კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა მოხიბლონ მამაკაცებმა ქრონიკულად შეყვარებული ნანა მესხი და როდის მიდის ის ვა-ბანკზე და სერიოზულ რისკზე

ის საოცრად უშიშარი ქალბატონია, ცხოვრებაში გადატანილი დიდი და არაერთი ტრაგედიით, რასთან გამკლავებასაც ბევრი ვერ მოახერხებდა. მაგრამ, ის მაინც ძლიერი, დადებითი და რაც მთავარია, ძალიან ხალისიანი პიროვნებაა, ბევრი ღიმილით და სიკეთით. ალბათ, ამიტომაც არის მისი სიმღერები ძალიან პოპულარული და მათ უმეტესობას ცნობილი კვარტეტები და ყველასთვის საყვარელი ადამიანები ასრულებენ. ეს ქალბატონი გახლავთ ნანა მესხი – კომპოზიტორი. პროფესიით: ინჟინერი, ეკონომისტ-იურისტი, პროფესიონალი ელექროგიტარისტი, სხვადასხვა კომპანიების კონსულტანტი და საკუთარი სარეკლამო, მარკეტინგული კომპანია  „ბრენდ გრუპის“ ხელმძღვანელი. 

ნანა მესხი: სამი წლის განმავლობაში პირველად მივეცი საკუთარ თავს იმის საშუალება, რომ 10 დღე გადაბმულად დამესვენა თურქეთში. ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ რთული რიტმი მქონდა და მხოლოდ რამდენიმე დღე თუ ვახერხებდი სადმე გასვლას, დასვენებას. შესაბამისად, ეს იყო პირველი ათდღიანი გაპარვა ზღვაზე და ძალიან ბედნიერი ვარ.

– ვის გაეპარეთ, საკუთარ თავს? 

– საკუთარ თავს, მეტი არავის. როცა  თბილისში ვარ, დილით ვიღვიძებ, ვიღებ ფერად ქაღალდებს და დილიდან ვიწყებ გეგმების ჩამოწერას: რამდენი საქმე მაქვს. თან, მე რაც მახსენდება, ყველაფერს ერთ დღეში ვაკეთებ. ამიტომ, არ მელევა საქმე და ყოველდღე ასე ხდება. ახლა, წასვლა რომ გადავწყვიტე, ვთქვი: ვტოვებ ტელეფონს, მივდივარ დასასვენებლად და იქნებ იქ, საათის არსებობაც დამავიწყდეს. პრინციპში, მოვახერხე კარგად დასვენება, რადგან ძალიან მიყვარს წყალი, თუმცა ცურვა არ ვიცი. ამის მიუხედავად, წყლის ქვეშ ისეთ ვარჯიშებს ვაკეთებდი, მერე მთელი „ბასეინი“ ჩემთან ერთად იმეორებდა. წყალში გადასარევად ვტივტივებ, ბურთით თამაში მიყვარს და ეს ყველაფერი სერიოზული დატვირთვაა. თუმცა, წყლის ძლიერი შიში მაქვს, რადგან ბავშვობაში ორჯერ ვიხრჩობოდი. 

– უშიშარი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. 

– აბსოლუტურად უშიშარი ვარ ნებისმიერ ცხოვრებისეულ საკითხში. ამას ტრაბახით არ ვამბობ, ობიექტური რეალობაა – ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომლის მიღებასაც ძალიან ბევრი ძლიერი მამაკაციც ვერ გაბედავს. უბრალოდ, როცა ვიცი, რაღაცის მეშინია, იმას არც ვეკარები. ცხოვრებაში რისკი მიყვარს, მაგრამ გონივრული რისკი, უაზრო რისკზე არ წავალ.

– რა  იყო თქვენი მხრიდან ყველაზე დიდი რისკი? 

– ისეთი რაღაცეები გამიკეთებია... ეს იყო ფიზიკური რისკიც, რაც ჯანმრთელობას ეხებოდა. ასევე, ყოფილა შემთხვევა, როცა გამირისკავს კარიერა და ჩემი ყოფიერება იმ მომენტში, რაც ნამდვილად არ არის ადვილი. ვა-ბანკზეც წავსულვარ. შეიძლება, მცირე ხნით წააგო, მაგრამ გრძელვადიანად აუცილებლად მოიგებ. ჩემს შემთხვევაში, ყოველთვის დადებითი შედეგი დგება. თან, საშინელი ოპტიმისტი ვარ. ჭაბუას აქვს ძალიან კარგი სიტყვები: გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ, უფსკრულის პირას, რომ ვიდგე, გადარჩენის შანსი რომ არ მქონდეს, მაშინაც მჯერა, გადავრჩებიო. მეც, ჩემი ოჯახიც, ჩემი ძმა – ბიძინა მესხი, რომელიც, პრაქტიკულად, გამზრდელი და დღემდე ჩემი პატრონია, ხშირად ვმდგარვართ უფსკრულის პირას და ეს გრძელდებოდა 20-30 წლის განმავლობაში. ცხოვრებამ ძალიან ბევრი გამოცდა მოგვიწყო და ზოგჯერ ხუმრობითაც ვამბობთ ხოლმე: ცოცხლები კი ვართ, მაგრამ ასათიანზე მაინც უნდა ვიყოთ, იმდენი რამ გვაქვს გამოვლილიო. მაგრამ ეს არ მეტყობა – მხიარული ვარ, მიყვარს ცხოვრება და მჯერა: დღეს თუ ძალიან ცუდად ვარ, ხვალ აუცილებლად კარგად ვიქნები. 

– როდის იყო თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი, რომელიც თქვენს მხიარულ ხასიათზეც აისახა? 

– ხასიათი სულ ასეთი მაქვს, პრობლემას ყოველთვის სახლში ვტოვებ. სიტყვა „დეპრესია“ რა არის, არც ვიცი. თუ მაქვს პერიოდი, როცა ძალიან მიჭირს, ვგრძნობ  საკუთარ თავს ვერ ვერევი, ნორმალურ მიმიკას ვერ ვაყენებ, ვცდილობ, სახლიდან არ გამოვიდე.  ან ვჯდები ავტომობილში და დავდივარ ქალაქში, კონტაქტს ვერიდები, რადგან ვერ ვაკონტროლებ საკუთარ ემოციას და არ მინდა, ვინმემ ეს შემატყოს. ანდა ვიგონებ პატარა სიხარულებს. ტირილი არ გამომდის. სამაგიეროდ, ფილმ „მედისონის ოლქის ხიდების“ ყველა ნახვაზე ვტირი. ნანახი კი მილიონხუთასჯერ მაქვს, თან გადახვევით. მაგრამ, როცა რაღაც ხდება, მაშინ არ ვტირი, უბრალოდ, ვჯდები მანქანაში და ვფიქრობ: რა  პატარა სიხარული მჭირდება, რომ აზრზე მოვიდე. ვიხსენებ, რომ დღეს საღამოს რომელიმე არხზე იქნება ის ფილმი, რომელიც მე მიყვარს.  ვჯდები ავტომობილში, გავდივარ შორს, მარკეტში და იქ ვყიდულობ ლამაზ, ფერად ჭიქას, რომელიც სახლში უამრავი მაქვს და მოვდივარ სახლში გახარებული: ამ ჭიქაში ყავა უნდა მოვიდუღო, ფილმს უნდა ვუყურო. 

– ახლახან თქვენი მუსიკალური საღამო ჩატარდა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. 

– საღამო ორი თვით ადრე დაიგეგმა. ინსპირატორები იყვნენ ჩემი უსაყვარლესი  ბავშვობის მეგობრები – ზაზა მარჯანიშვილი და მისი მეუღლე მარინა სალუქვაძე. რომ არა ისინი, დიდხანს არ გავინძრეოდი. ზოგადად, როცა რაღაცას ვაკეთებ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. თან, მინდა, მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს, ამას კი სერიოზული მატერიალურ-ტექნიკურ-ფინანასური ბაზა სჭირდება, რაც ძნელი მოსაპოვებელია. საკუთარი თავისთვის თხოვნა კი მიჭირს. ამიტომ, ყოველთვის თავს ვიკავებ, რადგან შეზღუდული შესაძლებლობებით, შეზღუდული პირობებით, არ გამოდის ის, რაც მინდა. თან, მგონია, რომ 20 პროცენტი მაქვს რეალიზებული იმის, მუსიკალური თვალსაზრისით ვამბობ, რაც რეალურად შემიძლია, ვაკეთო. პროექტი ნაწილობრივ დამიფინანსა მერიამ, საკრებულომ, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრმა. პრინციპში, კმაყოფილი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. აღიარეს, რომ საღამო შედგა და თან, ყველა ისეთი ღიმილიანი იყო, მე დავფრინავდი. რომ დამთავრდა, მადლობის შემდეგ ვთქვი: ჩემთვის ახალი ცხოვრება, სიცოცხლე დაიწყო დღეიდან-მეთქი და ასეც არის. 

– ძალიან ბევრი პროფესია და საქმე გაქვთ. მაგრამ, ალბათ, მუსიკაა ის საქმე, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებთ და თქვენთვის ყველაზე ფაქიზი, მოსაფრთხილებელი თემაა. 

– მუსიკა პროფესიად არ მიმაჩნია. იმიტომ კი არა, რომ კონსერვატორიის საკომპოზიციო არ მაქვს დამთავრებული – დამთავრებული მაქვს ელექტროგიტარის სრული კურსი, პროფესიონალი გიტარისტი ვარ, არამედ მუსიკა ჩემი სიყვარულია, სხვა რამეა, ფონად უდევს ყველა იმ საქმეს, რასაც ვაკეთებ. თორემ, მართლაც უამრავი პროფესია მაქვს: ინჟინერი ვარ, ლექციებს ვკითხულობდი წლების განმავლობაში ტექნიკურ უნივერსიტეტში,  ეკონომისტ-იურისტიც ვარ. სხვათა შორის, ჩემს საღამოზე ჩემი დაწერილი ფრანგული სიმღერა შესრულდა, რომლის ტექსტის ავტორიც მე ვარ და მგონი, ეს პირველი მცდელობაა ქართველი კომპოზიტორის, რომელმაც ფრანგულად დაწერა სიმღერა. 

– ქალი-პროფესიონალი ელექტროგიტარისტიც არ მგონია, გვყავდეს საქართველოში... 

– არ არის. რაც მთავარია, ძალიან მინდა, რომ სერიოზული მუსიკალური კომპოზიცია ჩავწერო ელექტროგიტარაზე. აუცილებლად გავაკეთებ. ძალიან მიყვარს ელექტროგიტარა, თან, ქალის ხელში სხვანაირად ჟღერს. 

– რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში? 

– ოჯახი არ მაქვს, ამ ეტაპზე შეყვარებულიც არ მყავს, თუმცა, მთელი ცხოვრება ქრონიკულად შეყვარებული ვარ. ყველა ასაკში უნდა იყოს ადამიანი შეყვარებული – პირველ ადგილას უნდა დააყენო გრძნობა და მერე სხვა დანარჩენი. რადგან ეს არის ცხოვრების აზრი, სტიმული და ის, რისთვისაც ღირს გაღვიძება... როდესაც მამაკაცში გულწრფელი დამოკიდებულება იგრძნობა და ამას მარტივად ვგრძნობ – უდიპლომო ფსიქოლოგს მეძახიან. ადვილად ვიხიბლები. თან, მაქვს თვისება: პირველად ადამიანში დავინახო კარგი, მაგრამ, იმავდროულად, ქვეცნობიერად ვგრძნობ, რომ მასში უარყოფითი მეტია. ამ უარყოფითს სასწრაფოდ გვერდზე ვწევ და წინ იმ ადამიანის დადებითი მოდის. სულ მაქვს იმის იმედი, რომ ადამიანები იმაზე უკეთესები არიან, ვიდრე ჩანან, ხომ შეიძლება, მე ვცდები, ან იქნებ ამ ცუდის აქტივაცია არ მოახდინოს. საბოლოოდ, დგება მომენტი, როდესაც ყველაფერი ამართლებს... დღეს შეყვარებული ვარ ცხოვრებაზე, ყველაფერ კარგზე, ხვალინდელ დღეზე და ზუსტად ვიცი, რომ ხვალ ან ზეგ შემხვდება ისეთი მამაკაცი, რომელიც დაიმსახურებს ამ სიტყვას. 

 

скачать dle 11.3