აქცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015-ის” მხარდასაჭერად ბათუმში
29 ივნისს ბათუმში ჩატარდა აქცია-ფესტივალი, რომელიც ეძღვნებოდა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „თბილისი 2015-ს.” მასში მონაწილეობდნენ ქართული საზოგადოებისთვის საყვარელი და ცნობილი სახეები: ნუგზარ კვაშალი, გივი სიხარულიძე, ზურა მანაგაძე, ნუგზარ ერგემლიძე; ასევე, საუკეთესო მუსიკალური ჯგუფები: სტუდია „გვირილა,” სტუმარი ხაშურიდან – სტუდია „მულტი პულტი.” ღონისძიება გაიმართა ბათუმის ახალი, საზაფხულო თეატრის სცენაზე. შოუ-პროგრამა იყო კოსტიუმირებული, რაც ძალიან ლამაზი სანახავი იყო.
ერნა წიფურია (ანსამბლ „გვირილას” ხელმძღვანელი): განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, რომლის პატრონაჟითაც ჩატარდა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის – „თბილისი 2015-ის” მხარდასაჭერი აქცია-ფესტივალი. ღონისძიების მსვლელობის პერიოდში საზოგადოება გაეცნო ფესტივალის მზადების პროცესს. მინდა განსაკუთრებული მადლიერების გრძნობით მოვიხსენიო საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ბატონი ლერი ხაბელოვი და აჭარის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ბატონი ჯონი ცივაძე.
ნინო ჩიხლაძე (ფესტივალის წამყვანი): ძალიან მიხარია, რომ მხარდასაჭერი აქცია-ფესტივალი ბათუმის თეატრში სრული ანშლაგით ჩატარდა. მრავალი წარმატება ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს – „თბილისი 2015-ს”! დიდი მნიშვნელობა აქვს სპორტულ შემართებას როგორც ზრდასრული ადამიანების, ასევე, მოზარდებისთვის. როგორც რომაელი პოეტი ამბობს „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია...”
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის ბათუმის ახალი თეატრის ადმინისტრაციას და ყველა იმ ადამიანსა თუ ორგანიზაციას, ვინც ამ ლამაზი აქცია-ფესტივალის ირგვლივ გაერთიანდა.