ქათამი ლიმონით
საჭირო ინგრედიენტები: 10 ცალი ქათმის ბარკალი, 1 სადილის კოვზი ზეთი, 4 სადილის კოვზი კარაქი, 3 კბილი დანაყილი ნიორი, 1 ლიმონის ცედრა, 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 2 სადილის კოვზი დაჭრილი ოხრახუში, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: ქათმის ბარკლებს მოაყარეთ მარილი, პილპილი და 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. დიდ, ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი და ნახევარი კარაქი. გაცხელებულ ცხიმში ყველა მხრიდან შებრაწეთ ქათმის ბარკლები. ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ სახურავი და ბოლომდე შეწვით. შიგადაშიგ ამოატრიალეთ ბარკლები, რომ ყველა მხრიდან შეიწვას. დაუმატეთ დარჩენილი კარაქი, ნიორი, ლიმონის ცედრა და წვენი, ოხრახუში. ცეცხლი გამორთეთ, დაახურეთ სახურავი და ასე გააჩერეთ 5 წუთი.