ღორის ხორცი ზეთისხილითა და ბოსტნეულით
საჭირო ინგრედიენტები: 400 გრამი ღორის ხორცი, 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი, 2 სადილის კოვზი კარაქი, 0,5 ჭიქა ზეთისხილი, 0,5 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 3 ღერი პიტნა, 1 ცალი სტაფილო, მარილი და პილპილი გემოვნებით, ლიმონის ნაჭრები, კიტრი და პომიდორი – გასაფორმებლად.
მომზადების წესი: ღვინოში აურიეთ მარილი, პილპილი, ზეთისხილი და პიტნის ღერები. ხორცის ნაჭერი დაჩხვლიტეთ და ჩადეთ ჯამში, დაასხით მომზადებული მარინადი და 3 საათით მაცივარში შედგით. თუჯის ღრმა ტაფაში ჩადეთ ხორცის ნაჭერი მარინადის გარეშე, დაუმატეთ კარაქი, ზეთი, მარინადიდან ამოღებული პიტნის ღერები, მთლიანი სტაფილო, ცოტა მარილი, პილპილი და დაასხით იმდენი წყალი, რომ ხორცი შუამდე დაიფაროს. ქვაბს დაახურეთ სახურავი და საშუალო ცეცხლზე დადგით. ხორცის ნაჭერი შიგადაშიგ ამოატრიალეთ. როცა წვენი დაშრება და ხორცი დარბილდება, ცეცხლს აუწიეთ და ყველა მხრიდან დაბრაწეთ. ხორცი ოდნავ შეაგრილეთ, თხლად დაჭერით და ბოსტნეულსა და ზეთისხილთან ერთად მიიტანეთ სუფრაზე.