თმის ცვენის განკურნების სასწაულებრივი შედეგი თბილისში
სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრი „მედალპია“, რომელიც ფიტოთერაპევტ ინგა ნიჟარაძის სახელს უკავშირდება, ჩვენი საზოგადოებისა და მკითხველისთვის უკვე საკმაოდ ცნობილია. სულ ახლახან ქალბატონმა ინგამ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და ბრიუსელში გამართულ მსოფლიო კონგრესზე (ESQR) უმაღლესი ჯილდო დაიმსახურა. თუმცა, ქალბატონ ინგას მკითხველი უმეტესად ძვლის, ხრტილოვანი სტრუქტურისა და მყესების სპეციალისტად იცნობს, ამჯერად კი ის კიდევ ერთ, თითქმის სასწაულებრივ შედეგს აღწევს დაზიანებული თმის აღდგენისა და სიმელოტის წინააღმდეგ. მისი სეანსების შემდეგ, თქვენთვის უკვე აღარ წარმოადგენს პრობლემას დამწვარი თმა, თმის ცვენა და თმის მოვლასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები.
თმის ცვენის შეჩერებასა და დაზიანებული თმის აღდგენას ინგა ნიჟარაძის უნიკალური სეანსის 3 პროცედურა სჭირდება. როგორია მისი მეთოდი: ყოველ მეოთხე დღეს პაციენტს ის მალამოს თმაში შეაზელს და 36 საათის განმავლობაში უნდა გაიჩეროს. როგორც იცით, თმას განსაკუთრებით აზიანებს შეღებვა, ქლორიანი წყალი და თმის საშრობით დავარცხნა. „მედალპიას” მალამო სრულიად აღადგენს დაზიანებულ თმას და მას 3 პროცედურის მერე, განსაკუთრებულ ბზინვარებას აძლევს. დაზიანებული თმის მკურნალობისას, ყოველი შეღებვის შემდეგ, სასურველია, ერთი წლის განმავლობაში მოხდეს სამკურნალო ნიღბის პროცედურის განმეორება. „მედალპიაში“ ასევე, ხდება დაზიანებული წარბისა და წამწამის აღდგენა, ბუნებრივი გახშირება-დაგრძელება. „მედალპიაში“ ხანგრძლივი ექსპერიმენტის შედეგად, ასევე უნიკალური, სიმელოტის მკურნალობის მეთოდი დაინერგა. ამ მეთოდს უკვე ჰყავს ათეულობით მადლიერი პაციენტი არა მხოლოდ უცხოეთში, ლონდონსა და დუბაიში, არამედ თბილისშიც. თუ თმის ცვენა ახალი დაწყებულია, მაშინ ცვენის შეჩერებასა და ახლის ამოსვლას 3 პროცედურაც უზრუნველყოფს, ხოლო უკვე დიდი ხნის სიმელოტის მკურნალობა 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. შედეგი თმის ბოლქვის აღდგენის, ადამიანის სხეულის გამოუყენებელი რესურსის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა. სიმელოტის დროს თმის ბოლქვის გარქოვანება ხდება, რასაც იწვევს წვრილი სისხლძარღვოვანი სისტემის გამტარიანობის დარღვევა. ინგა ნიჟარაძის მეთოდი მოიცავს მალამოს, რომელიც, უპირველესად, სწორედ ამ გამტარიანობას აღადგენს, რის შედეგადაც, მიიღწევა ბოლქვების გაჯანსაღება. ნაწილობრივი სიმელოტის აღდგენისთვის საკმარისია 3-თვიანი მკურნალობა, რომელიც დაახლოებით 25 პროცედურას მოიცავს. სრული სიმელოტის შემთხვევაში, სამკურნალო ფართობის მოცულობის გამო, შედეგი 4-დან 6 თვემდე მიიღწევა. ასევე, ინგა ნიჟარაძის „ჯადოსნური ხელების“ წყალობით, სულ რამდენიმე სეანსში შესაძლებელია, სახის ოვალის აღდგენა. გარკვეული ასაკის შემდეგ ადამიანებს, განსაკუთრებით კი ქალებს, მწვავედ აწუხებთ სახის ოვალის პრობლემა, რადგან სწორედ ის არის ასაკში შესვლის პირველი ნიშანი. ყველასთვის ცნობილი ბრენდები ამ პრობლემის სამკურნალოდ მხოლოდ კანსა და მის სტრუქტურაზე მუშაობენ. მაშინ, როცა ფიტოთერაპევტ ინგა ნიჟარაძის მეთოდი კუნთის აღდგენაზეა ორიენტირებული. მისი მეთოდით, მალამო ამუშავებს კუნთებს და სწორედ ამის ბაზაზე აღადგენს ოვალს, ნაოჭების ალაგება კი თავისთავად ხდება. სახის ოვალის აღდგენა 10-15 წლით აახალგაზრდავებს ადამიანს. ასე რომ, იჩქარეთ და ასაკის მატების გამო, სახის კანისა და ოვალის დარღვევები, სიმელოტე და თმის ცვენის პრობლემები, წარსულს ჩააბარეთ!
მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას
მე-2 კვარტალი. კორპუსი ¹14
მობ.: 599 077-000
ვებ-გვერდი: www.medalpia.ge