კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ კეტავდა ოთახში მარტოს ირინა ონაშვილს და რაში ავარჯიშებდა მეუღლე ნათია დუმბაძეს

ირინა ონაშვილი და ნათია დუმბაძე დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთმანეთთან ისედაც ძალიან ბევრი რამ აკავშირებთ, ცოტა ხნის წინ კი ორივე მონაწილეობდა მუსიკალურ შოუში: ირინა – „ორ ვარსკვლავში“, ხოლო ნათია – „ერთი ერთში“. საბოლოოდ, ორივემ სერიოზულ წარმატებას მიაღწია და მეგობრებმა ახალი ავტომობილები მოიგეს. 

 

ირინა: მე დავიწყე პროექტში მონაწილეობა და ნათიამაც მომბაძა. საერთოდ, ნათიასგან განსხვავებით, სიმღერის მხრივ, ჩემს თავზე ცუდი წარმოდგენა მქონდა და საკუთარ შესაძლებლობებში არ ვიყავი დარწმუნებული. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ის ვიცოდი, რომ, ზოგადად, ყველაზე მეტად სიმღერა მიყვარს. სხვა დანარჩენში, ანუ, ამ ჟანრში სიმღერას თუ შევძლებდი, ამას თუ ვიმღერებდი და ასე შემდეგ, არ ვიყავი დარწმუნებული. გუშინ ნუცა ჯანელიძემ დამირეკა – მომღერალო, როგორ ხარო. ცოტა მეხამუშება, რადგან, თავს მაინც არ მივიჩნევ მომღერლად. 

ნათია: ამ პროექტში ხომ მონაწილეობდნენ პროფესიონალები და არაპროფესიონალები... ირინა, ჩემი და, არა მხოლოდ ჩემი აზრით, მღეროდა, როგორც პროფესიონალი მომღერალი. მე მისი სულ მჯეროდა და ყოველ გამოსვლაზე ვწერდი: „მე მჯერა შენი, დაგლიჯავ, მაგრად იმღერებ...” სულ კომპლექსი აქვს, ამას იქ ვერ გავაკეთებო და, საბოლოოდ, ყველაფერს აკეთებს. 

ირინა: ზოგადად, ძალიან რთულია, ყველაფერი ერთად გააკეთო. უცხოეთში პროფესიონალ მომღერლებს ამ ყველაფრისთვის მთელი ცხოვრება აქვთ მიძღვნილი, თვეები, წლები ემზადებიან ამისთვის. ამიტომ, ჩემთვის რთული იყო, ერთად გამეკეთებინა სიმღერა და ცეკვა. პირადად მე სიმღერა უფრო მეხერხება, ვიდრე ცეკვა, თუმცა, არც ისეთი არაპლასტიკური ვარ, როგორც ზოგჯერ ამბობდნენ. უბრალოდ, ერთი პრობლემა მაქვს – ვიძაბები. კომპლექსიანი ვარ, როცა მაყურებლის წინაშე ვდგავარ – იქ ცნობილი სახეები და მომღერლები გაფართოებული თვალებით გიყურებენ და ეს ყველაფერი კომპლექსს მიჩენდა. ამიტომ, მერჩივნა, სიმღერაში არ დამეშვა შეცდომა იმის გამო, რომ სადღაც თეძო გავაქანე. მერჩივნა სიმღერა ყოფილიყო სრულყოფილი და ცეკვით არ გადამეტანა ყურადღება.

ნათია: რომ იცოდე, როგორი მოქნილი, პლასტიკურია და რაებს აკეთებს.

ირინა: ნათია ბევრად სცენიურია და სცენაზე ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. მე ბოლო კონცეტებზე უფრო მეტად გავიხსენი. თავიდან, სცენაზე რომ გავდიოდი, სიტყვები მერეოდა, გულს ყელში ვგრძნობდი, სხვებისგან განსხვავებით, ეს შინაგანი ღელვები ძალიან დიდი დოზით მქონდა.

– ერთმანეთის გულშემატკივრობას ახერხებდით? 

– კი, ოღონდ, მუნჯურად.

ნათია: ირინას პროექტი რომ დაიწყო, დაახლოებით ერთ თვეში დაიწყო ჩემი პროექტიც. ყველაზე მუნჯი გულშემატკივარი ვიყავი მე: ხელებით ვმოძრაობდი.

ირინა: სხვა მეგობრებს ეჩხუბებოდა – მიდით, იყვირეთო. თვითონ ოთხშაბათს უნდა ემღერა და ვერ კიოდა, ამიტომ, სხვები ყვიროდნენ მის მაგივრად. 

ნათია: ისედაც ისეთ დღეში ვიყავი, ისტერიულად ვნერვიულობდი. ის, რასაც მე ვაკეთებდი, ძალიან რთული იყო. თავიდან ვერც კი ვგრძნობდი, რა პროექტში ვიყავი, ამას მერე  და მერე უფრო მივხვდი და, ვფიქრობდი, რატომ დავთანხმდი-მეთქი. ძალიან ვინერვიულე, ურთულესი პროექტია, ეს არ არის მხოლოდ „გადი და იმღერე.” მთელი კვირა სხვა მომღერალი ხარ ხმით, გარეგნობით, ყველაფრით. „მასკაზე“ ღამეების გათენება მომიწია, რომ ცეკვა მესწავლა. მგონი, ამ პროექტის შემდეგ უფრო მოქნილი გავხდი. თუმცა, მიმაჩნია, რომ ყველაზე კარგად ის ნომრები გამომივიდა, სადაც ვიდექი და ვმღეროდი. 

ირინა: ნათიას მიმართ, ამ შემთხვევაში, ობიექტური ვერ ვიქნები, სუბიექტური უფრო ვარ. ამიტომ რასაც ნათია აკეთებდა, ყველაფერი მომწონდა. საოცრება რომ გააკეთოს, მაინც მომეწონება.

ნათია: ჩემი პირველი გამოსვლა, იცი, როგორი იყო? არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი, სად ვიყავი, ირინა კი მწერდა: „ბუბლი, მაგარი იყო!..” ყველა გამოსვლაზე ასე მწერდა, კარგზეც და ცუდზეც. ეს ჩემთვის დიდი სტიმული იყო.

ირინა: ჩემთვისაც ასე იყო. ზოგადად, ჩემთვის კომპეტენტური ადამიანები არიან ოჯახის წევრები, მეგობრები და, ისინი, რომ გეუბნებიან: „მიდი, მაგარი ხარ, უფრო კარგად გამოგივა.” – ეს ძალიან დიდი სტიმულია, უფრო თავდაჯერებული ხდები. რომ დამთავრდა ჩემი პროექტი, მერე უკვე ბოლომდე ჩავერთე. ნათიას დავალება გაცილებით რთული იყო, ვიდრე ჩემი, თან, როცა არანაირი შეხება არ გაქვს მსახიობობასთან. ვფიქრობ, დაუფასდა შრომა, რადგან, ძალიან მოინდომა.

– შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით, მგონი, ჰგავხართ ერთმანეთს.

ნათია: კი, ძალიან შრომისმოყვარეები და მიზანდასახულები ვართ.

ირინა: მე ამ პროექტში უფრო იმიტომ ჩავერთე, რომ ჩემს ცხოვრებას ახლა ძალიან სჭირდებოდა ცოტა ხალისი. ყველაზე დიდი სტიმული, იცი, რამ მომცა? როცა ჩვენი პედაგოგებისგან – რუსასგან, ქეთისგან, ნინოსგან ვგრძნობდი მხარდაჭერას: რუსა რომ მეუბნებოდა – ძალიან მაგარიაო; სწავლის პროცესში რომ მეუბნებოდნენ – ისეთ ბგერებს ვიჭერთ შენში, რომელიც ძალიან მოგვწონს, იშვიათიაო, – ეს ყველაფერი დიდ სტიმულს მაძლევდა. ბევრი შრომა ჩაიდო მათი მხრიდან. რამე რომ არ გამომდიოდა, ან, სიმღერის არჩევისას ვამბობდი – შანსი არ არის, მე ამას ვერ ვიმღერებ-მეთქი, რუსას ოთახში ავყავდი, მარტოს მკეტავდა და მეუბნებოდა: „მიდი ახლა!..” – და მერე ყველაფერი გამოდიოდა. 

– ნათია, შენც გკეტავდნენ ოთახში მარტოს?

ნათია: მე არ მკეტავდნენ, თვითონ ვიკეტებოდი მარტო და ღამის 2 საათამდე არ გამოვდიოდი. დილით მივდიოდი „ჯიდიესში“ და ღამით ვბრუნდებოდი. ჩემი სამთვიანი ცხოვრება ასეთი იყო: სახლი – ტელევიზია, სახლი – ტელევიზია...

– მეუღლეებიც კარგად ანერვიულეთ. 

– განსაკუთრებით ბოლოსკენ ინერვიულეს ძალიან.

ირინა: ტელევიზიაში სულ უკვირდათ, რატომ არ მოდის ლადოო. ჩვენი ტრაგედიის მერე კონცერტებზე სიარულის ხალისი აქვს-მეთქი, ვერ გეტყვი. ერჩივნა, სახლში, ტელევიზორში ენახა ჩემი გამოსვლები. ბოლოს, ფინალზე, კი უნდოდა მოსვლა, მაგრამ, მერე მითხრა, რომ ვერ გაიმარჯვო, მე დამაბრალებო. ბაჩო ბევრად უფრო იყო ჩართული, ვიდრე ლადო. უნდა გენახა, როგორ ამეცადინებდა ნათიას.

ნათია: ადელზეც მამეცადინა. ვოკალურად რა უნდა მასწავლოს ბაჩომ, სამაგიეროდ, სამსახიობო მონაცემების დამუშავებაში მეხმარებოდა. ემოცია რომ არ მოდიოდა, მეუბნებოდა: აქ უფრო მეტი ემოციაა საჭირო, აქ ხელი გაშალე, აქ ეს გააკეთე... კარგად მეხმარებოდა.

ირინა: ლადო უფრო კრიტიკული იყო ჩემ მიმართ. ისედაც არ უყვარს ჩემი ქება. რომ მივიდოდი სახლში, მეუბნებოდა, გილოცავო, მაგრამ, ყოველთვის იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც არ გამომივიდა. 

– ორივემ ავტომობილები მოიგეთ.

ნათია: ირინამ რომ მოგო ავტომობილი, „ფეისბუქზე“ წავიდა კომენტარები: აბა, შენ იცი, ირინას კვალზე წადი, შენც მანქანა უნდა მოიგოო. ეს იმდენმა დამიწერა, რომ ამისრულდა და ავტომობილი მოვიგე. ძალიან მინდოდა, მეთქვა: ბუბლი, ჩვენ, ორივემ ავტომობილი მოვიგეთ-მეთქი.  

ირინა: ნათიას პროექტთან დაკავშირებით რაც ცუდად მახსენდება, ერთადერთი, ის იყო, რომ მას ყოველდღე ვერ ვხედავდი და ამან დიდი დისკომფორტი გამიჩინა. ეს იყო საშინელება. თან, მე მასავით დაკავებული არ ვიყავი, ერთი საათი მქონდა სარეპეტიციოდ და მერე მეცალა. ნათიას განკარგულებაში კი მთელი დღე იყო მიკროფონი, დარბაზი და სარკე.

ნათია: დარბაზი არ იყო ჩემს განკარგულებაში და, დაჟინებული თხოვნის შემდეგ, რამდენიმე საათს გვითმობდნენ დარბაზს. მერე იყო: კიდევ ერთი საათი, ორი საათი და ბოლოს ისე შევაწუხე ხალხი, რომ აღარ ერეოდნენ – ეს ნათიას ოთახიაო და სულ იქ ვიყავი. ბოლოს პროექტი ძალიან გაიწელა და ისე დავიღალე, ნერვებმა მიმტყუნა. ყველა ვამბობდით, ნეტავ გაგდებაზე იყოსო. რომ დამთავრდა, ამოვისუნთქეთ. 

– აღნიშნეთ ავტომობილების მოგება და პირველი-მეორე ადგილები?

– მე დამელოდა და რომ დავამთავრე პროექტი, ჩემთან, სახლში აღვნიშნეთ ვიწრო წრეში. ანუ, ორივემ ვიკისრეთ და „დავასველეთ” მანქანები. სხვათა შორის, ირინა ძალიან კარგი მძღოლია, მე ვერ შევედრები, თუმცა, მეც კარგად დამყავს.

ირინა: მე უფრო დიდი სტაჟი მაქვს მანქანის ტარების და, ალბათ, იმიტომ. იმ დროს მანქანა არ მყავდა, მაგრამ, ინტერვიუებში არ ვამბობდი, რომ ცუდად არ გამომსვლოდა. შემოდგომაზე დაგვჭირდა, გავყიდეთ და  ხან ვისი მანქანით დავდიოდი, ხან – ვისი. ჩემს დას სასაცილო მანქანა ჰყავს, ზოგჯერ იმითაც დავდიოდი და მთელი „იმედი“ და მონაწილეები დამცინოდნენ – რითი დადიხარო. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დაემთხვა. ძალიან მიყვარს ჩემი ავტომობილი – შენი შრომით მოპოვებულს უფრო სხვა გემო აქვს. თან, ძალიან კარგი მანქანაა, ახალთახალი.

ნათია: სიუჟეტის გადასაღებად რომ მოვიდნენ, ძველი ავტომობილიდან ახალზე გადავედი. მერე, რომ აიტვირთა საიტებზე, წერდნენ: მაგარი მანქანიდან უფრო ბანძზე გადაჯდაო. არ არის ასე. ის ავტომობილი, რომელიც მივიღე, საკმაოდ ძვირად ღირებულია  და, რომლიდანაც გადავჯექი, ის ასეთი ძვირფასი არ არის. თან, მე და ჩემს მეუღლეს ერთი ავტომობილი გვყავდა და ყოველდღე ვხოცავდით ერთმანეთს: არა შენ, არა მე! გამოგიარო, გამომიარე! – და ასე შემდეგ. ჯერჯერობით არ დავდივარ ახალი ავტომობილით, მაგრამ, მალე დავიწყებ სიარულს.

 

скачать dle 11.3