რა მოხდა ამ დღეს
7 ივლისი
1607 – პირველად აჟღერდა ინგლისის ჰიმნი – God Save the King.
1807 – ტილზიტში ნაპოლეონმა და ალექსანდრე პირველმა ხელი მოაწერეს საფრანგეთ-რუსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებას.
1937 – იაპონია თავს დაესხა ჩინეთს (და სულ მალე თითქმის მთლიანად დაიპყრო ის).
1977 – პირველად მოხდა ნეიტრონული ბომბის გამოცდა. ამ ბომბის მოქმედების შედეგად იღუპებიან მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები, ხოლო ნაგებობები და ტექნიკა უვნებელი რჩება.
8 ივლისი
1654 – ამბობენ, რომ ამ დღეს ვინმე იაკობ ბარსიმონი გემით ჩავიდა ვირჯინიაში. თურმე, ის იყო პირველი ებრაელი, ვინც ფეხი დადგა ამერიკის კონტინენტზე.
1889 – გამოვიდა ჟურნალ The Wall Street Journal-ის პირველი ნომერი.
1918 – პირველ მსოფლიო ომში ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა ერნესტ ჰემინგუეი.
9 ივლისი
1887 – ამერიკელმა ქაღალდის მაგნატმა ჯონ დიკენსონმა ერთ-ერთ ოფიციალურ მიღებაზე პირველად წარადგინა თავისი ქარხნის პროდუქცია – ქაღალდის ხელსახოცები.
1922 – ჯონ ვაისმიულერმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი: მან პირველმა გაცურა 100 მეტრი 1 წუთზე ნაკლებ დროში.
1945 – ლავრენტი ბერია გახდა საბჭოთა კავშირის მარშალი.
10 ივლისი
1547 – საფრანგეთში შედგა უკანასკნელი ოფიციალური დუელი.
1703 – პეტრე-პავლეს ციხესიმაგრის დაფუძნებით დაიწყო სანკტ-პეტერბურგის მშენებლობა.
1938 – ამერიკელმა მილიარდერმა ჰოვარდ ჰიუზმა საკუთარი კონსტრუქციის თვითმფრინავით დედამიწას 91 საათში შემოუფრინა.
1940 – საფრანგეთის ხელისუფლებაში მოვიდა პროფაშისტი ფილიპ პეტენი.
1981 – ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტში ოფიცრებს აეკრძალათ წვერის ტარება.
11 ივლისი
1700 – ბერლინში დაარსდა გერმანიის მეცნიერებათა აკადემია.
1903 – ირლანდიის ნავსადგურ კორკში შედგა თბომავლების პირველი შეჯიბრება.
1970 – გაიხსნა პირველი გვირაბი პირენეების ქვეშ, რომელმაც შეაერთა ესპანეთი და საფრანგეთი.
1971 – პიტსბურგში გაიმართა ენდრიუ ლოიდ უებერის როკ-ოპერის – „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავის“ პრემიერა.
1985 – ჟურნალ „ფლეიბოის“ ყდაზე გამოჩნდა შიშველი მადონას ფოტო.
1995 – ბოსნიელმა სერბებმა რადკო მლადიჩის მეთაურობით ქალაქ სრებლინიცაში 7 000 ადამიანი ამოწყვიტეს (ხორვატები და მუსლიმანები).
12 ივლისი
1917 – გერმანულმა ჯარებმა ბელგიაში, მდინარე იპრთან პირველად გამოიყენეს ქიმიური იარაღი.
1943 – პროხოროვკის ბრძოლა – კურსკის ბატალიის უმნიშვნელოვანესი ეტაპი. უდიდესი სატანკო შეტაკება ისტორიაში: ერთმანეთს ებრძოდა 1 500 ტანკი.
1962 – ლონდონში შედგა ჯგუფ „როლინგ სტოუნზის“ პირველი კონცერტი.
13 ივლისი
1260 – დურბეს ბრძოლაში ლიტველებმა გაანადგურეს ლივონიის ორდენის გერმანელი რაინდები. ამ ბრძოლის შემდეგ ლიტვის სამთავრო დამოუკიდებელი გახდა.
1897 – გულიელმო მარკონიმ მიიღო პატენტი რადიოზე.
1908 – ლონდონში გაიხსნა მეოთხე ოლიმპიური თამაშები, სადაც პირველად მიიღეს მონაწილეობა ქალებმა.
1930 – მონტევიდეოში (ურუგვაი) გაიხსნა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატი ფეხბურთში.
1947 – პარიზში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს „მარშალის გეგმა“, რომელიც დასავლეთ გერმანიის აღორძინებას ითვალისწინებდა.
1973 – გამოვიდა ჯგუფ „ქუინის“ პირველი ალბომი – QUEEN I.