კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ზაფხულში, როგორც იცით, ძალიან ბევრი მწერია, მით უმეტეს – აგარაკებზე. საშიშია თუ არა მწერისგან ძაღლის დაკბენა და რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს?

პასუხი: ფუტკრის, კრაზანისა და სხვა მწერების ერთეული ნაკბენები ჯანმრთელი ძაღლისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას არ წარმოადგენს. სიფრთხილეა საჭირო იმ შემთხვევაში, როცა ნაკბენი მრავლობითია, განსაკუთრებით – პატარა ტანის და დეკორატიულ ძაღლებში. მწერები, როგორც წესი, იკბინებიან ცხვირისა და ზედა ტუჩის მიდამოში. ნაკბენი მტკივნეულია და სწრაფად სივდება. ძაღლი ცდილობს, მოიფხანოს ნაკბენი თათებით, ან დაკბენილ ადგილს უხახუნებს საგნებს. პატარა ტანის ძაღლებში შეიმნევა მოწყენილობა, იშვიათად – ღებინება. სასწრაფოდ უნდა მოვაშოროთ ნესტარი და ნაკბენ ადგილზე დავადოთ ბამბის ტამპონი, რომელიც დასველებული იქნება არაყში, სპირტში, წყალბადის ზეჟანგში ან ბორის მჟავაში. 

კითხვა: ჩემს ლეკვს კბილების მოცვლის პერიოდი დაეწყო. ზედმეტად მონდომებულია და ყველაფერს კბილებით ეკიდება. ძალიან მეშინია, არ დაიზიანოს. იმ შემთხვევაში, თუ მაინც ვერ ავიცილეთ თავიდან დაზიანება, პირველ ყოვლისა, რა უნდა გავაკეთოთ? 

პასუხი: ეს ნაკლებად დასაშვებია, მაგრამ, თუ თქვენმა ძაღლმა კბილი დაიზიანა და სისხლდენა დაეწყო, დაზიანებულ ადგილას მაშინვე ტამპონი დაადეთ და აიძულეთ, რომ პირი დახუროს – გაუკეთეთ ალიკაპი ან ყბები მჭიდროდ აუკარით დოლბანდით. 

კითხვა: შევიძინე ჩინური ქოჩორა ძაღლი, მაგრამ თავზე თმა არ ამოუვიდა. იქნებ, მითხრათ, ეს ჯიშის არასასურველი წარმომადგენელია თუ სხვა ძაღლი მომყიდეს? ვნერვიულობ, რადგან მასში არც ისე ცოტა თანხა გადავიხადე.

პასუხი: თქვენ, ალბათ, არ იცით, რომ ჩინური ქოჩორა ძაღლის ორი ნაირსახეობა არსებობს – ბეწვიანი და ქოსა. დედ-მამიშვილებიდან, შეიძლება, ერთი ქოსა იყოს, დანარჩენი კი – ბეწვიანი. ბეწვიან ძაღლებს ძირითადად ჯიშის მომშენებლებად იყენებენ, თუმცა, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბეწვიანი ძაღლის ქოსა ძაღლთან შეჯვარებით ბევრად უფრო ჯანმრთელი ლეკვები იბადებიან, ვიდრე ქოსა ძაღლის ქოსასთან შეჯვარებით. ასე რომ, თქვენ ნამდვილად არ შეგიძენიათ ჯიშის არასასურველი წარმომადგენელი, უბრალოდ ის ჩინური ქოჩორა ძაღლის ერთ-ერთი ნაირსახეობაა.

კითხვა: მაინტერესებს ლეკვის აყვანა რა ასაკშია სასურველი?  

პასუხი: სასურველია, ლეკვი დაბადებიდან 45 დღის შემდგომ აიყვანოთ. 30 დღის ასაკამდე აუცილებელია, ლეკვი დედის რძით იკვებებოდეს. 45 დღის ასაკში კარგად ჩანს ლეკვის როგორც ანატომიური დეფექტები, ასევე, შესამჩნევია, ჯანმრთელია თუ არა ის. 45 დღის ლეკვს ადვილად შევამჩნევთ მხედველობისა და სმენის პრობლემას. გაითვალისწინეთ, რომ ლეკვი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მშიშარა.

 

скачать dle 11.3