კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შევიდა ჯანეტ ქერდიყოშვილი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგში და როგორ შეძლო მან დაავადების დამარცხება

მშვენიერ „მის საქართველოს“ ჯანეტ ქერდიყოშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ ვებ-გვერდმა  The Most Beautiful Women  მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების რეიტინგში შეიყვანა, გარკვეული პერიოდის გატარება ჯერ ხარკოვში მოუწია, შემდეგ ჩეხეთში. ახლა ჯანეტი სანკტ-პეტერბურგშია, სრულიად გამოჯანმრთელებული და ახლო მომავალში თბილისში აპირებს ჩამოსვლას.

 

ჯანეტ ქერდიყოშვილი: ამჟამად სანკტ-პეტერბურგში ვარ. მანამდე, დედასთან ერთად ჩეხეთში ვიყავი. ძალიან ბევრი წამლის მიღება მომიწია და აუცილებელი იყო ორგანიზმის გაწმენდა, ამიტომ, წავედი კარლოვი-ვარში, სადაც არაჩვეულებრივი სამკურნალო წყალია. თუმცა, არ მგონია, საირმე ჩამოუვარდებოდეს. იქ დაახლოებით სამი თვე ვიყავი, დედასთან ერთად ვისვენებდი და ვმკურნალობდი. ორი თვეა, რაც პეტერბურგში ვარ, ვისვენებ. უკეთ ვარ. ახლიდან გავიკეთე გამოკვლევები, ანალიზები, ღმერთის წყალობით, ყველაფერი წესრიგშია. უბრლოდ, ახლა მამას საქმეები აქვს აქ და მეც დავრჩი. თან, ჩემი ნათესავები მოვინახულე. ყველა გავახარე ჩემი აქ ყოფნით, რადგან „მის საქართველოს“ შემდეგ არავის ვუნახივარ. ყველასთან ვიყავი, ყველა მოვინახულე. ავად რომ ვიყავი, ჩემთვის ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლებოდა და სწორი კვებაც უნდა დამეცვა. ორგანიზმს ძალები, ენერგია სჭირდებოდა. ამიტომ, წონას დიდ ყურადღებას ვერ ვაქცევდი და მოვიმატე. ახლა, რომ გავიგე, ყველაფერი წესრიგში მაქვს, ძალები მოვიკრიბე და ჩავდექი ფორმაში: გამხდარი და გალამაზებული ჯანეტი ჩამოვალ თბილისში.

– ახალ ფოტოებში ძალიან კარგად გამოიყურები. კიდევ უფრო გალამაზებული ხარ. ერთ-ერთ ფოტოში თავზე გვირგვინით პოზირებ, რა ფოტოა? 

– „დოლჩე გაბანას“ მაღაზიაშია გადაღებული. რაღაცეებს ვიზომავდი და დავინახე კაბა, რომელიც ძალიან ლამაზ მანეკენს ეცვა – ექსკლუზიური კაბა იყო, წითელი ხალიჩისთვის შექმნილი, იტალიური, ზომა – 28, 10 ათასი ევრო ღირდა. კონსულტანტმა გოგონამ მითხრა: არავის სცმია და გვაჩვენეთ, როგორ გექნებათო. ჩავიცვი, პოზიორობა დავიწყე. იმ გოგომ მითხრა: ძალიან ჰგავხარ დედოფალსო და გვირგვინიც მომიტანა. დამიმაგრეს თავზე და მერე ვთქვი, რომ „მის საქართველო“ ვიყავი. ისეთი კარგი კაბა იყო, გული დამწყდა, რომ ვერ ვიყიდე. ვხუმრობდი: პრინცს დაველოდები და ის მიყიდის-მეთქი. 

– მახსოვს, თავიდან ხარკოვში დაიწყე მკურნალობა.

– კი, ხარკოვში ვიყავი, საიდანაც მოსკოვში მივფრინავდი და უცებ გავხდი ცუდად. აღარ გამიშვეს ექიმებმა, მკურნალობის კურსი მქონდა ჩასატარებელი და ასე ვთქვათ: ჩავრჩი ხარკოვში. იქ რომ მოვრჩი მკურნალობის კურსი, რეაბილიტაციისთვის წავედი ჩეხეთში. იქ სასტუმროში ვცხოვრობდი როგორც ტურისტი და სხვადასხვა ადგილას ბევრს დავდიოდი ფეხით. დედიკოც ჩემთან ერთად იყო. იქიდან წავედით ავსტრიაში, ვენა დავალთვალიერე, შემდეგ ვიყავი ნიურნბერგში, ლონდონში. 

– ევროპული არდადეგები მოიწყვე...

– კი, ასე გამოდის. როცა არაფერს აპირებ, მერე კი, უცებ რაღაც ხდება და კარგად მთავრდება, ხვდები: ზოგი ჭირი – მარგებელია. მთავარია, ამ ყველაფერს როგორ მიუდგები. თავიდან ძალიან დავღონდი, წინ იმდენი გეგმა მქონდა... იმის მაგივრად, „მის უნივერსის“ სცენაზე გავსულიყავი, საავადმყოფოში ვიწექი – ეს ჩემთვის მორალურად ძალიან მძიმე პერიოდი იყო. მერე მივხვდი: აზრი არ ჰქონდა ნერვიულობას, საკუთარი თავისთვის უნდა მეთქვა: ჯანეტ, ასე არ შეიძლება, უარესად გახდები! შეიძლება, რაღაც გჭირდეს, მაგრამ, როცა ოპტიმისტურად ხარ განწყობილი, ეს უფრო მეტ ძალას გმატებს. ანუ, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, როგორ უყურებ ამა თუ იმ სირთულეს. „მის უნივერსზე“ სამჯერ ვაპირებდი წასვლას და არც ერთხელ არ გამოვიდა. ახლა ვფიქრობ: იამ მეოთხედ რომ მითხრას: ხომ არ წახვალო, რას ვიზამ?! მეშინია, რამე არ მომივიდეს. ისეთი რაღაც ხდება ხოლმე, რომ ხელს მიშლის იქ წასვლაში. შეიძლება, უნდა წავიდე და იქ რამე სერიოზული მოხდეს, რაც ჩემს ცხოვრებას შეცვლის. სხვადასხვა შემოთავაზება მაქვს, მაგრამ უკვე ვეღარ ვიღებ ხმას, მეშინია. ჯანმრთელობის მხრივ არაფერი მოხდება, რადგან უკვე კარგად ვარ, მაგრამ სხვა რამ არ მოხდეს. სიმართლეს გეტყვი და შეშინებული ვარ. თან, ცოტა ცრუმორწმუნეც ვარ. რომ ამბობენ „თვალი აიღოო“, მართლა ადვილად ვიღებ თვალს. ადრე ვფიქრობდი: ასეთი ძლიერიც არ ვარ, ეს არ შემიძლია... მაგრამ, ჩემი დაიკოს ამბავი რომ მოხდა, 40 დღეც არ იყო გასული, კონკურსზე წასვლა მომიწია. იქ რომ ჩავედი, მერე ვფიქრობდი: მე ეს შევძელი, ეს გავაკეთე. იქ ღამეებს ტირილში ვათენებდი, ვოცნებობდი სახლში დაბრუნებაზე, რომ ნორმალურად მეტირა. იქ შენი ემოციები არავის სჭირდებოდა. მერე, რომ ჩამოვედი  დედაჩემს, რომელიც ძალიან ცუდად იყო, მხარში დავუდექი. სიახლეებს, კარგ რაღაცეებს ვაჩვენებდი, რომ ცოტათი მაინც გადაეტანა ყურადღება და საბოლოოდ, ამის გაკეთებაც შევძელი. რა თქმა უნდა, ის დიდი ტკივილი არასდროს წავა ჩვენგან, მაგრამ ჩემი პატარა წარმატებებით დედიკოს გულს რომ ვუხარებდი, ესეც მნიშვნელოვანი იყო. ვერ ვიტყვი, რომ დედა ამის გამო გამხიარულდა, რადგან, არ მგონია, ოდესმე კიდევ იყოს მხიარული, მაგრამ ამით ცხოვრებას უფრო ვუადვილებდი. მერე, მე რომ გავხდი ცუდად, ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩავვარდით. მაგრამ, ყველაფერი სხვანაირად მივიღე, ვიფიქრე: ალბათ, ასეა საჭირო. მე მჯერა ბედისწერის და ვფიქრობ: ასე უნდა მომხდარიყო, არ უნდა წავსულიყავი არც „ვიაგრას“ და არც სილამაზის კონკურსებზე. და ამ დროს ვცდილობდი, პოზიტიური განწყობა მქონოდა, რომ დედას ძალიან არ ენერვიულა. ახლა მიხარია, რომ აღარაფერი მჭირს, წამლებსც არ ვსვამ. როგორც ამიხსნეს: ეს ყველაფერი ბევრი სტრესისა და გადაღლილობისგან იყო გამოწვეული. 

– მანდ რამე საქმე ხომ არ დაიწყე? 

– არა, ჯერჯერობით არაფერი დამიწყია. „მეხუთე არხიდან“ იყო შემოთავაზება ტელეწამყვანის ადგილზე, მანამდე რაღაც კურსებიც უნდა გამევლო. მაგრამ არ მივედი. რომ დავფიქრდი, მივხვდი: აქ თუ დავიწყებდი მუშაობას, თბილისში ვერ ჩამოვიდოდი რაღაც პერიოდი. ამიტომ, უარი ვთქვი: ეს მე დიდად არ მჭირდება. კიდევ იყო ერთი შემოთავაზება, უკრაინული არხიდან – CTB, მომწერეს, რომ მონაწილეობა მიმეღო რეალითი შოუში. აქ ძალიან პოპულარული შოუა „õîëîñòÿê“, სადაც ერთი წარმატებული, მდიდარი ბიჭი პრინცივით ირჩევს გოგონებს და იქიდან ერთი უნდა გახდეს მისი ცოლი. მოკლედ, დიდი ამბავია ამ შოუზე. ყველა მას უყურებს რუსეთში და უკრაინაში. მოკლედ, ამ არხის ქასთინგ-მენეჯერმა მომწერა: ახალ შოუს ვაკეთებთ, ოღონდ მთავარი გმირი უკვე გოგონა იქნება, რომელიც პრინცს ეძებს და გვინდა, ეს გოგონა შენ იყო. შენ ირგვლივ კი ბევრი ლამაზი, ახალგაზრდა პრინცი იქნებაო. ბოლოს ერთს აარჩევ, უცხოეთში იქნება გადაღებები და ყველაფერს ჩვენ უზრუნველვყოფთო. რაღაც საინტერესო კი არის, მაგრამ უფრო უარი ვუთხარი, ვიდრე თანხმობა. თან, ჩემს საქართველოშიც ბევრი კარგი პრინცია და მირჩევნია, აქ მოვძებნო, ვიდრე უკრაინაში. სულ ვამბობ: თუ გავთხოვდები, აუცილებლად ქართველი იქნება-მეთქი.

– გამოჩნდა უკვე შენი პრინცი? 

– ბევრი კარგი ბიჭია, წესიერი ოჯახებიდან, მაგრამ მე ჯერ რაღაც სხვანაირად ვარ. ცუდად ყოფნის პერიოდში ბევრი ადამიანი სხვანაირად დავინახე, კარგის მხრივ  – ეს ძალიან დასაფასებელია. 

– როგორი უნდა იყოს შენი პრინცი?

– ნამდვილი პრინცი უნდა იყოს. მთავარია, იყოს კარგი ადამიანი, კეთილი, მამაცი, მამაკაცურად აზროვნებდეს. კიდევ, ჩვენებურად, ქართულად აზროვნებდეს. თუნდაც, რომ ამბობენ, აზიატურად აზროვნებსო – მე ეს მომწონს. ეს ჩვენი, ქართული ტრადიციების ხიბლია და ამით განვსხვავდებით სხვა ერებისგან. მოკლედ, ქართველი პრინცი უნდა იყოს.

– ცოტა ხნის წინ The Most Beautiful Women-ის გვერდზე მსოფლიოს ლამაზი ქალების სიაში მოხვდი: შენ შესახებ გარკვეული ინფორმაცია და ფოტოებიც განათავსეს. ალბათ, ეს შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

– მეგობრებმა მითხრეს ამის შესახებ და მერე მეც დავინტერესდი. ძალიან გამიხარდა, რომ ასეთმა ცნობილმა ვებ-გვერდმა დაწერა ჩემ შესახებ. როგორც მივხვდი, ისინი ყოველწლიურად აკეთებენ რეიტინგებს და რომ ვნახე, ამ სიაში ძალიან ბევრი უკრაინელი და რუსი გოგონაა. ოღონდ არ იყო არც „მის რუსეთი“ და არც „მის უკრაინა“, მოდელები, ან წამყვანები იყვნენ. ქართველებიდან მხოლოდ მე ვიყავი და ძალიან გამიხარდა. იქ ეწერა, რომ მე საქართველოდან ვარ და სწორედ ის გამიხარდა, რომ ჩვენი პატარა საქართველოს სახელი დაფიქსირდა. კარგია, როცა მსოფლიო გაღიარებს, მაგრამ მე მირჩევნია, ჩემს ქვეყანაში ვიყო კარგად, წარმატებული და აქ ვუყვარდე ჩემს ხალხს. 

 

скачать dle 11.3