კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

კაცის ცხოვრებასა და სიკვდილზე

რომელიღაც სახელმწიფოში მოქალაქეებს ძველთაგან ჰქონდათ ჩვეულება, ამოერჩიათ თავის მეფედ უცხო ქვეყნის კაცი, რომელმაც არ იცოდა მათი კანონები და ზნე-ჩვეულება, მას მისცემდნენ სრულ, შემოუსაზღვრელ უფლებას სახელმწიფოში, მაგრამ, მხოლოდ ერთი წლის ვადით. რაკი ერთი წელიწადი გავიდოდა, ისინი მოულოდნელად შეიპყრობდნენ მას, შემოძარცვავდნენ სამეფო შესამოსს და წყევლა-კრულვითა და გინებით ჩამოატარებდნენ მთელ ქალაქს, ბოლოს კი გაგზავნიდნენ უდაბურ კუნძულზე, სადაც შიშველი და მშიერ-მწყურვალი განდევნილი მეფე სულს განუტევებდა. ერთხელ იმ სამეფოში უცხოქვეყნელი ვინმე გამეფდა, კაცი გონიერი, რომელიც მომეტებულად ზრუნავდა მომავალ ცხოვრებაზე, ვინემ აწმყოზე. ისე კი არ იქცეოდა, როგორც წინანდელნი მეფენი, რომელნიც მარტო სმა-ჭამა-მხიარულებაში ატარებდნენ დროს, ის უფრო ცდილობდა, ეშოვა ბრძენი მრჩეველი და, მასთან, ერთგული მეგობარი, რომელსაც უნდა ესწავლებინა მისთვის იმ ქვეყნის კანონები და ქვეშევრდომთა ზნე-ჩვეულება. როცა მან გაიგო თავისი ქვეშევრდომების საზარელი ჩვეულება, შიშის ზარი დაეცა, მაგრამ, რადგანაც ჭკვიანი იყო, მალე მოვიდა გონზე. მან შეკრიბა ყველა ხაზინიდან ოქრო, ვერცხლი, ძვირფასი თვლები, საზრდო მოიმზადა და ყველა ესენი თავისი ერთგული მოსამსახურეების ხელით გაგზავნა ჩუმად იმ კუნძულზე, სადაც მას გააძევებდნენ ერთი წლის შემდეგ. წელიწადი მალე გავიდა, მოქალაქეები წინ აღუდგნენ მას და ისე მოეპყრნენ, როგორც სხვა მეფეებს, მაგრამ, რაკი მას მომზადებული ჰქონდა ყოველივე, რაც კი მისთვის საჭირო იყო, ის უნაყოფო და წინათ უდაბნო კუნძული მისთვის შეიქნა არა საშიშ და სატანჯველ, არამედ, განსასვენებელ და სასიხარულო ადგილად.

აი, მნიშვნელობა ამ იგავისა: სამეფო ნიშნავს წუთისოფელს, მოქალაქენი – ცუდ, დამღუპველ გულისთქმათა, რომელნიც, ატკბობენ რა ამ წუთისოფლის ცხოვრებას, ავიწყებენ კაცს მომავალ საუკუნო ცხოვრებას; წინანდელნი მეფენი ნიშნავენ ცოდვილებას, რომლებიც ცხოვრობენ უზრუნველად და უსჯულოდ და რომელთაც უეცრად ეწვევათ სიკვდილი და წავლენ საუკუნო სატანჯველში; კეთილგონიერი მეფე ნიშნავს მართალ კაცს, რომელიც მართლმსაჯულ ღმერთთან წინდაწინვე გზავნის კეთილ საქმეებს, კეთილ ცხოვრებას; ეს კეთილი ცხოვრება და კეთილნი საქმენი შუამდგომლობენ მისთვის წინაშე ღვთისა და, ამგვარად, მართალი კაცი წინდაწინვე იმზადებს ზეციურ საუნჯეს. ბრძენი მრჩეველი და ერთგული მეგობარი არის ჩვენი ჭკუა-გონება, რომელიც არჩევს კეთილს ბოროტისგან, სასარგებლოს – უსარგებლობისაგან; ერთგულნი მოსამსახურენი ნიშნავენ ჩვენს ნებას, რომელიც უარყოფს მას, რაც აძაგა გონებამ.

ჩვენც მივბაძოთ იმ კეთილგონიერ მეფეს, ანუ იმ მართალ კაცს, რომელიც მომავალ ცხოვრებაზე უმეტესად ზრუნავს, რომელიც კეთილი ცხოვრებითა და კეთილი საქმეებით იმზადებს ზეციურ საუნჯეს და ამით დავიმკვიდრებთ ზეციურ სასუფეველს.

 

 

скачать dle 11.3