კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გვიცავს ვერცხლი ცუდი ბაქტერიებისგან და რატომ ვიკიდებთ ოქროს ჯვარს „ბოღმის“ წერტილში

მინერალებს საოცარი მისტიკური და სამკურნალო თვისებები აქვს, თუმცა, მნიშვნელოვანია მათთან ურთიერთობა და მათი სწორად გამოყენება. ვერცხლიც და ოქროც ძალიან საინტერესო თვისებებით გამოირჩევა და, ამიტომ, მათ ადამიანის ყოფიერებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ამ ყველაფრის შესახებ უფრო დაწვრილებით გვესაუბრება კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი:

 

– ვერცხლიც და ოქოროც, ორივე ძალიან საინტერესო მინერალია. ვერცხლზე ისიც გამიგია, რომ ადამიანს ცუდი ბაქტერიებისგან იცავს, ანუ, ანტიბაქტერიული თვისებები აქვს. ეს შეეფერება სინამდვილეს?

– დიახ, ვერცხლს ერთი არაჩვეულებრივად საინტერესო თვისება აქვს – ცუდი ბაქტერიებისგან იცავს ადამიანს. ძველად, როდესაც ჭას თხრიდნენ, შიგ ვერცხლის ნატეხებს ყრიდნენ, რადგან, ფიქრობდნენ, რომ ის ჭას გაწმენდდა და წყალი აღარ იქნებოდა საშიში. ძველად, სახლს რომ აშენებდნენ, საძირკველში ჩაყრიდნენ ხოლმე ვერცხლს და ამ ტრადიციას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ამ დროს აუცილებლად არკვევდნენ, საიდან უნდა ყოფილიყო ქარი, საიდან უნდა წამოსულიყო სეტყვა, ღვარცოფი და, სწორედ იმ მხარეს ყრიდნენ ვერცხლს, რომელიც ამ სახლის დამცველი ხდებოდა. იმ ადგილას საძირკველი კიდევ უფრო მყარი ხდებოდა და, თავისთავად, ისე გამოდიოდა, რომ ვერცხლიც იცავდა ამ შენობას. რადგან ვერცხლი არ იყო მხოლოდ მთვარის, ამიტომ მას ანიჭებდნენ კიდევ ერთ თვისებას – ის ურთიერთობაში უნდა შესულიყო მზესთანაც. მზის დაბნელების სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის არაჩვეულებრივია,  რაც მზე მთვარის გარშემო ბეჭედივითაა და შუაში ძვირფასი თვალივით ზის მთვარე. ამიტომაც დაიწყეს ოქროთი ვერცხლის ძალიან საინტერესო  დაფერვა და ეს არ იყო სიმდიდრის მაუწყებელი, ეს იყო მთვარისა და მზის ერთობა. თუ დაკვირვებიხართ, არის თასები, რომლებიც შიგნიდან მოოქრულია, ხოლო გარედან – მოვერცხლილი. როდესაც თასით შევსვამთ სასმელს, ზედა ტუჩი შეეხება ოქროს, ხოლო ქვედა – ვერცხლს; ანუ, იმ ადგილს, სადაც ადამიანს გემოვნებითი კატეგორიები აქვს და შეიგრძნობს მჟავეს, მწარეს, ტკბილს – ვერცხლი უნდა ეხებოდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შავი ვერცხლიც არსებობს, რომელიც ერთ-ერთი უძვირფასესი ლითონია და მას განსაკუთრებული თვისებები გააჩნია. მღვდლები ხშირად ატარებენ ვერცხლის ჯვარს, თუმცა, უფრო მაღალმა კატეგორიამ შეიძლება ატაროს ოქროს ჯვარი. არ მინდა, ვიღაცას ეგონოს, რომ, რადგან ის მაღალ საფეხურზე დგას, ამიტომ ატარებს ოქროს ჯვარს, უბრალო მღვდელი კი – ვერცხლისას. საქმეც ისაა, რომ მათ სხვადასხვა ფუნქცია აქვთ ნაკისრი. მღვდელი ბევრ ადამიანს ხვდება, შველის, მის საწუხარს იგებს, იზიარებს. აქ მინდა, პატარა გადახვევა გავაკეთო: მინახავს ნატვრის ხე, რომელზეც ნაჭერია შებმული. ადამიანები, რატომღაც‚ მათ სწორად ირჩევენ. არ ვიცი, ამას გუმანით აკეთებენ თუ ვინმე სპეციალურად არჩევს, უბრალოდ, ისინი ნატვრის ხეს იქ ირჩევენ, სადაც დადებითი ზონაა. როდესაც ჩემი აპარატურით გავზომე, ეს ხეებიც დადებით მუხტს გამოსცემენ. მაგრამ, ხემ, რომელზეც ბევრი ნაჭერი იყო შებმული, უარყოფითი მუხტი აჩვენა, ანუ, ხემ ვერ გაუძლო ამდენი ადამიანის საწუხარს, დაიტვირთა და მეტი აღარ შეუძლია. მღვდლის ჯვარიც სწორედ  იმიტომ არის ვერცხლის, რომ მან ამდენ საწუხარს გაუძლოს – ვერცხლი ბაქტერიოციდულია და, ამ მხრივ‚ ძალიან გამძლეა. საერთოდ‚ ოქროს ჯვარს ვიკიდებთ იქ, სადაც, უხეშად რომ ვთქვა, არის ბოღმის წერტილი. როდესაც ადამიანი რაღაცაზე ნერვიულობს, განიცდის, ეს ყველაფერი იმ ადგილას აწვება და ოქრო მისთვის შეღავათია. ამ თვალსაზრისით‚ მაგალითად‚ ნათლობის დროს ოქროს ჯვრის ჩუქება, შეიძლება, ამართლებდეს... ვერცხლსაც შეუძლია, დაძველდეს და მიიღოს სხვადასხვა ფერი. რაც შეეხება შავ ვერცხლს, მისი ინტენსივობა ძალიან ძლიერია. წარმოიდგინეთ „შავი ხვრელი”, რომლის პროცესსაც დღეს შეისწავლიან. გალაქტიკური სპირალები, რომლებიც მოძრაობენ და, პრაქტიკულად, მათ ძირითადი ზამბარა ამოძრავებს მთლიანად, ეს დიდი, ცენტრალური შავი ხვრელია ჩვენთვის ხილული გალაქტიკის ფარგლებში. გარდა ამისა, ის არის ყველაფრის შემწოვი – რაც მასთან არის, ყველაფერს „მიირთმევს”. მაგრამ, ჰიპოთეზურად არსებობს ასეთივე პატარა შავი ხვრელები ზოგიერთი უჯრედში, რომელიც გამწმენდია. ეს ჯერ მისტიკურია, მაგრამ ინფორმაციულად არსებობს. აი, ის შავი ვერცხლი ამ შავ ხვრელთან პირდაპირ კავშირშია, იქაც გამწმენდის ფუნქცია აქვს – ერთად წმენდენ უჯრედს. ვერცხლი მარცხენა ხელის მინერალია, თუმცა, არ ვფიქრობთ იმაზე, ეს რას ნიშნავს. წარმოიდგინეთ პირველი ხმა, რომელსაც წარმოშობს ადამიანის სხეული – ეს არის გულის მარცხენა პარკუჭი, ანუ, პირველად ის შედის დიალოგში სამყაროსთან, კოსმოსთან. პირველ წამებში, როდესაც ჩანასახი ჩნდება, სწორედ გულის მარცხენა პარკუჭი ჩაისახება. ამ დროს არათუ ბავშვი, ჯერ გულიც კი არ არის დაბადებული. სწორედ ამ პარკუჭიდან მიდის ინფორმაცია კოსმოსში. როდესაც ადამიანი ჩაისახება, მასში პირველად იბადება გულის მარცხენა პარკუჭი და პირველი გულისცემაც იქ იწყება. ამიტომ, ძველად ჩვილ ბავშვს მარცხენა მხარეს ჰკიდებდნენ ოქროს პატარა ნაჭერს, რომ მთვარის ხელს მზე ამოეყვანა და ბავშვი ჯანმრთელი ყოფილიყო. მარცხენა ხელს თავისი მუდმივი ვიბრაცია აქვს. ქართველები ყოველთვის ამბობდნენ, რომ მარცხენა ხელი მგრძნობიარეა, რაც სულაც არ ნიშნავს სუსტს. ამიტომაც, ქალები ვერცხლის სამკაულს იკეთებდნენ მარცხენა მხარეს. თუ უძველეს ეგვიპტეში გადავინაცვლებთ, ვნახავთ, რომ იქაც მარცხენა ხელია ძვირფასეულობის, მთვარის მინერალის  მფლობელი. ვერცხლი მთვარის მინერალებში გადიოდა.  

– როგორც ცნობილია, ვერცხლს გარკვეული სამკურნალო თვისებებიც გააჩნია.

– არა მხოლოდ როგორც ბაქტერიოციდულ მინერალს, არამედ, მას აქვს სამკურნალო თვისება დამატებით კატეგორიაში. მაგალითად, ვერცხლის კოვზით სინჯავდნენ, ხომ არ იყო მოწამლული საკვები; ასევე, ვერცხლის ქვაბში უნდა ჩაგეგდო ვერცხლის ნატეხი, რომ დუღილის პროცესი ყოფილიყო სრულყოფილი. უხეში შედარებაა, მაგრამ, ვერცხლი ლაკმუსის ქაღალდივითაა – ის აჩქარებს რაღაც პროცესებს, რასაც ზოგჯერ პირდაპირი მნიშვნელობა აქვს სამკურნალო კოეფიციენტის ამაღლებაში.  არაჩვეულებრივად საინტერესო ფორმები დგება ვერცხლის კატეგორიაში, როცა ის წარმოდგენილია როგორც სიცოცხლის გამახანგრძლივებელი სიმბოლო. ეს არის ორი ოთხკუთხედის შეერთება, ოღონდ, ისე უნდა შეერთდეს, რომ მათი ზედა ჰორიზონტალი ერთ ხაზზე იყოს. პირველად რომ შეხედავთ, რომბებს დაინახავთ და თავისებური რვაკუთხედი გამოდის. როდესაც ადამიანს უჭირდა, მას სამკაულად იყენებდა თუნდაც „მზის წნულზე” ან სხვა ადგილას. თვითონ „მზის წნული” არაჩვეულებრივად საინტერესო ადგილია. როდესაც ადამიანი ფიქრობს და აზროვნებს, მას მჟავა რეაქციები უგროვდება თავის კანის ქვეშ, რომელიც შემდეგ ქვემოთ იწევს და ჩვენ ვგრძნობთ თვალების სიმძიმეს; შემდეგ იქიდანაც ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოდის. მერე ზევით ისევ აღდგება და არის ტუტოვანი, ხოლო ქვემოთ არის მჟავა. როდესაც მჟავას ვერ ერევა, ტუტოვანი მასა მცირდება და ასეთ შემთხვევაში  ადამიანი თვლემს, მუშაობის გაგრძელება ეზარება. ამავე დროს, ენერგია რომ მოიკრიბოს, ტყუილი კი არ არის ანთეოზის მითი – ის ენერგიას იწვევს ფეხებიდან. ანუ, მჟავა ჩამოდის თავიდან, ქვემოდან კი ამოდის გამახალისებელი ენერგია და მათი შეხვედრის ადგილი არის „მზის წნული”. სწორედ ამ მზის წნულში ხდება მჟავა რეაქციისა და განახლებული ენერგიის შეჯახება. თუ ენერგია მოერევა, ჩაითრევს ქვევით, გაატარებს მიწაში და ახალი სერია დაიწყება, ხოლო თუ ვერ მოერევა, მაშინ ადამიანი იწყებს მთქნარებას, თითქოს ჰაერის უკმარისობა ემართება, ოღონდ, ეს სხვანაირი ჰაერის უკმარისობაა. ასეთ შემთხვევაში, ადამიანს ოქრო ძალიან ეხმარება. იყვნენ ექსტრასენსები, რომლებსაც ძალიან ბევრი ენერგია ეხარჯებოდათ.  არსებობს ცნობა, რომ ისინი მზის წნულზე იდებდნენ ოქროს თხელ ფირფიტას და ნაკლებად გრძნობდნენ დაღლილობას. 

– როგორც ვერცხლს, ოქროსაც გააჩნია სამკურნალო და მისტიკური თვისებები? 

– ოქროს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ნევროზით დაავადებულთა სამკურნალოდ. ის‚ ვინც ნევროზით იყო დაავადებული, უნდა ჰქონოდა ოქროს თუნდაც პატარა სამი მარცვალი, რომელიც უნდა გაეკეთებინა კისერზე: ყელთან ერთი ცალი და გვერდებზე – ორი ცალი.  ოქროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან, იმავდროულად, ის უკვდავების სიმბოლოც იყო. გარდა ამისა‚ ოქროს კიდევ ერთი საინტერესო თვისება აქვს. ჩემს ბავშვობაში ასეთ ლექსს ვამბობდით: „ბები, ბები, შენ კი გენაცვლები, ოქროს სათვალეს გიყიდი, როცა დაბერდები“. ოქროს სათვალე წარმოდგენილი გვქონდა, როგორც ძვირფასი ნივთი, მაგრამ‚ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ოქრო ძალიან უხდება მხედველობას და ოქროში ჩასმული ბროლი თვალებისთვის ძალიან სასარგებლო ყოფილა. როგორც იცით, ძველად მეფეები და პატრიარქები ოქროს გვირგვინს იდგამდნენ თავზე. საბოლოოდ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ოქროს გვირგვინის ქვეშ, თმის ზედა მხარე უფრო ინარჩუნებდა სიშავეს, ვიდრე დანარჩენი თმა. საუკუნეების გამოცდილებამ მოგვიტანა, რომ ოქრო სისხლის მიმოქცევას, კაპილარებში სისხლის მოძრაობას უწყობდა ხელს და ეს თავის ზედა კანის გაჯანსაღებას იწვევდა, ამიტომაც რჩებოდა თმა შავი ფერის. ოქრო უიშვიათესი მინერალია, რომელიც თავის ტემპერატურას ინარჩუნებს. როდესაც ცხელა‚ იმ დროს ოქრო უფრო გრილია, თუ ცივა – ოქრო უფრო თბილია. ამიტომ, ვინც ოქროს ეს თვისება იცოდა, მას კბილით კი არ სინჯავდა, არამედ, ღრძილზე იდებდა და იგებდა ოქროს ტემპერატურას. ხშირად წნევიანები ოქროს სამაჯურის ნაცვლად სპილენძის სამაჯურებს ხმარობენ, რომელსაც ოქროსთან შედარებით გარკვეული უპირატესობა და გარკვეული ნაკლი აქვს. მაღალ მაგნიტურ დღეებში სპილენძი ამას ადვილად იღებს და უფრო უმატებს ადამიანს ძალას. სამაგიეროდ, ოქროს სამაჯური მუდმივად სასარგებლოდ მოქმედებს ადამიანზე და მის პოტენციურ სიძლიერეს ზრდის. მაგალითად‚ თუ ადამიანს შესაძლებლობების კოეფიციენტი აქვს 80 და ის ოქროს სამაჯურს მარჯვენა ხელზე გაიკეთებს, კოეფიციენტი 90-მდე გაეზრდება. მაგრამ, ერთი რამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: ოქრო მარჯვენა ხელის არის, ხოლო ვერცხლი – მარცხენასი. 

– ყველაზე მეტად ოქროს სამკაულების ტარება გვიყვარს. თითოეული ჩვენგანისთვის მათ სწორედ შერჩევას თუ აქვს მნიშვნელობა? 

– როდესაც ოქროში ჩასმულია სხვადასხვა მინერალი, ამ დროს მათ შორის საინტერესო „დიალოგი” დგება. სამკაულები არ არის უბრალოდ სიმდიდრე, მათ ხშირად სხვადასხვა ფუნქცია აქვთ – ისინი სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, რა თქმა უნდა, თუ სწორად არის შერჩეული. ამ სამკაულებს შორის კი უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება ოქროს. ძველად ოქრომჭედლები იყვნენ როგორც ექსტრასენსები, ასევე ეზოთერიკოსები. მათ კარგად იცოდნენ, რომ ამა და ამ ადამიანისთვის ძალიან კარგი იყო ესა და ეს მინერალი. მეტსაც გეტყვით: არის ზოგიერთი მინერალი, რომლის ჩასმა ოქროში არ არის სასურველი, უკეთესია ვერცხლში ან მელქიორში ჩაისვას. მაგრამ, არის მინერალები, რომლებიც, პირიქით, აუცილებლად უნდა ჩაისვას ოქროში, რადგან მაშინ ოქროს ძალაც ძლიერდება და იმ მინერალებისაც. ოქრო მოყვარულია ერთი-ორი მინერალის, მას ჭრელაჭრულა რაღაცეები არ უყვარს – ესეც მისი უცნაური თვისებაა. ოქროსაც უყვარს თავისი ფორმები. ჩემთან ძალიან ხშირად მოდიან და ამოწმებენ სხვადასხვა სამკაულს. არ მქონია არც ერთი შემთხვევა, ნიშნობის ბეჭედი უარყოფითი ყოფილიყოს. ყველაზე მეტად ის გამიკვირდა, რომ ერთ ცოლ-ქმარს შორის მოხდა უთანხმოება, გაიყარნენ და რომ ვნახე მათი ნიშნობის ბეჭდები, ის მაინც დადებითი იყო.  მათ რატომღაც ვუთხარი, ისე, რომ არაფერი მიფიქრია: ეს ბეჭდები იმდენად დადებითია, თქვენ აუცილებლად შერიგდებით-მეთქი. ორი თუ სამი წლის შემდეგ, მართლაც შერიგდნენ. შესაძლებელია, ისინი ოქროს ბეჭედმა შეარიგა, არაფერია გამორიცხული, რადგან, ადამიანსა და მინერალს, ადამიანსა და ბეჭედს, ადამიანსა და საყურეს შორის ყოველთვის ხდება ინფორმაციების გაცვლა. საქორწინო ბეჭედი აუცილებლად ოქროსი უნდა ყოფილიყო, რადგან მზე უნდა მიიღონ მფარველად. ოქროს სამკაული უბრალოდ არ კეთდება. უჩვეულოდ საინტერესოდ იყო გამოყენებული ოქრო ჩვენს უძველეს ხატთჭედურობაში. ის რეცეპტი, რომელსაც იყენებდნენ ქართველები‚ არის უნიკალური და ერთადერთი. სახელმწიფო მუზეუმში დღემდე შემორჩენილია ხატი, სადაც ვერცხლი დაფერილია ოქროთი და ეს ოქრო არის ძალიან ნაზი, თითქოს გაწმენდილია. ხატში კი უნდა იყოს ჩადებული უზარმაზარი ენერგია, განცდა ლოცვისა და რწმენისა.

 

скачать dle 11.3