კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოკლა ინვალიდმა მამაკაცმა ყასაბი მეგობარი

წარსულში გაუპატიურებისთვის და ქურდობისთვის ნასამართლევ მამაკაცს, რომელიც კრიმინალური დანაშაულის შედეგად გახდა მეორე ხარისხის ინვალიდი, 56 წლის ანზორ ბ-ძის მკვლელობისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 

52 წლის  მიხეილ ც-ძე მარტოხელა იყო. პირველი სასჯელი ახალგაზრდობაში მოიხადა, როდესაც ის  ღვინის ქარხანაში ქურდობის ფაქტზე დააკავეს. მიხეილ ც-ძემ შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა – მესამე სართულიდან გადახტა, რა დროსაც ფეხი ისე დაიზიანა, რომ მოკვეთა გახდა საჭირო. ხეიბრად დარჩენილმა ნაცვლად ხუთი წლისა, ციხეში ორი წელი და სამი თვე გაატარა – ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. მან სახელმწიფოს გადაუხადა ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალი – რაიონულ ცენტრში არსებული თავისი კუთვნილი ბინა  გაყიდა და სააგარაკე ნაკვეთში გადავიდა საცხოვრებლად, მეორე მძიმე დანაშაული მან მოგვიანებით ჩაიდინა. ნაცნობი მამაკაცის მეუღლე გააუპატიურა, რის გამოც ისევ ციხეში მოხვდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი კვლავ იძულებული გახდა, შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი. 

მეორე პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, მიხეილ ც-ძეს ძველმა ნაცნობმა, ანზორ ბ-ძემ, საქმეში თანამშრომლობა სთხოვა.  ანზორი საკოლმეურნეო ბაზარში ხორცით ვაჭრობდა და მიხეილ ც-ძეს შესთავაზა, რომ  დახმარებოდა ღორების გაზრდაში და მისთვის იმ ეზოს ფართი დაეთმო, სადაც ის საცხოვრებლად გადავიდა. ორი მამაკაცის საქმიანი ურთიერთობა ორი წელი გაგრძელდა, ამის შემდეგ კი მათ შორის შავმა კატამ გაირბინა: ანზორ ბ-ძემ მიხეილ ც-ძე ფულის გამოძალვასა და მოტყუებაში  დაადანაშაულა  და პარტნიორს დიდი უსიამოვნებით დაშორდა. ამ ინციდენტიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მათ შორის ყველანაირი ურთიერთობა შეწყდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, მკვლელობამდე ერთი თვით ადრე საბედისწეროდ განახლდა.

საქმის მასალებით ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ც-ძე ყოფილ საქმიან პარტნიორს შემთხვევით გადაეყარა რაიონული ცენტრის ბაზარში. მიხეილ ც-ძემ, მიაგნო რა ყოფილი მეგობრის სამუშაო ადგილს, მას მეორედაც ეწვია. ამჯერად მათმა შეხვედრამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, უფრო მეტიც, ანზორ ბ-ძემ მიხეილს შესჩივლა: იმ პერიოდში, რაც არ მინახავხარ, ცოლი გარდამეცვალა და მეც შენსავით მარტო დავრჩი. მერე სახლიდან წამოვედი და, შვილების პროტესტის მიუხედავად,  მეგობარი ქალი გავიჩინეო.   მიხეილმა  ანზორი მეგობარ ქალთან ერთად თავისთან მიიწვია, რის შესახებაც გამოძიებისთვის ანზორ ბ-ძის მეგობრის, მარინა მ-შვილისგან გახდა ცნობილი. მის მიერ მიცემული ჩვენების მიხედვით, მიხეილთან სტუმრად მისულებს მასპინძელი არყით გაუმასპინძლდა. 

ამონაწერი მარინა მ-შვილის ჩვენებიდან: „ანზორი ძალიან დათვრა, საერთოდ დაკარგა თავის  კონტროლი. მიხეილმა ამით ისარგებლა და სქესობრივი კავშირის დამყარება შემომთავაზა და ამის მცდელობაც ჰქონდა. მე ნაცნობ ტაქსის მძღოლს დავურეკე და ვთხოვე, რომ ჩემს წასაყვანად მოსულიყო. მთვრალი ანზორი იქ დავტოვე და წავედი. მეორე დღეს დილიდან ველოდი, მაგრამ არ გამოჩნდა და ჩავთვალე, რომ ისევ მთვრალი იყო. ღამითაც რომ არ დაბრუნდა, დილიდან ბაზარში მივაკითხე, სადაც მისმა ნაცნობებმა მითხრეს, მეორე დღეა, არ გამოჩენილაო.  ამის შემდეგ ანზორის მოძებნა მიხეილთან გადავწყვიტე. საღამო იყო, როცა მასთან მივედი. ნასვამი იყო და  ხალისიანად შემხვდა. როცა ვკითხე, ანზორი სად არის-მეთქი, ძალიან გაიკვირვა – დილას დავემშვიდობე და მისი არაფერი ვიციო. სახლშიც შემიპატიჟა, მაგრამ მე მალე გამოვბრუნდი უკან. ეჭვი ნამდვილად არაფერზე გამჩენია, უფრო მეტიც, მიხეილი ისე შემხვდა, როგორც დიდი ხნის ნაცნობს.“ 

 მარინა მ-შვილმა ანზორ ბ-ძის გაუჩინარების შესახებ მის ვაჟიშვილს შეატყობინა, მაგრამ მათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და  დაკარგული მამის ძებნა არ დაუწყია. ზუსტად იმ პერიოდში, სოფლის ფერმაში მომხდარი ისტორია გახმაურდა. ანზორ ბ-ძის გაუჩინარებიდან სამი დღის შემდეგ, სოფლის ფერმაში ერთ-ერთმა გლეხმა ტომარაში გახვეული გვამი იპოვა, რომელიც ღორებს დაეგლიჯათ.  გვამისგან დარჩენილი სხეულის ნაწილები  საშინელი  სანახავი იყო. შეშინებულმა მამაკაცმა მთელი სოფელი შეყარა; მომხდარი ფაქტი ცნობილი გახდა სამართალდამცველებისთვისაც. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებითა და გვამის სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ გარდაცვლილი ანზორ ბ-ძე იყო. სამართალდამცველებმა მარინა მ-შვილის დაკითხვის შემდეგ დაკითხეს მიხეილ ც-ძეც, რომელმაც დაადასტურა, რომ ანზორ ბ-ძემ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ღამე მასთან გაატარა, მაგრამ, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდა მას შემდეგ,  რაც მეორე დილით ანზორმა მისი სახლი დატოვა.         

 ცალფეხა მამაკაცის დადანაშაულება სასტიკ მკვლელობაში  ძალიან მძიმე ბრალდება იყო, მით უფრო რომ ინვალიდი მიხეილ ც-ძე ფიზიკურად ბევრად უფრო სუსტი იყო და მასთან ფიზიკური დაპირისპირება ანზორ ბ-ძის სასარგებლოდ უნდა დასრულებულიყო. გამოძიებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა იმ მოწმის ჩვენება, რომელიც მიხეილ ც-ძის სახლთან ახლოს ცხოვრობდა და რომელმაც დაინახა, თუ როგორ წვავდა მამაკაცი თავის ეზოში ტანსაცმელს, რაზეც მოგვიანებით მან მეზობელს უთხრა, ძველი ტანსაცმელი მოვიშორე თავიდანო. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მან თავიდან მოიშორა სისხლიანი ტანსაცმელი, რომელზეც სასტიკი მკვლელობის კვალი იყო დარჩენილი. მიხეილ ც-ძე თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, მის წინააღმდეგ მოპოვებული სამხილებისა და მტკიცებულებების შემდეგ მან აღიარა, რომ, ანზორ ბ-ძე, რომელთანაც წლების წინ ჰქონდა დაწყებული უსიამოვნება, იმ ღამეს შურისძიების ნიადაგზე სწორედ იმ დანით მოკლა, რომლითაც წლების წინ ისინი ერთად კლავდნენ ღორებს. როგორც დაკავებულმა მიხეილ ც-ძემ განაცხადა, ანზორ ბ-ძეს ის არ აპატია, რომ წლების წინ საქმიდან ჩამოიშორა და ულუკმაპუროდ დატოვა. ბრალდებულისგან ცნობილი გახდა მკვლელობის დეტალებიც: მიხეილ ც-ძის განცადებით, ჩხუბი ღამით გაღვიძებულ და გამოფხიზლებულ ანზორთან მოუხდა, რის შემდეგაც მასპინძელმა მას ისევ დაალევინა არაყი და მთვრალს ჯერ ყელი გამოჭრა, შემდეგ კი მის სხეულს ტომარა შემოახვია და, სახლიდან რომ მოეშორებინა, ურიკით ჩაიტანა ახლოს მდებარე ფერმაში, სადაც ადრე  თვითონ მუშაობდა. „გვამი ისეთ ადგილას დავმალე, სადაც ღორები არ შედიან, რადგან, მეორე დღეს გვამის ხევში გადაგდება მინდოდა, მაგრამ, სასმელს გადავყევი და ეს საქმე გადავდე. გვამი საკვების საცავში მქონდა გადამალული და, არ მეგონა, იქ თუ ვინმე მიაგნებდა, მაგრამ, ჩემს მეზობელს, ვინც პირუტყვს კვებავდა, ღორები საცავში შეეპარნენ, სადაც მან გვამს მიაგნო”, – განაცხადა განსასჯელმა სასამართლო პროცესზე. მას ჩადენილი დანაშაულის გამო სინანული არც უფიქრია; შესაბამისად, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მიერ გამოცხადებული სასჯელის ვადა და მიხეილ ც-ძეს ჩადენილი სასტიკი დანაშაულისთვის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.      

 

скачать dle 11.3