კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* 2006 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალია-ჰოლანდიის მატჩზე მსაჯმა ვალენტინ ივანოვმა 4 წითელი ბარათი ასწია. 

* ცნობილი ძმები არველაძეებით დავიწყოთ და მსოფლიოში ცნობილი ძმები ფეხბურთელები არიან: ბობი და ჯეკ ჩარლტონები, ჟერომ და კევინ-პრინს ბოატენგები, იური და მიხაილ მარხელები, მბო და ემილ მპენზები, რენე და ვილი ვან დე კერხოფები.

* ალფავიტური როტაციით, 2015 წლის Copa America-ს ჩემპიონატიც ბრაზილიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ჩილესთან მოლაპარაკების შემდეგ 2015 წელი 2019 წელზე გაიცვალა.

* მატჩების მსვლელობისა და დამატებით დროში გაუტანელი პენალტების რეკორდული რაოდენობით პირველ ადგილზეა „ევრო-2000-ში“ ჰოლანდია-იტალიის შეხვედრა.

* საბჭოთა კავშირის ნაკრების არსებობის ისტორიაში კვიპროსის ნაკრები იყო ბოლო მოწინააღმდეგე გუნდი – ეს საფეხბურთო მატჩი 1991 წლის შემოდგომაზე გაიმართა.

* თხუთმეტიდან მხოლოდ ყირგიზეთისა და თურქმენეთის რესპუბლიკები იყვნენ, რომელთა ფეხბურთის გუნდებს არც ერთხელ არ მიუღია მონაწილეობა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში.

* რონალდინიო, თავდაპირველად, გატანილი გოლების შემდეგ ხელის ჟესტით გამოხატავდა ტელეფონით საუბრის იმიტაციას – იგი შეყვარებულმა მიატოვა სიტყვებით: შენგან არაფერი გამოვა, თუ რამეს მიაღწევ, დამირეკეო...

* გამოვიდა ანდროიდების ახალი დამატება „ზიპოს ვირტუალური სანთებელა“, რომელიც განკუთვნილია განსაკუთრებით მათთვის, ვინც როკ-კონცერტებზე დადის. მობილურის რხევა ვირტუალური ალის შესაბამის მოძრაობას იწვევს და ძველი ტრადიციების და ტექნოლოგიური სიახლის შესანიშნავი შერწყმის საშუალებას იძლევა.

* ჰოლანდიაში, შენობიდან, რომელშიც მეჩვიდმეტე საუკუნეში ოსტინდური კომპანია იყო განლაგებული დღემდე არ გასულა მიხაკის სუნი. ეს კომპანია სუნელ-სანელებლებით ვაჭრობდა.

* ჰენრი ფორდმა ერთ დროს გადაწყვიტა, მსხვილი სამრეწველო ობიექტი ამაზონის ჯუნგლებში გაეკეთებინა, რომ იქვე მოპოვებული კაუჩუკით, რეზინით უზრუნველეყო წარმოება. თუმცა, ამ გადაწყვეტილებამ არ გაამართლა, კაუჩუკის მოპოვება საჭიროზე გაცილებით დაბალი იყო. 

скачать dle 11.3