კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: გაგებული მაქვს, რომ თმას ოქროსფერს ხდის გვირილის ნაყენი. მაინტერესებს, როგორ უნდა დავამზადო და აქვს თუ არა ხანგრძლივი ეფექტი?

პასუხი: გვირილის ნაყენი არა მარტო ოქროსფერ ელფერს აძლევს თმას, არამედ, ამაგრებს თმის ძირებს და აქრობს ქერტლს.

ნაყენი დაამზადეთ შემდეგნაირად: 3 ლიტრ წყალში ჩაყარეთ 300 გრამი გვირილის ყვავილი (ხმელი ან ნედლი) და თავდახურულ ჭურჭელში მიიყვანეთ ადუღებამდე, ასევე თავდახურული გააჩერეთ გაგრილებამდე, შემდეგ კი დოლბანდში გადაწურეთ, რომ ნამცეცები არ გაჰყვეს. ამ ნაყენიდან 1 ლიტრი გახსენით დაახლოებით 7-8 ლიტრ წყალში და იმ წყლით ჩვეულებრივად დაიბანეთ თავი, დარჩენილი ნაყენიდან ამოიღეთ 1 ჩაის ჭიქა და თმაზე გადაივლეთ (დანარჩენი, შეგიძლიათ, შეინახოთ შემდეგი დაბანისთვის).

ეფექტი გრძელდება დაბანიდან დაბანამდე. გვირილის ნაყენით რამდენიმე დაბანის შემდეგ კი შედეგის ხანგრძლივობა იზრდება.

კითხვა: როგორ მოვუარო კანს თვალების გარშემო, რომ ნაადრევი ნაოჭები არ გამიჩნდეს?

პასუხი: კანმა თვალების გარშემო ხანგრძლივად რომ შეინარჩუნოს სილამაზე და ახალგაზრდობა, აუცილებელია, რეგულარულად გაიკეთოთ სპეციალური ნიღბები და კომპრესები. ამისთვის, შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც სპეციალური, ისე შინაური საშუალებები.

თვალების გარშემო კანი განსაკუთრებით ნაზი და მგრძნობიარეა. ნაადრევი ნაოჭები რომ არ გაგიჩნდეთ, უნდა გაიკეთოთ ნიღაბი, რომელიც გააუმჯობესებს ქუთუთოებში და თვალების გარშემო კანში სისხლის მიმოქცევას. გთავაზობთ ორნაირი ნიღბის რეცეპტს:

1) 1 პატარა კონა ოხრახუში ღერებიანად წვრილად დაჭერით და ხელით ასრისეთ, რომ წვენი გამოუვიდეს. შეურიეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და მიღებული მასა სქლად წაისვით ქუთუთოებზე. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით და შემშრალებისთანავე გადაისვით თვალებისთვის განკუთვნილი მკვებავი გელი.

2) 1 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი მოხარშეთ კანიანად. მერე გაფცქვენით, კარგად ჩასრისეთ და შეაზილეთ 1 ჩაის კოვზი არაჟანი და 1 ჩაის კოვზი ახალგამოწურული კიტრის წვენი. მიღებული მასა წაისვით ქუთუთოებზე და თვალების გარშემო. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით და გადაისვით თვალის გელი.

ორივე ნიღბის გაკეთების დროს, სასურველია, წამოწვეთ და თვალები დახუჭოთ – კანი ასე უკეთ შეიწოვს საჭირო ნივთიერებებს.

 

 

скачать dle 11.3