კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭარბი ოფლიანობა და სახის სიწითლე გაწუხებთ? პრობლემის გადაწყვეტა მარტივად და საბოლოოდ – მხოლოდ და მხოლოდ კლინიკა „ჰერა 2011-ში”

ჭარბი ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი) თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან გავრცელებული პრობლემაა. მისი გამომწვევი მიზეზი მრავალი რამ შეიძლება იყოს, თუმცა ამჯერად ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს პრობლემის მარტივად გადაწყვეტის გზას ვასწავლით.  იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემა  დელიკატურია, ხშირად მასზე საუბარს უხერხულად მიიჩნევენ და ექიმთან ვიზიტსაც  თავს არიდებენ.  ისინი პრობლემის გადაჭრას სპეციალური დეოდორანტებით ცდილობენ, რაც მხოლოდ დროებით ეფექტს იწვევს და პრობლემა რჩება პრობლემად, რომელიც ბევრ ადამიანს ურთულებს ცხოვრებას.   ხშირად  ამას სახის სიწითლეც (ბლაშინგ სინდრომი) ემატება, რაც ასევე, არცთუ იშვიათია.   თანამედროვე მედიცინისთვის  ჭარბოფლიანობასა და სახის სიწითლესთან ბრძოლა პრობლემა აღარ არის –  კლინიკა „ჰერა 2011-ში”  ჭარბოფლიანობას მსოფლიოში ყველაზე წარმატებული მეთოდებით,  ეფექტურად, ერთხელ და საბოლოოდ  გადაჭრით. 

თუ ძლიერ გამოხატული ჭარბოფლიანობა გაქვთ, მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები არაეფექტურია, თქვენი არჩევანია კლინიკა „ჰერა 2011”!     მხოლოდ და მხოლოდ  აქ    შეძლებთ, დაემშვიდობოთ ჭარბოფლიანობას  ქირურგიული გზით!  ქირურგიული მკურნალობა ყველაზე ეფექტური და რადიკალურია ხელისგულების, იღლიების, კისრის, სახის და თავის არეში ჭარბოფლიანობის შემთხვევაში. ოპერაცია მინიმალურად მცირედინვაზიურია და მაქსიმალურ შედეგს იძლევა. პრობლემის  ქირურგიული გზით გადაჭრის  ეფექტურობის შესახებ კლინიკა „ჰერა 2011-ის” ქირურგიული სამსახურის უფროსს, ჰიპერჰიდროზის და ბლაშინგ სინდრომის მკურნალობის ცენტრის ხელმძღვანელს, ქირურგ-ენდოკრინოლოგსა და ქირურგ-ონკოლოგს, მედიცინის დოქტორს ბატონ კობა სახეჩიძეს გავესაუბრეთ.

 

- ბატონო კობა,  კლინიკა „ჰერა 2011” არის ერთადერთი სამედიცინო ცენტრი, სადაც ჭარბოფლიანობის პრობლემის გადაჭრა ქირურგიული გზით ხდება. როგორია სტატისტიკა და რამდენი ოპერაცია გაქვთ უკვე გაკეთებული საქართველოში?

– უპირველესად, მოგახსენებთ, რომ ჩვენს ცენტრში გამოიყენება  ჰიპერჰიდროზის, ანუ მომატებული ოფლიანობისა და ერითროფობიის, ანუ ბლაშინგ სინდრომის მკურნალობის ყველაზე ეფექტური და თანამედროვე კონსერვატიული მეთოდები, რაც დანერგილია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.  კომპლექსური  დიაგნოსტიკისა და ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევის შემდეგ, ხდება   პაციენტის მკურნალობის ინდივიდუალური კურსის შედგენა, რაც მხოლოდ  მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს  არ მოიცავს. ქირურგიული  ოპერაცია ყველაზე ეფექტური გზაა ამ პრობლემის ერთხელ და საბოლოოდ გადასაჭრელად მაშინ, როცა მკურნალობის  კონსევატიულ მეთოდს, ეფექტი არ აქვს. ბოლო პერიოდის სტატისტიკის მიხედვით, ჩვენთან უფრო და უფრო მეტია მსურველი, ვინც გადაწყვიტა, რომ  ჭარბოფლიანობას ქირურგიული გზით დაემშვიდობოს.  ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, მარტო საქართველოში 40-მდე ოპერაცია მაქვს გაკეთებული.   

– როგორ ტარდება ოპერაცია? როგორია მისი  ხანგრძლივობა და პოსტოპერაციის  სარეაბილიტაციო კურსი?

– არსებობს ერითროფობიის ქირურგიული მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი. თორაკოტომიური სიმპათექტომია, როდესაც ხდება სიმპათიკური ნერვის გადაკვეთა გულმკერდის გახსნით.  ეს მეთოდი დღესდღეობით ნაკლებად გამოიყენება ზედმეტი ტრავმატულობის გამო. მე წლებია, ვთანამშრომლობ ამერიკის წამყვან,  მეიოს სამედიცინო ცენტრთან,  რამაც მომცა საშუალება, ეს ოპერაციები  ჩვენთანაც გაკეთებულიყო  ყველაზე თანამედროვე – ენდოსკოპიური  მეთოდით, რაც  დღეისთვის ყველაზე გავრცელებულია. ამ მეთოდის  მიხედვით 2 ან 3, 5 მილიმეტრის  ზომის განაკვეთი კეთდება გულმკერდის ორივე მხარეს, რომელიც ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ სპეციალური გელის მეშვეობით, პრაქტიკულად, კვალს არ ტოვებს. ოპტიკური კამერით ხდება გულმკერდის ღრუს  ვიზუალიზაცია და საჭირო ნერვული ღეროს იდენტიფიცირება. სხვა ჭრილობიდან ხდება ინსტრუმენტის შეყვანა, რომლის საშუალებითაც კეთდება  ნერვის გადაკვეთა ან კლიპირება.  ოპერაცია გრძელდება 30-40 წუთის განმავლობაში და  მიმდინარეობს ზოგადი ნარკოზის ფონზე. პაციენტი  სტაციონარში რჩება 12-24 საათი, სარეაბილიტაციო კურსი პრაქტიკულად არ აქვს.  ოპერაციის შემდეგ პაციენტი იღვიძებს და აღარ აქვს არც ოფლიანობა, არც სახის სიწითლე და ეწყება ცხოვრების ახალი ერა – უხერხულობის და დისკომფორტის გარეშე.        

 P.S. „ჰერა 2011-ში” მისულებს კლინიკაში  ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, ყველასთვის საყვარელი ახალგაზრდა მომღერალი  დაგვხვდა.  თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, მის ვინაობას, რა თქმა უნდა,  არ დავასახელებთ, თუმცა  გთვაზობთ მის ისტორიას და შთაბეჭდილებას, რაც ამ კლინიკასთან არის დაკავშირებული: „ჭარბოფლიანობის გამო, ცხოვრება გამწარებული მქონდა. წარმოიდგინეთ, სცენაზე მდგომს, ან ოფიციალურ  შეხვედრაზე მყოფს, რა დისკომფორტს შემიქმნიდა უცებ დასველებული პერანგი, ოფლიანი სახე და ხელები.  რა არ ვცადე, მაგრამ ყველა გზა უშედეგო აღმოჩნდა.  შემოვიარე ყველა დერმატოლოგი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, მაგრამ პრობლემა ვერ მოვაგვარეთ. როცა შევიტყვე, რომ საქართველოშიც დაინერგა  ჭარბოფლიანობის მოცილების ქირურგიული გზა და  ეს ოპერაცია კეთდება მხოლოდ ამ კლინიკაში ბატონი კობა სახეჩიძის მიერ, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება. კომპლექსური დიაგნოსტიკის შემდეგ, რომელშიც ჩართულები იყვნენ ამ ცენტრის  თანამშრომლები:  ენდოკრინოლოგი, დერმატოლოგი, პლასტიკური ქირურგი, ფიზიოთერაპევტი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი, გამიკეთდა ოპერაცია, რომელსაც საოცარი შედეგი მოჰყვა. ამას არც ველოდი!  აბსოლუტურად გავთავისუფლდი ყველა იმ კომპლექსისა და დისკომფორტისგან,  რაც ცხოვრებას მირთულებდა.  იგივეს ვურჩევ ყველას, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს.  მადლობას ვუხდი  ბატონ კობას, ექიმთა გუნდს და კლინიკის ყველა თანამშრომელს, მაღალი პროფესიონალიზმისა და გულისხმიერებისთვის.”   

ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონებზე: 2 23 21 63; 5 57 12 82 82; 5 95 50 09 21. 

მისამართი: კლინიკა „ჰერა 2011”, დიღომი, ლუბლიანას ქ ¹5

(ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო, მეშვიდე სართული).

 

скачать dle 11.3