ბუტერბროდი – სამეფო საჭმელი
ბუტერბროდი – სამეფო საჭმელი
ბუტერბროდის დამზადების ტექნოლოგია, არც მეტი, არც ნაკლები, კოპერნიკმა მოიფიქრა. ბუტერბროდს მილიონობით ადამიანი მიირთმევს, თუმცა მისი ისტორია მხოლოდ ერთეულებმა იციან. ვის მოუვიდა თავში პირველად აზრად, რომ პურზე კარაქი წაესვა? სწორედ იმ მომენტში, როცა ეს მოხდა, დაიბადა ბუტერბროდი. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ნიკოლაი კოპერნიკმა, სწორედ იმან, ვინც დაამტკიცა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. 1520 წელს, აპრილში, როცა კოპერნიკი ჯერ კიდევ არ იყო მედიცინით გატაცებული და მხოლოდ სწავლობდა, მისი ბიძა – ეპისკოპოსის რეკომენდაციით ოლშტინიის ციხე-კოშკის კომენდანტად დანიშნეს. დაიწყო ციხე-კოშკის ალყა ტევტონის რაინდთა ორდენის მიერ. მალე ციხის დამცველთა შორის ეპიდემიამ იფეთქა. უცნობი დაავადება მეციხოვნეებს მტერზე უარესად უტევდა. კოპერნიკმა გადაწყვიტა, რომ მათ ვიტამინები აკლდათ და მხოლოდ პური, არ იყო კარგი საკვები. გარდა ამისა, პური ხშირად უვარდებოდათ მიწაზე. იღებდნენ და ისევე ჭუჭყიანს ჭამდნენ. კოპერნიკის ვარაუდით, ესეც იყო დაავადების მიზეზი. მაშინ გადაწყვიტა, ჭუჭყი და მტვერი თვალხილული გაეხადა და პურს თხლად გადაუსვა კარაქი. ეს იყო კლასიკური ბუტერბროდი, რომლის სახელწოდებადაც, რატომღაც, გერმანული სიტყვები გამოიყენეს. ახალი საკვების გემო ძალიან ბევრს მოეწონა და მალე უზომოდ პოპულარული გახდა.
ძვირფასი სერ სენდვიჩი
ბუტერბროდი ნამდვილად ეკუთვნის თუ არა კოპერნიკს, ეს დაზუსტებული არ არის. სამაგიეროდ, კარგად ვიცით, ვის უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ გემრიელად მივირთმევთ სენდვიჩებს. ლონდონელ არისტოკრატს, ლორდ სენდვიჩს, რომელიც სახელგანთქმული და ლონდონში საყოველთაოდ ცნობილი ადმირალის – ლორდ ჯონ მონტეგიუს შთამომავალი იყო, მოუვიდა იდეა, ჰქონოდა საკვები, რომელიც სულ თან ექნებოდა, ბანქოს თამაშის დროსაც კი. ლორდი მთელ დღეებს და ზოგჯერ ღამეებსაც კი, სათამაშო მაგიდასთან ატარებდა. აზარტში შესული სასადილოდ ვერ ახერხებდა გასვლას. მან თავის მზარეულს მითითება მისცა, ერთმანეთისთვის კარაქიანი ზედაპირით შიგნით, დაედო ორი ბუტერბროდი და შუაში ყველის ნაჭერიც მოეთავსებინა. მალე ლორდის მეგობრებსაც მოეწონათ ეს იდეა და ასე გაჩნდა სენდვიჩი ძეხვით, ხორცის ნაჭრით, ბოსტნეულით... მათ ხომ ლორდისგან განსხვავებული გემოვნება ჰქონდათ. თუმცა, საკვებს მაინც ლორდის სახელი „სენდვიჩი“ ეწოდა.