კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იოანე კრონშტადტელის მიერ აღსრულებული სასწაულები

რელიგიურ მოღვაწეთა დასში განსაკუთრებული ადგილი უკავია დეკანოზ იოანე კრონშტადტელს. მასზე ძალიან ბევრი იწერებოდა. მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა აგრეთვე სხვადასხვა ენაზე გამოცემული ბროშურები, მაგრამ, მისი სულისკვეთების ამსახველი, უპირველეს ყოვლისა, გახლავთ მისი სტატიები და ქადაგებანი; აგრეთვე, მისი ძირითადი შრომა – „ჩემი ცხოვრება ქრისტეში.” გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე მოძღვარი იყო, იგი განსაკუთრებულ მადლს ატარებდა; მას სწამდა, რომ ლოცვას მოჰყვებოდა შედეგი, რამეთუ განუყოფელია უფლის სიტყვა და საქმე.

„ყველგან მწუხარეთა მეგობარი იყო და შეჭირვებულთა ნუგეშისმცემელი, – წერს ორნატსკი, – არ ერიდებოდა არავითარ ავადმყოფობას, უშიშრად მიდიოდა კეთროვნებთან”…

მამა იოანეს შემწეობით, მისი ლოცვის ძალით სარგებლობდნენ აგრეთვე არამართლმადიდებელი ქრისტიანები და სხვა რელიგიის მიმდევრებიც – იუდეველები, მაჰმადიანები, წარმართები და არამარტო რუსეთში… ცნობილია, რომ, როდესაც მას დეპეშით შეატყობინეს ბულგარეთის პრინცის მძიმე ავადმყოფობა, სნეული პრინცი ათასი ვერსის მანძილზე განიკურნა მისი ლოცვით. მამა იოანე ბულგარეთის ორდენით იქნა დაჯილდოებული.

1892 წელს ქალაქ ვარშავაში ცხოვრობდნენ კარის მეზობლები – მართლმადიდებელი ალექსანდრე კალინინი და კათოლიკე პოლკოვნიკი იუნჩისი. მათი მეუღლეები მეგობრობდნენ. მარია იუნჩისი იმდენად მძიმედ გახდა ავად, რომ პროფესორმა ფრანცკემ რამდენიმე კვირის მკურნალობის შემდეგ განაცხადა, აღარ შეეწუხებინათ ავადმყოფი, რადგან მეორე დღეს უნდა გარდაცვლილიყო. მარია იუნჩისს მუცლის ანთებასთან ერთად განგრენაც დაეწყო – ფეხები ჯერ დაულურჯდა, შემდეგ კი მთლიანად გაუშავდა.

მართლმადიდებელმა ოჯახმა საღამოს 10 საათზე სასწრაფო დეპეშა გაგზავნა კრონშტადტში. დილით მოვიდა პასუხი: „შევთხოვე ღმერთს, ყოველივე კარგად იქნება”. ამის შემდეგ ავადმყოფი გამოკეთდა. როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ პროფესორმა ფრანცკემ შეიტყო, რაც მოხდა, განაცხადა, ეს ნამდვილი სასწაულიაო. „დიახ, სასწაულია, – უპასუხა ალექსანდრეს მეუღლემ, – ის მოახდინა ჩვენმა მამა იოანემ,” – და უამბო დეპეშის ისტორია. როდესაც ამის შესახებ გამოჯანმრთელებულმა და გაამპარტავნებულმა მარია იუნჩისმა გაიგო, ბრაზმორეულმა გამოსცრა: „როგორ, მართლმადიდებელმა ღვთისმსახურმა მიშველა? ეს სისულელეა”… ამის გამო დაირღვა ორ მეგობარ ქალს შორის მეგობრობა, იუნჩისების ოჯახი კი სულ მალე უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

მამა იოანეს მიერ განკურნებული არაერთი იუდეველი მონათლულა. ტაგანროგში ერთ ებრაულ ოჯახში ჰყავდათ მძიმე ავადმყოფი ქალი, რომლის გამოჯანმრთელებაზეც ექიმებმა  ყოველგვარი იმედი დაკარგეს. როდესაც ავადმყოფი ძალიან ცუდად შეიქნა, ექიმმა, რომელიც აგრეთვე იუდეველი გახლდათ, ხუმრობით თქვა – ახლა მთელი იმედი მამა იოანეზეაო. ექიმის ეს ხუმრობა ოჯახის წევრებმა სერიოზულად მიიღეს და იმავე საღამოს აფრინეს დეპეშა მამა იოანესთან. ავადმყოფმა მეორე დღესვე იგრძნო უკეთესობა და მალე სულ გამოჯანმრთელდა.

ხარკოვში ვოზნესენსკის მოედანზე ცხოვრობდა ცოლ-ქმარი – მიხაილ და მარია მიხაილოვსკები, ეროვნებით ებრაელები და სჯულით იუდეველნი. მათი ერთადერთი, 8 წლის გოგონა ქუნთრუშით გახდა ავად.  მედიცინა უძლური აღმოჩნდა და სასოწარკვეთილი მშობლები ბავშვის აღსასრულს ელოდნენ. ზუსტად ამ დროს, ხარკოვში ჩაბრძანდა მამა იოანე. მიხაილ მიხაილოვსკი ეტლით გაენთო ეკატერინეს მოედნისკენ. ეტლიდან რომ გადმოვიდა, აუარება ხალხში მოუხდა გზის გაკვლევა, ძლივს მიაღწია მამა იოანემდე, დაემხო მუხლებზე და გულამომჯდარმა შეჰღაღადა: „მამაო! იუდეველი ვარ, მაგრამ, შველას გთხოვ.” მამა იოანემ ჰკითხა, რა აწუხებდა. „ჩემი ერთადერთი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა მისული, შესთხოვე ღმერთს, იხსნას, გევედრები”. მამა იოანემ თავზე დაადო ხელი და თვალნი აღაპყრო ზეცად… ერთი წუთის შემდეგ კი უთხრა: „ადექ და წადი მშვიდობით”. მიხაილოვსკი კვლავ ეტლით გაეშურა შინისკენ. აივანზე მას მეუღლე ელოდა და შორიდანვე ახარა – ჩვენი გოგონა უკვე ფეხზეაო. როდესაც გოგონა სრულწლოვანი შეიქნა, მართლმადიდებლობა მიიღო და ნათლობის შემდგომ ვალენტინა დაირქვა.

აღსანიშნავია, რომ მამა იოანეს შველას სთხოვდნენ საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, იტალიიდან, ავსტრალიიდან, შვედეთიდან, ავსტრიიდან, ახალი ზელანდიიდან, იმ რწმენით, რომ მართლმადიდებელი ღვთისმსახურის ლოცვა გაჭრიდა იქ, სადაც უძლური იყო ექიმი. მათ შორის იყვნენ დიდი მედიკოსებიც, რომლებიც ცნობილი იყვნენ თავიანთი სკეპტიკური დამოკიდებულებით ლოცვისადმი, მაგრამ ღვთის განგებით, კრიტიკულ მომენტებში იძულებული ხდებოდნენ, მიემართათ მამა იოანესათვის და ეცნოთ მისი ლოცვის ძალა. ამაზე მეტყველებს თუნდაც 1901 წლის ზაფხულში მამა იოანეს სახელზე მოსული ორასზე მეტი დეპეშა.

скачать dle 11.3