შარაპოვა და ბექჰემი – უიმბლდონზე
ევანდერმა კარიერა დაასრულა
ლეგენდარულმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ ევანდერ ჰოლიფილდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი პროფესიული კარიერა რინგზე დასრულდა. 51 წლის ამერიკელმა მოკრივემ პირველი ტიტული 1986 წელს მოიპოვა, ხოლო 1990-92 წლებში ის მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონად სახელდებოდა მძიმე წონაში. ევანდერ ჰოლიფილდის კარიერის ყველაზე ცნობილი ეპიზოდი კი მაიკ ტაისონთან შეხვედრას უკავშირდება, როდესაც ამ უკანასკნელმა მას რინგზე ყური მოაჭამა.
შარაპოვა და ბექჰემი – უიმბლდონზე
გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში მიმდინარე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, უიმბლდონზე მარია შარაპოვას გამოსვლას ცნობილი ინგლისელი ექსფეხბურთელი დევიდ ბექჰემი დაესწრო, რომელიც მარიას ახლო მეგობარი აღმოჩნდა. „დევიდს ჯერ კიდევ ლოს-ანჯელესიდან ვიცნობ, სადაც ის ფეხბურთს თამაშობდა, იგი ბრწყინვალე ადამიანი და საუკეთესო მეგობარია. მასთან ყოველთვის საინტერესოა საუბარი” - ასე დაახასიათა ბექჰემი მარია შარაპოვამ ჟურნალისტებთან.
კრიშტიანუ რონალდუ – ნარკოდილერების სახე
ბრაზილიაში დააკავეს ნარკორეალიზატორი, რომელიც ორიგინალური მეთოდით ცდილობდა აკრძალული პრეპარატების გაყიდვა. ნარკოსაქონელს დილერი სპეციალურ ამპულებში ყიდდა, რომლებსაც გარედან კრიშტიანუ რონალდუს ფოტო ჰქონდა მიკრული. ამ გზით ის ცდილობდა, თავგზა აებნია პოლიციისთვის, თუმცა, არ გამოუვიდა, ისევე, როგორც არაფერი გამოუვიდა კრიშტიანუ რონალდუს, რომელმაც პორტუგალიის ნაკრებთან ერთად უხეიროდ იასპარეზა ბრაზილიაში.