კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფრესკოს“ შესახებ

სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წლის იანვრიდან გამოჩნდა და დღეისათვის სამ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანსა და ორთაჭალაში, რომელთა საერთო ფართი ჯამში 14,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. 

„ფრესკო” მომხმარებელს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასებს, მაღალი ხარისხის მომსახურებას, კომფორტულ გარემოს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტსა და 24-საათიან მომსახურებას სთავაზობს.

 

„ფრესკოს” კორპორატიული გაყიდვების შესახებ

„ფრესკომ“ კორპორატიული მომსახურება  იურიდიულ პირებს 2013 წლიდან შესთავაზა  და დღეისთვის  დაახლოებით 500 მსხვილ ორგანიზაციასთან თანამშრომლობს.

ჩვენი  კორპორატიული გაყიდვების მომხამრებლების  სპექტრი ძალიან ფართოა. ვემსახურებით როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს, რესტორნებს, ბარებს, სასტუმროებს, სამინისტროებს, სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა დაწესებულებებს. 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ, შევუქმნათ მომსახურების სრული კომფორტი. „ფრესკოს“ ქსელში არსებული  სუპერმარკეტები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ და ნებისმიერი ორგანიზაციის წარმომადგენელს სუპერმარკეტში არსებულ კორპორატიულ სალაროსთან  შეუძლია, განახორციელოს შესყიდვა, მიიღოს შესაბამისი დოკუმენტაცია და ამისთვის დახარჯოს  მხოლოდ 10 წუთი. 

– როგორ უნდა გახდეს  ორგანიზაცია თქვენი კორპორატიული კლიენტი?

– კორპორატიული გაყიდვების სერვისით სარგებლობა  შეუძლია, ყველა იმ იურიდიულ  პირს, ვისაც სურს, მიიღოს მის მიერ შეკვეთილი ნებისმიერი პროდუქცია ოფისიდან გაუსვლელად, დაზოგოს დრო, ენერგია და რაც მთავარია, ფული.

პროცედურა საკმაოდ მარტივია: მომხმარებელი/კომპანია გვიკავშირდება და „ფრესკოსთან“  აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც არეგულირებს ანგარიშსწორებისა და მომსახურების პირობებს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი მომხმარებლისგან შეკვეთას იღებს ელექტრონული ფოსტის, ან ტელეფონის საშუალებით, ფორმირებას უკეთებს და კურიერის საშუალებით აწვდის მისთვის სასურველ ადგილას, მაქსიმუმ, 24 საათის განმავლობაში. 

– რა არის თქვენი მომსახურების უპირატესობა?

– ჩვენი უპირატესობები ძალიან თვალსაჩინოა: „ფრესკოსთან“ ურთიერთობით თქვენ იძენთ მუდმივ და სანდო პარტნიორს, რომელიც ზრუნავს თქვენზე, გიზოგავთ დროს, ენერგიას და რაც მთავარია გაძლევთ მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს. უფასო კურიერული მომსახურება, ანგარიშსწორების მოქნილი პირობები, ყველა საჭირო დოკუმენტით  უზრუნველყოფა, პირადი მენეჯერის მომსახურება – ეს ყველაფერი „ფრესკოს“ კორპორატიულ გაყიდვებს ნამდვილად განსხვავებულსა და შეუცვლელს ხდის.

– კომპანიის სამომავლო გეგმები.

– წლის ბოლომდე კიდევ სამი ახალი სუპერმარკეტის გახსნაა დაგეგმილი, საბურთალოზე (ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის კვეთა), ჩუღურეთში (ჩიქობავას ქ ¹22), ნაძალადევში (გურამიშვილის გამზირი ¹61), რომლებიც უკვე მშენებლობის პროცესშია. 

2015 წლის განმავლობაში კომპანიაში იგეგმება ქსელის კიდევ უფრო გაფართოება, რაც დამატებით 4 ახალი სუპერმარკეტის გახსნას გულისხმობს და 2015 წლის ბოლოს „ფრესკო“ ბაზარზე უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება წარმოდგენილი, რაც თავისთავად მეტ ადამიანს და ორგანიზაციას მისცემს საშუალებას გახდეს „ფრესკოს“ მომხმარებელი. 

ეს ყველაფერი კი არის საფუძველი ჩვენი განაცხადისა ვიყოთ ¹1 კომპანია საქართველოს რითეილ ბაზარზე. 

скачать dle 11.3