კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად დადის თაკო ცქვიტინიძე ღამის 12 საათის შემდეგ და ვინ უმღერა მას დილის სამ საათზე აივანთან სერენადა

თაკო ცქვიტინიძეს თავინდან ბოლომდე შემოქმედის ცხოვრება აქვს. ის ამჟამად დაკავებულია ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში და მთლიანად ჩართულია თეატრალურ ცხოვრებაში. თუმცა, როგორც ამბობს, ეს მას ხელს არ უშლის პირად ცხოვრებაში, რადგან ზუსტად იგივე რეჟიმით ცხოვრობს მისი მეუღლე – ნიკა კუჭავა და მისი შვილი სანდრო შარაშიძე. „თბილისელები” თაკოს სწორედ თეატრში შეხვდა.

 

თაკო ცქვიტინიძე: თქვენ ახლა, ფაქტობრივად, ჩემს სახლში მობრძანდით, რადგან, ამ ეტაპზე სწორედ აქ ვცხოვრობ, ამ თეატრის კედლებში – დღე-ღამის დიდ ნაწილს აქ ვატარებ. ბედნიერი ვარ იმით, რომ სწორედ ამ თეატრში მოვხვდი. თავს მართლა ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. აქ ისეთი ადამიანები დამხვდნენ, ისეთი ჯანსაღი ურთიერთობაა კოლეგებს შორის, რომ მართლა, სამაგალითო.

– ტელევიზიაში ვერ გნახავთ?

– იქიდან გამომდინარე, რომ დროის დეფიციტი მაქვს, ამ ეტაპზე ტელევიზიაში  მოღვაწეობას ვერ ვახერხებ. თუმცა, მაქვს ჩემი პროექტი, რომელიც უკვე ფურცელზე გადატანილი და ჩამოყალიბებულია და მინდა, განვახორციელო. ტელევიზიაც ძალიან მენატრება. ვნახოთ, იმედია, ახლო მომავალში, დავუბრუნდები სატელევიზიო ცხოვრებას.

– ოჯახზეც მიამბე.

– ჩემს მეუღლეს, ნიკა კუჭავასაც, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. უამრავი გასტროლი, გუშინ ჩამოფრინდა მარჯანიშვილის თეატრი ისარაელიდან და დღეს ისევ მიფრინავენ ხორვატიაში. ნიკას დავხედრა-გაცილების რეჟიმში ვარ. მუდმივად მენატრება ქმარი, რადგან ხშირად ვერ ვახერხებთ დროის ერთად გატარებას. მაგრამ, მიმაჩნია, რომ გამიმართლა. მე და ნიკა რომ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვყოფილყავით, ალბათ, გაგვიჭირდებოდა ასეთ რეჟიმში ცხოვრება. რთულია, თეატრში შემოხვიდე ადრე, გახვიდე ღამით და ასე გაგრძელდეს ზედიზედ, თუნდაც ერთი კვირა. ყველა ქმარი ამას ვერ გაიგებს. ხანდახან, ემთხვევა, რომ ორივეს ერთი დღე გვაქვს თავისუფალი და ამ დღეს ვცდილობთ, ერთად ვიყოთ. ხან აგარაკზე მივდივართ, ხან, ორი მული მყავს და მათ ვესტუმრებით ხოლმე ან ისინი მოდიან ჩვენთან. ძირითადად, მე და ნიკა ტელეფონით და ესემესებით ვეკონტაქტებით ერთმანეთს, მაგრამ ერთმანეთის ნებისმიერი ნაბიჯი, განწყობა, თუ  სიტუაცია, ყოველთვის ვიცით. 

– რაც შეეხება სანდროს. ის სად არის როდესაც დედა და მამა თეატრში არიან?

– სანდრო ამ დროს ან სკოლაშია, (როცა სასწავლო პორცესია), ან „სუხიშვილებში” ცეკვავს და რეპეტიციაზეა. სხვათა შორის, ჩემი შვილი – სანდროც ჩაერთო თეატრალურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ მეექვსე კლასში გადავიდა, სანდრომ უკვე რიგით მეოთხე სპექტაკლში ითამაშა. მისი თეატრალური ცხოვრება 5 წლის ასაკიდან დაიწყო. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ 4 თვის ორსული ვიყავი სანდროზე, მოზარდ მაყურებელთა თეატრის სპექტაკლებში რომ ვთამაშობდი. წელს სანდრომ ითამაშა ლევან წულაძის „საშობაო ზღაპარში” და სულ ახლახან, საკმაოდ სერიოზული და მე ვიტყოდი, მთავარი – ბილის როლი, შეასრულა სპექტაკლში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, სადაც მან ნიკას შვილი განასახიერა. მამა-შვილი, მამა-შვილს თამაშობდნენ. 

– ნიკას და სანდროს ურთიერთობაზე მიამბე.

– ნიკას და სანდროს ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა აქვთ. გიჟდებიან ერთმანეთზე. უპირველესად, მეგობრები არიან (იცინის). სანდრო თავის საიდუმლოებებს ანდობს ნიკას, ნიკა კი კაცურადაც არიგებს ხოლმე. ის სანდროსთვის მისაბაძი ადამიანი, სამაგალითოა, რაც მე ძალიან მახარებს. ნიკას ძალიან დიდი ამაგი აქვს სანდროზე, ფაქტობრივად, ის ნიკას გაზრდილია.  სანდრო ძალიან გალანტურია. ჩამოყალიბებული ჯენლტმენია თავისი ხასიათითა და თვისებებით. მოკლედ, ნიკა და სანდრო ყოველთვის მაგრძნობინებენ, რომ მათ ოჯახში ერთადერთი მანდილოსანი ვარ და შეძლებისდაგვარად, მანებივრებენ კიდეც. 

– სიურპროზებს თუ გიწყობენ?

– კი, ხან ერთად მიწყობენ სიურპრიზებს, ხან – ცალ-ცალკე. ამ ბოლო დროს, მაგალითად, ნიკამ დამირეკა ღამის სამ საათზე, გადმოიხედეო. მეგონა, მანქანის გასაღების გადასაგდებად მეძახდა და აივანზე რომ გავედი, ქვემოთ ნიკა იდგა გიტარით ხელში და რუსულ რომანსს მიმღეროდა. ძალიან სასიამოვნო იყო. 

სანდროს ხშირად მოაქვს ყვავილები. თან, რაც მთავარია, თავისი ხელფასით ყიდულობს. ეს მოსწონს ძალიან.

– გასრტოლებზე ხშირად დადიხარ?

– როგორ არა, დავდივარ. ყოველი გასტოლი, უპირველესად, განტვირთვაა იმ გაგებით, რომ ქალაქიდან გადიხარ. მეორე კიდევ – გადიხარ შენს კოლეგებთან ერთად და მათ გვერდით მუშაობის პარალელურად, მხიარულადაც ატარებ დროს. 

– შენ და ნიკა, როგორც ამბობ, ხშირად ვერ ნახულობთ ერთმანეთს. ეჭვიანობის მომენტი არ აქვთ?

– მადლიერი ვარ ღმერთისა, რომ ისეთი ადამიანი შემახვედა ნიკას სახით, რომელიც აბსოლუტურად მენდობა, ვუყვარვარ, ზრუნავს ჩემზე და ანალოგიური განწყობა მაქვს მეც ნიკას მიმართ. ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვთამაშობთ სენტიმენტალურ სცენებს, ხან ვეხუტებით პარტნიორს, ხან ვკოცნით, ჩვენ ამაზე ერთმანეთთან პრობლემა არასდროს შეგვქმნია, იმიტომ რომ, მსახიობები ვართ.

– ამბობენ, ორი მსახიობის თანაცხოვრება ერთ ოჯახში საკმაოდ რთულიაო.

– მე ამას არ დავეთანხმები – ჩემი და ნიკას ურთიერთობა ამის უარყოფის საუკეთესო მაგალითია. პირიქით, წეღანაც ვთქვი, ჩვენ რომ სხვადასხვა პროფესია გვქონოდა, შეიძლება, ასე კომფორტულად არ გვეგრძნო ერთმაენთთან თავი.

– შეყვარებული თაკო და ნიკა როგორები იყვნენ, გაიხსენებ?

–  მე და ნიკა 2 წელი ვიყავით შეყვარებულები. მერე დავქორწინდით. მეოთხე წელია, ერთად ვართ. მე ვერ ვიტყვი, რომ ქორწინების შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ყოფითში გადაიზარდა ან რაღაც განელდა და შეიცვალა გრძნობებში, პირიქით. გვქონდა ძალიან ლამაზი ქორწილი და ხშირად ვამბობ, რომელიმე მრგვალ თარიღზე, სიამოვნებით გადავიხდიდით მე და ნიკა  ხელმეორედ ქორწილს-მეთქი.  

– დავიჯერო, არაფერზე კინკლაობთ?

– როგორ არა, ძალიან ბევრსაც ვკინკლაობთ, მაგრამ ჩვენი ჩხუბი და გაბუტვაც 15 წუთზე დიდხანს არ გრძელდება – ლიმიტირებულია (იცინის).

– პირველ ნაბიჯს ვინ დგამს შესარიგებლად?

– უფრო ხშირად ნიკა, მაგრამ ყოველთვის არა. კარგი ის გვაქვს ორივეს, რომ ყოველთვის შეგვიძლია, საკუთარი შეცდომა ვაღიაროთ და ვთქვათ: მე ეს შემეშალაო. თუმცა, საბედნიეროდ, სერიოზული შეცდომა არ დაგვიშვია. ყოფით, მარტივ თემებზე ვკინკლაობთ ხოლმე ძირითადად.

– ქორწილი და სამეგობრო ვახსენეთ. მეგობრებზეც მიამბე?

– დროის დეფიციტის გამო, იშვიათად ვხვდებით მათ და ძირითადად, ჩვენი შეხვედრები რეპეტიციების შემდეგ ხდება, სადღაც ღამის 12 საათის შემდეგ. დიდი სამეგორბო წრე მყავს. მართლა ძალიან მეამაყებიან ჩემი მეგობრები და მიმაჩნია, რომ ბედნიერი ვარ, ისინი რომ მყვანან. 

– დასვენებას სად გეგმავ ზაფხულში?

– დასვენებამდე დრო გვაქვს. რამდენიმე დღეში პრემიერა მაქვს, ცოტას ვნერიულობ. „მე ვხედავ მზეში” ხატიას ვთამაშობ. სულ ახლახან რუსულ ენაზე ვითამაშე  სპექტაკლში „სამეფო ძროხა”, სადაც პრინცესა განვასახიერე. მე ამ თეატრში ვარ როგორც რუსულ, ასევე ქართულ დასში.

– ასე კარგად სად შეისწავლე რუსული ენა?

– ოთხმოცდაათიანი წლების არეულობის დროს ჩემი ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. მაშინ 8 წლის ვიყავი და ფაქტობრივად, იქ გავიზარდე, იქ ვისწავლე. რომ ჩამოვედი, აქაც რუსულ სკოლაში განვაგრძე სწავლა და ბოლოს ქართულ სკოლაში გადავედი, როდესაც უკვე მივხვდი, რომ ყველაფერი დალაგდა. 

– მსახიობობა როდის გადაწყვიტე?

– რაც აზროვნება და ლაპარაკი დავიწყე, მას შემდეგ სულ მიკროფონი მეჭირა ხელში და ამაღლებულ ადგილს ვეძებდი. ჩემი აუდიენცია ძირითადად, ჩვენი სამეზობლო იყო და ყოველთვის ვიცოდი, რომ მსახიობი ვიქნებოდი. არ მიფიქრია სხვა პროფესიაზე, თუმცა, თეატრალურ უნივერიტეტში ჩაბარებამდე, დავამთავრე სასწავლო-სატელევიზიო ცენტრის ტელერეჟისურისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. ვფიქრობ, რომ აბსოლუტრად სწორი არჩევანი გავაკეთე. მიყვარს ჩემი პროფესია.

 

скачать dle 11.3