როგორ მოვუაროთ სახის კანს
სახის კანის მოვლა განსაკუთრებით აქტუალურია 25 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის. გარეგნობაზე ზრუნვის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ სახის კანის დატენიანებას. ყველაზე მარტივად კანის დატენიანება შეგვიძლია დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი წყლის მიღებით. წყალი, სხვა სასარგებლო თვისებების შეძენასთან ერთად, სახის კანს ატენიანებს, რის შემდეგაც კანი ინარჩუნებს ელასტიკურობას და ჯანმრთელ ფერს. ცნობილი ამერიკელი დერმატოლოგი, პროფესორი ჰოვარდ მურადი ამბობს: „კანის დატენიანების ხარისხი და ზოგადად მისი ჯანმრთელი იერი კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი ნივთიერებების გარდა, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების წესზეა დამოკიდებული“. ჯანმრთელი ცხოვრების წესის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, დღეს კი სახის კანის დატენიანებასთან დაკავშირებით მოგცემთ რჩევებს.
1. შეარჩიეთ შესაფერისი დამატენიანებელი საშუალება – გახსოვდეთ კარგად დატენიანებული კანი „შეიარაღებულია“. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დამატენიანებელი საცხი კანში ტენიანობას დიდხანს უნდა ინარჩუნებდეს. დამატენიანებელი საცხის შერჩევისას მიაქციეთ ყურადღება, რომ მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით არომატიზატორები და კონსერვანტები არ იყოს. კანის ეფექტურად დასატენიანებლად იდეალურად გამოგვადგება ისეთი საცხები, რომლებიც გლიცერინს, ჰიალურონის მჟავას, ეთერზეთებსა და მცენარეულ ექსტრაქტებს შეიცავენ.
2. დამატენიანებელი საცხი აუცილებლად კანის ტიპის მიხედვით შეიძინეთ. კომბინირებული კანით დავიწყოთ – კანის ამ ტიპს თითქმის ყველა ის დამატენიანებელი საშუალება უხდება, რომლებიც მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის არის განკუთვნილი.
მშრალ და მგრძნობიარე კანს ისეთი საცხები ესაჭიროება, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ცხიმი. იდეალურია ფუტკრის ცვილის საფუძველზე დამზადებული საშუალებები.
ცხიმიანი კანის შემთხვევაში შედარებით მსუბუქი, ემულსიის მსგავსი საცხები შეარჩიეთ. ასეთი პროდუქტების მთავარი მოქმედი გმირი დიმეტიკონია (ბუნებრივი სილიკონი), რომლის წყალობითაც ნაკლებცხიმიანი საცხი ნელა იწოვება კანში და არ ახშობს ფორებს.
3. სწორად წაისვით დამატენიანებელი საცხი – არ დაგავიწყდეთ, რომ კანი იდეალურად გასუფთავებული უნდა იყოს წასმამდე. საცხი სახის ცენტრიდან გარე მიმართულებით გაინაწილეთ: ცხვირიდან ლოყების მიმართულებით და შუბლის ცენტრიდან – საფეთქლებისკენ.
4. საკვებ რაციონში ჩართეთ ბლომად ხილი და ბოსტნეული – ხომ გახსოვთ, ისინი 85-95 პროცენტით სტრუქტურირებული წყლისგან შედგებიან, რომლებიც კანში ძალიან ადვილად აღწევენ და იქ დიდხანს ჩერდებიან. გარდა ამისა, ხილი და ბოსტნეული ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი, რაც კანის ახალგაზრდობის შენარჩუნებაში გვეხმარება.
5. დღე ღამეში 7-9-საათიანი ძილის რეჟიმი – კვლევებმა აჩვენა, რომ ძილის უკმარისობა და სტრესი კანში წყლის რაოდენობას ამცირებს.
ასე რომ, ქალბატონებო, გაუფრთხილდით სახის კანს, აუცილებლად გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები, მიირთვით დღის განმავლობაში მინიმუმ 2 ლიტრი „ბაკურიანი“ და შეინარჩუნეთ სილამაზე.