კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყა ციპერუსი?

პასუხი: ამ მცენარის ფესვები მუდამ ტენიანი უნდა იყოს. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ბევრი წყალი სჭირდება, ამიტომ ქოთანი ღრმა ჯამში ჩადგით, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.

კითხვა: როგორ გავუხანგრძლივო სპარსულ იას ყვავილობა?

პასუხი: დამჭკნარი ყვავილები რეგულარულად მოაშორეთ და ყვავილობის პერიოდი გაუხანგრძლივდება. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, სპარსულ იას მით მეტი ტენი სჭირდება. თუ ბინაში მშრალი ჰაერია, ქოთანი სველკენჭებიან ლანგარზე დადგით და ეცადეთ, ნათელი ადგილი შეურჩიოთ.

კითხვა: რა ტემპერატურაზე ვამყოფო ლოტუსი?

პასუხი: ლოტუსისთვის საუკეთესოა ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი, თუმცა ზამთარში 5-6 გრადუსსაც აიტანს. მთელი წლის განმავლობაში კაშკაშა სინათლეზე დადგით. ეს მცენარე იტანს მზის მწველ სხივებსაც. დაბალ ტემპერატურაზე იშვიათად მორწყეთ.

კითხვა: ბინაში სპატიფილუმი მაქვს და არ ვიცი, როგორ მოვუარო. იქნებ ამიხსნათ, მცენარეს როგორი მოვლა სჭირდება, რომ ჯანასაღად იყოს?

პასუხი: ზაფხულში მცხუნვარე მზეს მოარიდეთ, ხოლო ზამთარში სინათლეზე გაიტანეთ. წელიწადის ამ დროს მცენარე იტანს მინიმუმ 16 გრადუსს. იშვიათად მორწყეთ და მიწას შეშრობა დააცადეთ. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, აქტიური ზრდის პერიოდში კი მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს.

კითხვა: როგორ მოვუარო ფალენოპსისს?

პასუხი: ფალენოპსისს სჭირდება სინათლე, ზამთარში, ყვავილობის ხელშესაწყობად, ხელოვნური განათებაც მიაშველეთ. მისთვის იდეალურია დაახლოებით 20 გრადუსი და მაღალი ტენიანობა. მოსწონს სიგრილეც – ღამით ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაბალი უნდა იყოს. ზამთარში იშვიათად მორწყეთ და სიმშრალეში ამყოფეთ, ზრდის პერიოდში კი უხვად დაუსხით წყალი. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ 5 წუთით გააჩერეთ ორქიდეებისთვის განკუთვნილ თხევად სასუქში, შემდეგ კი დაწრიტეთ. დაყვავილების შემდეგ ღერო ქვემოდან მეორე კვირტის სიმაღლეზე გადაჭერით. შეგიძლიათ, ძველი ღერო მთლიანად მოაშოროთ.

კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება ლანთანას?

პასუხი: მისთვის აუცილებელია კაშკაშა სინათლე. ამიტომ ზამთარში ყველაზე ნათელ ადგილას დადგით. სჭირდება ნორმალური ტემპერატურა. ზამთარში მინიმალური ტემპერატურაა 10 გრადუსი. თუ მცენარეს ფესვები ტენიანი აქვს, ზაფხულის სიცხესაც აიტანს. ზომიერი კლიმატის პირობებში თავს მშვენივრად გრძნობს. სუბტროპიკებში ის სარეველად იზრდება.

კითხვა: ბინაში ჩინური ვარდი მაქვს. რა რაოდენობით წყალი სჭირდება წელიწადის სხვადასხვა დროს?

პასუხი: დიდ მცენარეს ზაფხულობით რეგულარული მორწყვა სჭირდება. მიწა მუდამ ტენიანი უნდა ჰქონდეს. ზამთრობით მორწყვა შეამცირეთ და მორწყვიდან მორწყვამდე მიწას შეშრობა აცადეთ. გაზაფხულზე ნიადაგის კალიუმიანი სასუქით განოყიერება ხელს უწყობს ყვავილობას.

 

 

скачать dle 11.3