კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი საკვები უნდა ჭამოს ხშირად წნევიანმა ადამიანმა

რომელი საკვები უნდა ჭამოს ხშირად წნევიანმა ადამიანმა

ჰიპერტენზიასთან ბრძოლა ადამიანმა უნდა დაიწყოს ცხოვრების წესისა და კვების რეჟიმის გამოსწორებით. ასაკის მატებასთან ერთად, უმეტესობას აწუხებს ჭარბი წონა. გაითვალისწინეთ, რომ ჭარბ წონასა და არტერიულ წნევას შორის პირდაპირი კავშირია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცხიმის დაგროვებას მუცლის ირგვლივ. სხეულის მასის შემცირება კი აფერხებს არტერიული წნევის მატებას, აუმჯობესებს ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლას.

ძირითადი მნიშვნელობა ამ მხრივ ენიჭება მოხმარებული ცხიმისა და მარილის რაოდენობას. ცხოველური ცხიმები, რომლებიც ორგანიზმში ხვდება საკვების სახით, შეიძლება გახდეს ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობით დაგროვების მიზეზი. ქოლესტერინი მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მაგრამ, მისი გადაჭარბებული რაოდენობის მიღების დროს იზრდება ათეროსკლეროზისა და გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკიც.

სასურველია, საკვებ რაციონში შევზღუდოთ ცხიმები, ხორცის პროდუქტები, შემწვარი საჭმელი და უპირატესობა მიანიჭოს რძისა და მცენარეულ პროდუქტებს, რადგან ისინი მცირე რაოდენობით შეიცავენ ცხიმებს. ასევე, აუცილებელია მარილის შეზღუდვაც, რადგან ის იწვევს ორგანიზმში წყლის შეკავებას. მარილის სადღეღამისო ნორმა ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს დაახლოებით 5 გრამი.

უნდა დაიცვათ ბალანსი საკვებით მიღებულ და დახარჯულ ენერგიებს შორის, რადგან, თუ მიღებული ენერგიის რაოდენობა ჭარბობს მის დანახარჯს, მაშინ ენერგიის ეს სიჭარბე ორგანიზმში ცხიმების სახით გროვდება, ნორმალური წონის შესანარჩუნებლად კი აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ენერგეტიკული დანახარჯების რეალურ დონეს.

თუ წნევა გაწუხებთ, მიირთვით უცხიმო ან ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი, მარცვლოვანი კულტურები; უპირატესობა მიანიჭეთ ცილოვან და მიკროელემენტებით, მაგალითად, კალიუმით, კალციუმითა და მაგნიუმით მდიდარ საკვებს, რადგან მათ ანტიჰიპერტენზიული ეფექტი აქვთ. ეცადეთ, საკვები დაძინებამდე 5 საათით ადრე მიიღოთ, რათა ორგანიზმი ღამით დაასვენოთ.

ზომიერი ფიზიკური აქტივობა ეფექტურად ებრძვის ათეროსკლეროზს, არტერიულ ჰიპერტენზიას, გულის იშემიურ დაავადებას. იმ ადამიანებს, რომლებიც ეწევიან ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას და სისტემატურად ვარჯიშობენ, აღენიშნებათ სისხლის ლიპიდური სპექტრი, უმცირდებათ თრომბის წარმოქმნის საშიშროება, უვითარდებათ დამატებითი, წვრილი სისხლძარღვები, რომლებიც კვებავენ გულის კუნთს; მათი ორგანიზმი ადვილად თავისუფლდება მავნე ნივთიერებებისა და წიდებისგან. ასევე, საჭიროა რეგულარული ვარჯიში, კვირაში 3-ჯერ მაინც, სულ მცირე, 1 საათის განმავლობაში; კარგია ფეხით სიარული, ცურვა და ასე შემდეგ. ფიზიკური აქტივობა უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილი. გარდა ამისა, უნდა მოერიდოთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს, ისწავლოთ მოვლენებისადმი სწორი მიდგომა და უარყოფითი ემოციების განეიტრალება. მოერიდეთ გადაღლას, მოახდინეთ გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის მონაცვლეობა.

თუ ხშირად გაწუხებთ მაღალი წნევა, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციებისა, უარი თქვით ალკოჰოლსა და თამბაქოზე 

ასევე, არ უნდა შეცვალოთ ექიმის დანიშნული მკურნალობის კურსი თვითნებურად.

 

როგორ ავარიდოთ თავი ატმოსფერული ცვლილებებით გამოწვეულ დისკომფორტს

ატმოსფერული ცვლილებების დროს ბევრს აწუხებს თავისა და სახსრების ტკივილი, შაკიკი, არტერიული წნევის მატება, უგუნებობა, მოთენთილობა, შრომის უნარის დაქვეითება, დეპრესია და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. ასაკის მატებასთან ერთად, ეს მგრძნობელობა ადამიანებში კიდევ უფრო იმატებს.

უქარო, ნესტიან ამინდში, როცა ჰაერში ნაკლებია ჟანგბადი, განსაკუთრებით ცუდად გრძნობენ თავს ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. ასევე, გულით დაავადებულთათვის საშიშია მაგნიტური დღეები, რადგან, ამ დროს დიდია არითმიისა და სისხლძარღვების კრიზის, კერძოდ, ინსულტისა და ინფარქტის რისკი. მწვავდება სახსრების ტკივილიც. ატმოსფერული წნევის ცვლილებაზე მკვეთრად რეაგირებენ ჰიპერტონიკები.

მშრალ ამინდში, როდესაც ჰაერში ბევრი მტვერია, ასთმიანებს შეტევები ეწყებათ.

არსებობს ამ უსიამოვნებებისგან თავის დაცვის წესები, რომლებიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ: მეტეომგრძნობიარე ადამიანებმა კრიტიკულ დღეებში შეძლებისდაგვარად უნდა შეიკავონ თავი ფიზიკური და ინტელექტუალური საქმიანობისგან; თავი აარიდონ კონფლიქტებს; მეტი დრო დაყონ სუფთა ჰაერზე; მკაცრად დაიცვან ექიმის დანიშნული წამლების მიღების დრო.

მომატებული მეტეომგრძნობელობის დროს უნდა ჭამოთ რძის ნაწარმი, მცენარეული ცხიმები, ხილი, ბოსტნეული. საკვები რაციონიდან გამორიცხეთ შემწვარი, ცხარე, მწარე კერძები და ალკოჰოლური სასმელები.

 

გულისგან გამოწვეული შეშუპების დროს შვიტა გიშველით, კუჭ-ნაწლავის აშლილობისას კი – მოცვი

მინდვრის შვიტას შარდმდენი თვისებები აქვს, ამიტომ მას გულის დეკომპენსაციის ნიადაგზე განვითარებული შეშუპებების სამკურნალოდ იყენებენ. მიზანშეწონილი არ არის მისი მიღება ნეფრიტის დროს, რადგან, შესაძლოა, თირკმელების ქსოვილი გააღიზიანოს.

მინდვრის შვიტას ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: აფთიაქში ნაყიდი შვიტა დაფშვენით. 1 სადილის კოვზ მცენარეს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და ადუღეთ დაახლოებით 15-20 წუთი. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ ნახევარი საათი. გაწურეთ დოლბანდში და მიიღეთ თითო ჩაის კოვზი, დღეში 3-ჯერ.

მოცვის ნაყოფი შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, შაქრებს, ფლავონოიდებს, ორგანულ მჟავებს. ის კუჭში შემკვრელი და დიეტური საშუალებაა, განსაკუთრებით – კუჭ-ნაწლავის მწვავე ან ქრონიკული აშლილობის დროს. ნახარში ასე მზადდება:

2 ჩაის კოვზ მოცვის ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. გააჩერეთ ნახევარი საათის განმავლობაში, დაატკბეთ და დალიეთ, ან, ამავე რეცეპტით მოამზადეთ კისელი და კუჭის აშლილობის დროს მიიღეთ, როგორც შემკვრელი საშუალება. ეს განსაკუთრებით ბავშვებისთვისაა კარგი.

სამკურნალოდ გამოიყენება მოცვის ფოთოლიც, რომელიც რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტის დროს. მას ახასიათებს ინსულინის მსგავსი მოქმედება: 4 ცალ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში ნახევარი საათის განმავლობაში და დალიეთ დილით და საღამოს, თითო ჭიქა.

 

ხაჭო და ყველი დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე

ადამიანის სექსუალური შესაძლებლობები დამოკიდებულია საკვებზე. პოტენციის ასამაღლებელი პროდუქტებია: კვერცხი, ყველი, ხაჭო, ნიორი, კიბორჩხალა, ხამანწკა, ხახვი, სუნელები, ისპანახი, თაფლი, ქინძი, ოხრახუში, თხილი, ნიგოზი, შოკოლადი და ასე შემდეგ.

თუ გინდათ, რომ საკვები თქვენს სექსუალურ შესაძლებლობებზე აისახოს, მასში აუცილებლად უნდა შედიოდეს A, B, C და E ვიტამინები.

A ვიტამინი აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, დადებითად მოქმედებს მხედველობაზე, ამაღლებს სექსუალურ პოტენციას. ის დიდი რაოდენობით შედის რძეში, ყველში, ცხოველურ ცხიმებში, სტაფილოში, ისპანახში, წიწმატსა და სალათის ფურცლებში;

B ჯგუფის ვიტამინები აძლიერებს ნერვულ სისტემას, რაც აუცილებელია ადამიანის სექსუალური აქტივობისთვის. ამ ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს: თევზი, ხორცი, კარტოფილი, რძის პროდუქტები, ხორბალი, პომიდორი, ყვავილოვანი კომბოსტო;

C ვიტამინი აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ამ ვიტამინით მდიდარია ასკილი, ლიმონი, მოცხარი, ქაცვი და კომბოსტო;

E ვიტამინის მეშვეობით ფუნქციონირებს მამაკაცისა და ქალის სასქესო ჯირკვლები. მას დიდი რაოდენობით შეიცავს კვერცხი, თევზი, საქონლის ღვიძლი და ქაცვი.

გარდა ვიტამინებისა, საკვები რაციონი მდიდარი უნდა იყოს ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებითა და დაბალანსებული პროდუქტებით.

თითქმის ყველა სახის ბოსტნეული და ხილი ამაღლებს პოტენციას. განსაკუთრებით კარგია: თხილი, ნიგოზი, პიტნა, ტარხუნა, ანისული, ქონდარი, კვლიავი – ეს პროდუქტები აძლიერებს სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის ღრუში. ასევე, კარგია თალგამი, ჭარხალი, თაფლი, რძე, წითელი წიწაკა, ვაშლი, ბროწეული, ისპანახი, ოხრახუში და ძმრითა და მზესუმზირის ზეთით შეზავებული სალათები.

ხაჭო და ყველი კი განსაკუთრებულად დადებითად მოქმედებს მამაკაცის პოტენციაზე.

 

შავი ქლიავი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლო ხილია

შავ ქლიავს განსაკუთრებული სამკურნალო თვისებები აქვს. ის მდიდარია პექტინებით, უჯრედისით, სორბიტით, ვიტამინებით, მიკრო და მაკროელემენტებით. მას ახასიათებს საფაღარათო, შარდმდენი და ნაღველმდენი თვისებები.

შავ ქლიავს იყენებენ ქრონიკული შეკრულობის, ქოლეცისტიტის, ნაღველკენჭოვანი დაავადებების დროს.

ანემიის შემთხვევაში განსაკუთრებით ეფექტურია ქლიავის ახალგამოწურული წვენის მიღება, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, მარილებსა და ასკორბინის მჟავას და სწორედ ამითაა განპირობებული მისი სისხლწარმომქმნელი სტიმულაცია.

ქლიავის ჭამა, ასევე, კარგია მაღალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს. ის ანეიტრალებს კუჭის წვენს და ბაქტერიოციდულად მოქმედებს ლორწოვანზე.

შავი ქლიავი, ფიტონოციდების შემცველობის წყალობით, გამოირჩევა ბაქტერიოციდული თვისებებით და ახასიათებს მადეზინფიცირებელი მოქმედება არა მარტო კუჭ-ნაწლავის, არამედ, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების დროსაც. შავი ქლიავი ორგანიზმის საუკეთესო გამწმენდია. ის გამოდევნის მავნე ნივთიერებებს, მაგალითად, ქოლესტერინს, კანცეროგენებს, მძიმე ლითონების შემცველ მარილებს. ამიტომ,  ის აუცილებლად უნდა მიირთვას მოწამლულმა ადამიანმა.

ორგანიზმის გაჯანსაღებისა და სიმსივნური დაავადების პროფილაქტიკის მიზნით, 2 კვირის განმავლობაში მიირთვით 1 ჩაის ჭიქა გატარებული ქლიავისა და 1 კოვზი თაფლის ნარევი.

ქლიავის ჭამა არ არის სასურველი შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ან ჭარბი წონის მქონე პირებისთვის, რადგან ის დიდი რაოდენობით შეიცავს გლუკოზას.

скачать dle 11.3