კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავხდეთ ეფექტურად

„ოპერაციები გახდომის მიზნით” – ასე განიმარტება ტერმინი „ბარიატიული ქირურგია.” ამ ოპერაციათა ისტორია გასულ საუკუნეში დაიწყო და მედიცინამ პათოლოგიური სიმსუქნის საწინააღმდეგოდ ქირურგიული ჩარევის მთელი სპექტრი შეიმუშავა. თანამედროვე მედიცინაში ყველაზე გავრცელებული ბარიატიული ოპერაცია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, ანუ – სლივ გასტრექტომია, ამ ოპერაციების გამოცდილება კი კონსტანტინე ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ნამდვილად აქვს. ოპერაციები მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდის – OLYMPUS-ის 2013 წლის უახლესი მოდელის – VISERA PRO-ს აპარატის საშუალებით კეთდება. ჩვენი სტუმარია ზოგადი ქირურგი შოთა ძაგანია, რომლის ინტერვიუდანაც ბევრ საინტერესოს შეიტყობთ.

– რა არის სლივ გასტრექტომია?

– ეს არის რესტრიქციული ოპერაცია, რომელიც კუჭის დაპატარავებას გულისხმობს. ოპერაციის შემდეგ კუჭი მილის, ბანანის ფორმას იღებს. ოპერაცია უსისხლოდ, ანუ ლაპარასკოპიული მეთოდით ტარდება. ასეთი ჩარევის შედეგად რეაბილიტაციის პერიოდი ხანმოკლეა, პოსტოპერაციული ტკივილი ნაკლებად აწუხებს პაციენტს და მედიკამენტური მკურნალობაც მცირეა. ნაოპერაციები ადამიანი მეორე დღესვე დგება ფეხზე და რამდენიმე დღეში უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

– რა შემთხვევაშია აუცილებელი და როდის არაა რეკომენდებული გახდომის მიზნით სლივ გასტრექტომიის ოპერაციის გაკეთება?

– ბარიატიული ოპერაცია ტარდება ერთმნიშვნელოვნად სამედიცინო და არა კოსმეტიკური მიზნით. მნიშვნელოვანია სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა და თანხმლები დაავადებების არსებობა. სხეულის მასის გამოთვლა რთული არ არის. თუ პაციენტს ჭარბი წონის გამო აქვს თანხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, სახსრების დაავადებები და ასე შემდეგ, ოპერაცია შეიძლება მაშინაც ჩატარდეს, თუ მასის ინდექსი 35-ს უტოლდება. სხვა შემთხვევაში კი ინდექსი 40-ს უნდა აღემატებოდეს. სლივ გასტრექტომია საუკეთესო შედეგს იძლევა 40-45 ინდექსის მქონე პაციენტებთან, ხოლო, თუ 50-ზე მეტია, უფრო ეფექტურია გასტროშუნტირება.

ქირურგიულ ჩარევამდე ავადმყოფს უტარდება ენდოკრინოლოგის კონსულტაცია. მიმდინარეობს კონსერვატიული მკურნალობა, დანიშნული დიეტის ზედმიწევნით შესრულება. თუ შესაბამისმა თერაპიამ შედეგი არ გამოიღო, მერე უკვე დგება ოპერაციის საკითხი. ოპერაცია ყოველთვის გეგმურად ტარდება, რაც საშუალებას გვაძლევს, პაციენტი კარგად მოვამზადოთ. აუცილებელია, პაციენტი სრულად ფლობდეს ინფორმაციას ოპერაციის, მისი რისკებისა და გართულებების შესახებ. რატომღაც, ბევრი ამ ოპერაციას პლასტიკურ ქირურგიასთან აიგივებს, რაც ასე ნამდვილად არ არის. ამ ოპერაციის დროს ხდება ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების ლიკვიდაცია. შეიძლება, ეს იყოს შაქრიანი დიაბეტიც კი, მეტაბოლური სინდრომის ფარგლებში. ოპერაციის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ხდება გლუკოზისა და დარღვეული ლიპიდური ცვლის მოწესრიგება, შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსის ალაგება. 

– ოპერაცია რამდენ ხანს გრძელდება? 

– ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა 1 საათია.

– რეაბილიტაციის პერიოდს და კვების რეჟიმს რაც შეეხება?

– ოპერაციიდან 2-3 კვირის განმავლობაში პაციენტი იღებს მხოლოდ თხევად საკვებს, რათა ნაოპერაციევი კუჭი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. მისი რაციონი სპეციალური პროტეინებითა და ცილებით მდიდარი ფაფებისგან შედგება. 3 კვირის შემდეგ კი პაციენტი იწყებს შედარებით მყარი საკვების მიღებას. ოპერაციის შემდეგ წონა საშუალოდ 40-70 პროცენტით იკლებს, საბოლოო ეფექტის ჩამოყალიბებას კი დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. საწყის ეტაპზე შესაძლებელია, პაციენტმა 10-15 კილოგრამი დაიკლოს, მომდევნო თვეებში კი – ნაკლები. წონის კლებასთან ერთად, ადამიანი ფიზიკურადაც აქტიურდება. ამას განაპირობებს როგორც ფსიქოემოციური ფაქტორები, ისე სხეულის შემსუბუქება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა პირველ პერიოდში, როცა პაციენტის წონის კლება მკვეთრია. 

– მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია დაფინანსების საკითხი. სადაზღვევო კომპანიები თუ უზრუნველყოფენ ოპერაციის ანაზღაურებას, ან, თუ მონაწილეობენ თანადაფინანსებაში?

– რა თქმა უნდა. გვაქვს ამის მაგალითები, როდესაც სახელმწიფო პროგრამით მოხდა თანადაფინანსება. ეს ოპერაცია არ განიხილება როგორც ესთეტიკური ოპერაცია. ეს არის იმ საკმაოდ სერიოზული გართულებების მკურნალობა, რასაც სიმსუქნე იწვევს. მოგეხსენებათ, ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს მკურნალობის მაღალ ხარისხთან შერწყმული ხელმისაწვდომი ფასები. ამ ოპერაციის შემთხვევაშიც, ფასი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სხვაგან. ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, მის ფარგლებში გეგმურ ოპერაციებზე მოქმედებს თანაგადახდის პრინციპი და პაციენტს მხოლოდ 30 პროცენტის დაფინანსება უწევს. 

 

скачать dle 11.3