება, ყველაფერი, რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ და არა ის, რომ ვიღაც მოვა და 666-ს დაგვაწერს შუბლზე. ასევე, სახარებაში მარჯვენა ხელზეა ყურადღება გამახვილებული, რომელიც ყოველთვის შრომის, წვალების სიმბოლოა. როდესაც ადამიანის მარჯვენა დატვირთულია, შრომობს და ცდილობს, დააგროვოს დოვლათი ამქვეყნად, წუთისოფელში იყოს კარგად, ამას საბოლოოდ მამონასკენ მივყავართ. ასე რომ, თუ ადამიანი ამ ყველაფერს დღესვე, აქვე აკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან უკვე მიიღო ეს ნიშანი. ადამიანი, რომელიც ჰიპნოზის ქვეშ გაააკეთებს რამე ცუდს, მოკლავს ადამიანს, მას მკვლელობად არ ეთვლება, ისევე, როგორც აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი დანაშაული. თუ ადამიანი სამ ექვსიანს მიიღებს არა თავისი სინდისით, არამედ მისგან დამოუკიდებლად და ჩვენ ვამბობთ, მან უკვე სული მიჰყიდა ეშმაკსო – ეს არის საშინელება. მაგრამ, თუ ადამიანი შეგნებულად იღებს 666-ს, რა თქმა უნდა, ის ქრისტეს უარყოფს და ეს სხვა არაფერია  თუ არა ადამიანის ცხოვრების წესი. ამიტომ, ყურადღება უნდა მიექცეს იმას, როგორც ვცხოვრობთ, რით ვართ დაკავებული, რა  გვინდა და არა ციფრებს.

скачать dle 11.3