კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ოდენობის საბანკო და ზეპირი სესხები აქვს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძეს და ყოფნის თუ არა მისი ჩინოვნიკური ხელფასი მათ მომსახურებას

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე 1981 წლის 22 თებერვალსაა დაბადებული რუსთავში. უმაღლესი განათლება თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტზე მიიღო და სამართალმცოდნეობის მაგისტრია. მიუხედავად არცთუ დიდი ასაკისა, სტაჟიანი ჩინოვნიკია. მისი შრომითი ბიოგრაფია 2004 წელს იწყება იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩევლად, თუმცა იმავე წელს სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სახელმწიფო ვალის დეპარტამენტის უფროსიც გახდა და ამ თანამდებობაზე 2007 წლამდე იმუშავა. ასევე, 2004 წლიდან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც იყო (2006 წლამდე), 2005-2011 წლებში კი  ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრად დაინიშნა; 2007-2008 წლებში – ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად (სულ რაღაც, 26 წლისა). 2008 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრს უწევდა მთავარ მრჩევლობას იურიდიულ საკითხებში. 2008-დან 2010 წლამდე ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსად იმუშავა, 2010-2011 წლებში კი ფინანსთა მინისტრის მოადგილეობასაც გამოჰკრა ხელი და საპარლამენტო მდივნობასაც.  2011 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა (ოღონდ მე არ ვიცი, სად ფინანსთა და სად ენერგეტიკის სამინისტრო); 2011 წლიდან 2012 წლამდე ისევ ფინანსთა სამინისტროს დაუბრუნდა – შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსად. 2012 წლის იანვარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. ჩინოვნიკურ ფორტუნას მისთვის არც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უღალატია და ქ-ნი მიქელაძე კვლავაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა.

თავისი პირველი დეკლარაცია 2005 წელს შეავსო, როგორც იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა დედ-მამა, მერაბ მიქელაძე და მაია ბრეგვაძე და 1986 წელს დაბადებული და – მაკა. დასაქმებულები უფროს ქალიშვილთან ერთად მშობლებიც იყვნენ: მაია ბრეგვაძემ, როგორც პირველი კლასიკური გიმნაზიის პედაგოგმა, 1 113 ლარი აიღო; ხოლო მერაბ მიქელაძემ, როგორც საგადასახადო ინსპექტორმა – 2 101 ლარი, თავად ნათია მიქელაძემ – 2 007 ლარი. ოჯახის უძრავი ქონების მესაკუთრე მერაბ მიქელაძე იყო. კერძოდ, მას ეკუთვნოდა საცხოვრებელი ბინა თბილისში, ვაშლიჯვარში (80 კვ. მ.) და ავტომანქანა „ფორდი“ (1998 წლის).

2006 წლის დეკლარაციიდან ვიგებთ, რომ ქ-ნი მიქელაძე დაოჯახდა და მისი მეუღლეა 1974 წელს დაბადებული გიორგი ჩხიკვაძე. გიორგი ჩხიკვაძის საკუთრება იყო საცხოვრებელი ბინა ყაზბეგის გამზირზე და 1995 წლის ავტომანქანა „ვოლვო“, ხოლო ნათია მიქელაძის – 1994 წლის ავტომანქანა „ბეემვე“. 2005 წლის განმავლობაში ნათია მიქელაძემ, როგორც ხელშეკრულებათა ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსმა, 13 300 ლარი აიღო. დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდ ფულად, ნათია მიქელაძეს 8 356 ლარი ჰქონდა, გიორგი ჩხიკვაძეს – 57 500 აშშ დოლარი. როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, თანხა მემკვიდრეობით მიღებული საცხოვრებლის გაყიდვის შედეგადაა მიღებული. 2006 წელსვე მათ ეყოლათ შვილი – ანკა.

გამომდინარე იქიდან, რომ მუდმივად სახელმწიფო სამსახურში იყო, ქ-ნი მიქელაძე ყოველ წელს ავსებდა დეკლარაციას. სულ ბოლო მან 2013 წელს შეავსო, როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. მისი ოჯახის წევრთა რაოდენობა უცვლელია. რაც შეეხება ქონებას: ნათია მიქელაძის საკუთრებაა საცხოვრებელი ბინა თბილისში, დგებუაძის ქუჩაზე (64 კვ. მ.), გიორგი ჩხიკვაძეს კი ეკუთვნის საცხოვრებელი ბინა თბილისში, ცაგარელის ქუჩაზე (99 კვ. მ.). მასვე ჰყავს სამი ავტომანქანა: 2007 წლის ორი „ნისან ტიდა“ და 2000 წლის „მერსედესი“.

ნათია მიქელაძე 2012 წლიდან უვადოდ საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედაა არჩეული. რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში ნათია მიქელაძემ, როგორც ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, 4 352 ლარი აიღო; როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, 68 581 ლარი. გიორგი ჩხიკვაძემ კი, როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გორის ცენტრალური საწყობის უფროსმა, 5 000 ლარი.

2007 წელს ნათია მიქელაძემ ეროვნული ბანკისგან 40 000 ლარის ოდენობის სესხი გამოიტანა, რომლის მომსახურებაც 2012-ში 7 200 ლარი დაუჯდა; იპოთეკისა და ნასყიდობის შესახებ ერთიანი ხელშეკრულების მომსახურება – 55 000 აშშ დოლარი; 4 000-ლარიანი „ამექსის“ მომსახურება – 13 776 ლარი; უძრავი ქონების შესაძენად აღებული 44 000 აშშ დოლარის სესხის მომსახურება – 2 628 აშშ დოლარი; ბიძისგან ნასესხები 30 000 აშშ დოლარის მომსახურება – 10 000 აშშ დოლარი; ასევე, აიღო  9 000 აშშ დოლარის ოდენობის სამომხმარებლო სესხიც და სესხი უძრავი ქონების შესაძენად – 45 000 აშშ დოლარი, რომლის მომსახურებაც 31 000 აშშ დოლარი დაუჯდა. იმავდროულად, 58 000 შშ დოლარი მიიღო უძრავი ქონების გასხვისებით. ამასთან, ნათია მიქელაძემ ბინის რემონტში 10 000 ლარი დახარჯა, ხოლო შვილის სწავლის საფასურად – 2 000 ევრო.

 

скачать dle 11.3