თევზი მაროკოულად
საჭირო ინგრედიენტები: 700 გრამი ცხიმიანი თევზი, 150-200 გრამი სტაფილო (1 დიდი ან 2-3 მომცრო), 3 ცალი ბულგარული წიწაკა, ნახევარი წითელი, ცხარე წიწაკა, 2 ცალი პომიდორი, 10 კბილი ნიორი, ნახევარი კონა ქინძი, ნახევარი კონა ოხრახუში, ზეთი, წყალი, ლიმონი, მარილი.
მომზადების წესი: შეგიძლიათ, გამოიყენოთ თევზის ფილე. დაჭერით ის ულუფებად. სტაფილო გახეხეთ. დაჭერით წვრილად ნიორი – თითოეული კბილი 3-4 ნაჭრად. სასურველია, კერძი ცხარე გამოვიდეს, თევზს უხდება. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე და გადააცალეთ კანი. დაჭერით იმდენ ნაჭრად, რამდენი თევზის ნაჭერიც გაქვთ – თხელ რგოლებად. დანარჩენი პომიდორი კი – კუბიკებად.
მწვანილი საკმაოდ მსხვილად დაჭერით.
თევზი ორივე მხრიდან დაბრაწეთ ზეთში. მოაყარეთ ნიორი და ისიც დაბრაწეთ. მოაყარეთ სტაფილო და ერთად ჩაშუშეთ, დაუმატეთ წიწაკა, რომელსაც კუბიკებად დაჭრით. ჩაუმატეთ ასევე, კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და შუშეთ კიდევ ცოტა ხანს. უყავით ცოტა მარილი. ბოსტნეულზე ზემოდან დაალაგეთ თევზის ნაჭრები. თითოეულ ნაჭერს დაადეთ, თითო პომიდვრის „რგოლი“. მოასხით თბილი წყალი თევზის დონემდე. დაახურეთ თავსახური და შუშეთ 10-15 წუთი, საშუალო სიძლიერის ცეცხლზე. შემდეგ მოხადეთ ხუფი და გააგრძელეთ შუშვა, სანამ სითხის უმეტესი ნაწილი არ ამოშრება. ამის შემდეგ მოაყარეთ მწვანილი და ნიორი. დააფარეთ კიდევ ხუფი და ზუსტად 1 წუთის შემდეგ გამორთეთ. კერძი კარგად გააცივეთ და ისე მიირთვით. ცივი გაცილებით გემრიელია. სანამ მიირთმევთ, მოასხით გაწურული ლიმონის წვენი. გარნირად ძალიან უხდება „კუს-კუსი“ ან მოხარშული ბრინჯი.