კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მსგავსება აღმოაჩინა ნინა სუბლატმა საკუთარ თავსა და რვა თვის კოკერსპანიელს შორის და რატომ არის ის ცხოველებზე დამოკიდებული

როგორც მომღერალი ნინა სუბლატი ამბობს, ის ცხოველებზე დამოკიდებული ადამიანია, რადგან, ბავშვობიდან უამრავი ცხოველი და ფრინველი ჰყავდა და დღესაც, მათთან გატარებულ დღეებს დიდი სიყვარულით იხსენებს. სახლში კი, უსაყვარლესი ძაღლი, სახელად აზალია ჰყავს, რომელიც საკმაოდ გათამამებულია მისი პატრონის ხელში. სახლში მისულ სტუმრებს კი ისე ხვდება, თითქოს ნამდვილი მასპინძელია – უხარია, ცქმუტავს, დარბის, გახტება, გელაქუცება და როგორც შეუძლია, ისე გამოხატავს სითბოსა და სიხარულს. 

 

ნინა სუბლატი: თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცხოველებზე დამოკიდებული ადამიანი ვარ. ბავშვობიდან, დაახლოვებით ათი ზაზუნა, ათი თუთიყუში, კნუტები და ძაღლები მყავდა. ბოლო დროს, მივხვდი, რომ მათი მოვლისთვის დრო აღარ მრჩება და დღეს, მხოლოდ ერთი უსაყვარლესი კოკერსპანიერი, სახელად აზალია მყავს.

– საკმაოდ უცნაური სახელი ჰქვია, არ მეთანხმები?

– (იცინის), მისი სახელის გაგონებაზე, ყველას ეს რეაქცია აქვს. აზალია ამერიკული ჯიშის კოკერსპანიელია და ეს სახელი მომღერლის, პატივსაცემად დავარქვით. ძალიან პატარა, თეთრი და ფუმფულა იყო ლეკვობისას და ის უცხოელი მომღერალიც, ასეთი თეთრი, ფუმფულა და საყვარელია. მოფერებით კი ზუს, ზას, ზაზუნას, ზუზუკას და რაც ზ-ზე იწყება, ყველაფერს ვეძახი (იცინის). შვილივით მყავს და ვხუმრობ ხოლმე, ეს ჩემი აყვანილი შვილია-მეთქი. სხვათა შორის, ჩემი სიმღერა არ უყვარს, მაგრამ მოსწონს, როცა ჩემი ქმარი საყვირზე უკრავს. ჯდება და გაფაციცებით უსმენს. ტელევიზორშიც, ვინმე რომ მღერის, ეს უყეფს. დავადგინე, რომ უფრო კლასიკური მუსიკის მოსმენა მოსწონს. ბოლო დროს, აღარ მყავდა ცხოველი სახლში. ამიტომ, ქუჩაში რომ დავდიოდი და ძაღლებს ვხედავდი, ძალიან მინდოდა, მეც მყოლოდა. მაწანწალა ძაღლებს რომ ვხედავდი, გული მიკვდებოდა და სულ ვაჭმევდი. ერთ საღამოსაც, ჩავუჯექი ინტერნეტს, ბევრი ვეძებე და მივაგენი ქალბატონის საიტს, რომელიც კოკერსპანიელების ამ ჯიშს აშენებს. მეორე დღესვე მივედი და სამას ლარად ვიყიდე ერთი თვის ლეკვი. თავიდან ძალიან წყნარი და მშვიდი იყო, სულ ეძინა და ვერ ვაღვიძებდით. მთელი დღე მის გვერდით ვიყავით მე და ჩემი ქმარი, მარტოს არ ვტოვებდით. ორ-სამ თვეში კი, ისე მოშინაურდა და აიწყვიტა, სულ გაგიჟდა. 

– ალბათ, თავიდან იფიქრა, ნაშვილები ვარ, წყნარად მოვიქცევი, თავს შევაყვარებ და მერე გავთამამდებიო.

– ჰო, ზუსტად, ასე იყო! რომ მიხვდა, მისი მშობლები ნამდვილად ჩვენ ვიყავით, თავი შეგვაყვარა და მერე დაიწყო სახლის ამობრუნება,  ტანსაცმლის მოპარვა და ჭამა. ხინკალზე გიჟდება და თუ მაგიდაზე დაინახა, ვერ ვაკავებთ. ახლა რვა თვისაა.

– პასპორტი თუ აქვს და ვის გვარს ატარებს?

– პასპორტი, რასაკვირველია, აქვს და ჩემი ქმრის გვარს ატარებს – აზალია შამანაურია. მართლა შვილივით გვყავს. ძალიან მინდა, ჩიხუახუას ჯიშის ძაღლიც მყავდეს, მაგრამ ჯერ ვეძებ და სავარაუდოდ, როცა აზალია დედა გახდება და შვილებს გვაჩუქებს, მაშინ მოვუყვანთ პატარა ჩიხუახუას და მასაც მათთან ერთად გაზრდის. 

– ამბობენ, ცხოველები, თავის პატრონს რაღაცით ემსგავსებიანო. შენსა და აზალიას შორის მსგავსება თუ შეგიმჩნევია?

– ჩემსავით ენერგიული და ჯიუტია (იცინის). მე ძალიან ვუყვარვარ, მაგრამ ჩემთან ძალიან თავხედობს. აი, ჩემი მეუღლის თანდასწერებით კი, ცოტა მორიდებულია. სხვათა შორის, თავიდან ვიეჭვიანე, რადგან გიორგის უფრო უჯერებდა, ელაქუცებოდა და ეფერებოდა. მიტირია კიდეც, ამას შენ უფრო უყვარხარ, ვიდრე მე-მეთქი (იცინის). თავიდან, ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს აზალია ცხოველი კი არა ნამდვილი ადამიანი იყო. არც კატაზე იწევდა და არც ძაღლებს იმჩნევდა ქუჩაში. ადამიანებთან კონტაქტი უყვარს და გიჟდება მათთან თამაშზე. 

– თქვი, რაც წამოიზარდა, ტანსაცმელს ემტერებაო. რა გაგიფუჭა?

– მარტო რომ ვტოვებთ, თუ ტანსაცმელი მოძებნა და იპოვა, ჭამს. პირიდან ვაცლით ხოლმე „ნასკებს,” ისე უყვარს მათი ჭამა. რამდენიმე გადაყლაპულიც აქვს. თუ სადმე „ნასკი” დაინახა, გონება ეკეტება (იცინის). მაგარი ქურდბაცაცაა. თუ თვალი მოკრა, სადმე „ნასკი” გდია, ჩუმად ისე მიეპარება და გადაყლაპავს, ვერც მოასწრებ პირიდან გამოგლეჯას. 

– ვიცი, რომ ძალიან გიყვარს ზაზუნები, თუთიყუშები და ისინიც გყავდა. მათი მოვლა არ იყო რთული?

– ერთი პერიოდი ზაზუნებზე ვიყავი გადარეული და ალბათ, ათი მაინც მყავდა. მათაც უცნაურ, მოკლე სახელებს ვარქმევდი, დასაძახებლად ადვილს, მაგალითად: ჟიჟი, ჟუჟუ, ზიზი, ზუზუ... მაგრამ, სულ მიკვდებოდნენ და მერე გული მწყდებოდა. ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ზღვის გოჭი, ბუბუ დავარქვი, მოფერებით ბუბუკას ვეძახდი. მასთანაც გამოვნახე საერთო ენა. ძალიან ენერგიული და კონტაქტური იყო აზალიასავით. მისი ხმის ინტონაციით ვხვდებოდი, რა უნდოდა და როდის შიოდა. ბოლოს, ისიც ფილტვების ანთებით მომიკვდა. ავად რომ იყო, სიცხეს ვუზომავდი, თან ვყვებოდი, მაგრამ ვერ გადავარჩინე. ზოგადად, მერე გავიგე, რომ თურმე ზღვის გოჭები იშვიათად ავადმყოფობენ და ფილტვების ანთებით კვდებიან ხშირად. მისი სიკვდილი ძალიან განვიცადე. ბევრი თუთიყუშიც მყავდა – ცნობილი მეთუთიყუშე ვიყავი (იცინის). მათი ჩხუბი უნდა გენახათ. სამი თუთიყუში მყავდა ერთად გალიაში – ერთი მდედრი და ორი მამალი. რომ დაიწყებდნენ მამრები ჩხუბს და ერთმანეთს წიხლებს ურტყამდნენ, გაოცებული ვუყურებდი; არ დახოცონ ერთმანეთი-მეთქი (იცინის). მერე, ეტყობა, მდედრს მობეზრდა მათი ჩხუბის ყურება და გაფრინდა. უნდა გენახათ, როგორ მოიწყინეს მამრებმა, ყურებჩამოყრილი ისხდნენ. სხვათა შორის, ერთი მათგანი ლაპარაკობდა, თავის სახელს იძახდა: ჩიკო, ჩიკოო. ერთ თუთიყუშს სოკო დაემართა და მასაც ვმკურნალობდი.  მერე გავაჩუქე. ცხენიც მიყვარს, მაგრამ ბავშვობაში გადმომაგდო და ვერიდები (იცინის). პატარა, ფუმფულა, თეთრი სიამის კნუტი მყავდა. სასაცილო ვინმე იყო, პატარა წყლის ჯამი ჰქონდა, ჩადგებოდა შიგ ფეხებით და მერე ამ სველი თათებით მთელ სახლში დახტოდა. ბებია ირეოდა ამაზე და ერთ დღესაც, ადგა და გააჩუქა. მეც ავდექი და ისევ მოვიყვანე ახალი კნუტი, ისიც გამიჩუქა. ზოგადად, ბებიას ცხოველები ძალიან უყვარს, მაგრამ სახლში არა. თუ შანსი აქვს გააჩუქოს, ამ შანსს ხელიდან არ უშვებს. მე ვყიდულობდი და ის სხვებს აძლევდა.

– ისეთი სიყვარულით საუბრობ ცხოველებსა და ფრინველებზე, სიმართლე გითხრა, მიკვირს, ვეტერინარი რომ არ გამოხვედი.

– როცა რამე სტკივა ცხოველს, მე ვხდები ცუდად. ამიტომ, ჩემგან კარგი ვეტერინარი ვერ დადგებოდა. საკმაოდ კარგი მომვლელი ვარ და ვერ დავეთანხმები მათ, ვინც ცდილობს, იაფად გამოვიდეს და თავის ცხოველს იაფფასიან საჭმელს აჭმევს, თან ექიმთანაც იშვიათად დაჰყავს ასაცრელად. აზალიას ყველაფერი ძვირად ღირებული აქვს და ამ მხრივ, ნამდვილად ფუფუნებაშია. თუმცა, მავნეა და თავის თავს დააბრალოს. ისეთი ფუმფულა საწოლი ვუყიდეთ და ისე გამოღრღნა, ახლა, მისივე გამოშიგნულ საწოლში სძინავს. სულ ვამბობ, აზალია არაძაღლურია, თავი ადამიანი ჰგონია, ძალიან აფერისტია და ისე გვაცურებს თავისი მეთოდებით, ეს უნდა ნახოთ (იცინის). არ უყვარს ტელევიზორის ყურება, მაგრამ ერთხელ შევუსწარი, იჯდა და რაღაც რომანტიკულ ფილმს უყურებდა.

– აზალია გოგოა და ეტყობა, რომანტიკული ფილმებიც ამიტომ უყვარს, არა?

– საინტერესო იცით, რა არის? აზალია ჰერმაფროდიტია!

– ბატონო?

– დიახ, ჰერმაფროდიტია. ძალიან დიდი ბეწვი ჰქონდა და ორი თვის წინ, გადავწყვიტეთ, სალონში წაგვეყვანა და გაგვეკრიჭა. მანამდე, რაიმე საეჭვო არაფერი შეგვინიშნავს და რომ გავკრიჭეთ, მაშინ მივხვდით. წავიყვანეთ ვეტერინარებთან და აღმოჩნდა, ჰერმაფროდიტი. ახლა ვარკვევ, ვინ არის კარგი ექიმი, რომ ოპერაცია გავუკეთოთ. ჯერ პატარაა, მაგრამ მერე აუცილებლად შეაწუხებს ეს მდგომარეობა. ადრე, ავად გვყავდა და ათი დღე საავადმყოფოში დავდიოდით. ის ათი დღე, ნერვიულობისგან არ მიძინია, თავზე ვადექი, გადასხმებს ვუკეთებდით. აზალიას ოპერაციას კი, უკვე აღარ ვიცი, როგორ გადავიტან. 

 

скачать dle 11.3