11 ივლისს, მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" ორგანიზებით, მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა ბავშვებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი, მრვალშვილიანი ოჯახებიდან არიან.
ბავშვები მთელი დღის განმავლობაში ატრაქციონებით უფასოდ სარგებლობდნენ, დღის ბოლოს კი მათ ახლადგახსნილმა "ლაღიძის წყლებმა" უმასპინძლა.
“ ,,ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით, მთაწმინდის პარკი სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს მასპინძლობს. ბავშვები დღის განმავლობაში ატრაქციონებზე ერთობიან, ბოლოს კი მათ "ლაღიძის წყლები" უმასპინძლებს. ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება. ახლო მომავალში, "ევროპარკის" პარტნიორობით, მრავალშვილიან ოჯახში მცხოვრები ბავშვებისთვის კიდევ ერთი ლამაზი დღე მოეწყობა, რასაც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" კვლავ მხარს დაუჭერს“– განცხადა ღონისძიების ორგანიზატორმა.
აქციამ ბავშვებში უდიდესი სიხარული გამოიწვია. მათ მრავალი ატრაქციონით ისარგებლეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. ყველაზე მეტად მათი მოწონება ,,ეშმაკის ბორბალმა“ დაიმსახურა, საიდნაც დედაქალაქის ულამაზესი ხედი იშლება.
,,სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მთაწმინდის პარკი მსგავს საქველმოქმედო აქციებს ხშირად მასპინძლობს. დღეს კი მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დღე გავალამაზეთ. პარკს იუსტიციისა და სხვა სამინისტროებთან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რის შედეგადაც, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, მსჯავრდებულების შვილებს, სოციალურად დაუცველებს ვუწევთ მასპინძლობას“ - აღნიშნა მთაწმინდის პარკის მარკეტინგის მენეჯერმა, ნათია ფარცხალაძემ.
ბავშვთა ტრანსპორტირება კომპანია "თბილისის მიკროავტობუსმა" უზრუნველყო. "ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას სხვადასხვა მედიასაშუალებებმაც დაუჭირეს მხარი.
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, მომდევნო ღინისძიებას "ევროპარკი" უმასპინძლებს, სადაც ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში აკვა პარკით სარგებლობა შეეძლებათ.