კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უკან – სსრკ-სკენ!

ნაბიჯით, იარ!

 

„დუმელებმა“, რომლებსაც ამ ბოლო დროს თავებში ერთმანეთის მჯობი საკანონმდებლო ინიციატივები უმწიფდებათ, ტრადიციას არც გასულ კვირას უღალატეს. ასე, მაგალითად, დეპუტატ ვინმე ევგენია ფიოდოროვას აზრით, უცხოეთში მცხოვრები ნათესავები რუსეთის ჭეშმარიტ მოქალაქეებს, რომლებიც სახელმწიფო თანამდებობებზე არიან, სუსტ წერტილად შეიძლება ექცეთ.

ამიტომაც დეპუტატი ქალბატონი მოითხოვს, რომ მათ, ვისი ნათესავებიც უცხოეთში ცხოვრობენ, რფ-ში ჩინოვნიკობა უნდა აეკრძალოთ („ვოტ ტაკ!“).

შეგახსენებთ, რომ რუსეთში უკვე მოქმედებს აკრძალვა, რის მიხედვითაც რუსეთელ ჩინოვნიკებსა და მათი ოჯახის წევრებს ეკრძალებათ უცხოეთის ბანკებში ანგარიშების ქონა. ამას გარდა, ერთი-ორჯერ იმის მცდელობაც ჰქონდათ, რომ ჩინოვნიკებისთვის უცხოეთში უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ (ჯერჯერობით არ გამოსდით!).

„დუმელი“ ფიოდოროვა საკუთარ ინიციატივას შემდეგნაირი არგუმენტით ამყარებს: „ასეთი აკრძალვა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავიცილოთ სკანდალი, რომელიც მალდივებზე აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ სახდუმის დეპუტატი სელეზნიოვის შვილის დაკავებას მოჰყვა. მსგავსი დაპატიმრებები ამერიკულ სპეცსამსახურებს შანტაჟის საშუალებას აძლევს. შესაბამისად, კადრების შერჩევისას უცხოეთში მცხოვრები ნათესავები უნდა განვიხილოთ, როგორც მოწყვლადობის ფაქტორი.“

ჩვენ არ ვიცით, დაუჭერენ თუ არა ამ ინიციატივას მხარს რუსი კანონმდებლები, მაგრამ ფრიად გაგვახარებდნენ, თუკი რფ-ის საზღვრებზე „რკინის ფარდებს“ ჩამოუშვებდნენ და იმის აქეთ მყოფებს სამუდამოდ დაგვივიწყებდნენ!  

скачать dle 11.3