კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

ახალწვეული ეკითხება ინსტრუქტორს.

– თუ პარაშუტი არ გაიხსნა, სათადარიგოც არ გაიხსნა, მაშინ რამდენ ხანს ვიფრენ მიწამდე?

– მთელი დარჩენილი ცხოვრება.

***

– როცა სახლში გვიან შემოვდივარ, მამა ქამრით მცემს...

– მე ვერ მცემს, როცა ქამარს იხსნის, შარვალი უვარდება და დედა მეუბნება: წადი, შვილო, ცოტა ხანს კიდევ ისეირნეო.

***

„სიმართლის დროში“ დათო გამოტყდა, რომ ცოლს ღალატობს და მილიონი მოიგო... ცოლი გაბრაზდა, მაგრამ არც კი უჩხუბია...

***

ეძებ ბედნიერებას – მიიღებ გამოცდილებას. ხანდახან ფიქრობ: აი, ბედნიერება, მაგრამ... თურმე, ისევ გამოცდილებაა.

***

ავტობუსში დუბლიონკიანი ტიპი ამოვიდა. 

– იქნებ გაგეხადათ ეგ დუბლიონკა, უფრო მეტი ადგილი იქნებოდა...

– ქალბატონო, შარვალიც ხომ არ გამეხადა, ხელისმოსაკიდებელიც გექნებოდათ...

***

ქალმა შეიცვალა ტელეფონის ყველა ნომერი, გადაცვალა ბინა სხვა უბანში, შეიცვალა სამსახური, თმაც კი შეიღება... ოღონდ მას არ ეპოვა... მაგრამ, ის არც ეძებდა.

***

ინფორმატიკის გაკვეთილზე.

– რა განსხვავებაა რკინასა და „პროგრამულ უზრუნველყოფას“ შორის?

– რკინა შეიძლება, გაღუნო. გადაადნო... „კომპიუტერულ უზრუნველყოფას“ ვერაფერს უხერხებ, გარდა გინებისა...

***

– გოგონა, რომელამდე მუშაობთ?

– 60­მდე.

***

გასაყიდად გამოვიდა ელექტროჩიპიანი ქვაბები და ტაფები, რომლებიც ნამდვილად არ იწვავს. როგორც კი ჭურჭელი მიწვას იწყებს, ავტომატურად ითიშება ინტერნეტი.

***

– გამარჯობა, რით შემიძლია, გემსახუროთ?

– თუ შეიძლება, მომაშორეთ დანარჩენი კონსულტანტები...

***

ვერასდროს იპოვი მშობლებზე კარგ მეგობარს – მხოლოდ ისინი ლაპარაკობენ შენზე კარგს სხვებთან, პირში კი ცუდზე მიგითითებენ.

***

თუ ქალმა თქვენთან გაიხადა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გენდობათ, აი... თუ უმაკიაჟოდ მოვიდა – მაშინ კი...

***

გუშინ ჩემმა ქმარმა პირდაპირ პირში მომახალა, რასაც ჩემზე ფიქრობდა... შემეცოდა, საწყალი ვისთან ცხოვრობს...

***

80 წლის ბაბუა, რომელსაც უკვე კარგა ხანია, ყურში არაფერი ესმოდა, ექიმთან მივიდა. ექიმმა უპრობლემოდ შეურჩია სასმენი აპარატი. ერთი თვის შემდეგ მოხუცი კონტროლზე ისევ მივიდა ექიმთან:

– აბა, ხომ ყველაფერი წესრიგშია, შენი ახლობლები, ალბათ, გახარებული არიან, ყველაფერი რომ გესმით...

– ო, მათთვის ჯერ არც გამიმხელია, ვზივარ და ვუსმენ. უკვე მესამედ შევცვალე ანდერძი...

***

წერილი ქმარს:

– ზური, დღეს მაგვიანდება, ბავშვი ბაღიდან შენ წამოიყვანე.

P.S. თვითონ გიცნობს.

***

ტურისტი ეკითხება ადგილობრივს.

– შეგიძლიათ დამეხმაროთ, იმ მთამდე სწრაფად როგორ უნდა მივიდე?

– გინდათ, ძაღლი ავუშვა?

***

– მამი, როგორ დავწერო – გამოჯამრთელდა თუ გამოჯანმრთელდა...

– დაწერე, არ მოკვდა.

скачать dle 11.3