კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკუთარ სკამზე ნაწვნევი

არც – ძაღლის კუდი და არც – კირჩხიბი?!

 

მიუხედავად იმისა, რომ იგი, ძირითადად, უკრაინის საშინაო საქმეებითაა დაკავებული და რჩევას რჩევაზე არ აკლებს ჩვენს მეგობრებს, შიგადაშიგ თავის სამშობლოში მიმდინარე მოვლენებსაც ეხმაურება. ბუნებრივია, ბ-ნი სააკაშვილი გულგრილი ვერ დარჩებოდა თანამებრძოლის, ბ-ნი უგულავას დაკავებისადმი. არც დარჩა და, თუმცა იმთავითვე განაცხადა, რომ „კანონზე ზემოთ არავინ დგას“, გაგვაფრთხილა: „პოლიტიკური პროცესის ჩანაცვლება პროკურატურისა და სასამართლოს მანიპულაციებით, ყველგან ძალიან ცუდად მთავრდება.“

სამწუხაროდ, არ დაუკონკრეტებია, სად მთავრდება ცუდად, რადგან, მაგალითად, წინა 9 წლის განმავლობაში ეს ამბავი ისე ხავერდოვნად მიმდინარეობდა, გეგონებოდა, პროკურატურითა და სასამართლოთი მანიპულირება სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი ფორმა იყო. – 

თუმცა დაგვაიმედა, რომ „ეს ყველაფერი გაივლის“ და ვერდიქტიც გამოიტანა: „რა თქმა უნდა, ცუდად დაუმთავრდებათ იმათ, ვინც ამას აკეთებს“, ზედაც, ოპტიმიზმით აგვავსო: „თუ ვინმეს ჰგონია, რომ უგულავას დაკავებით პოლიტიკურ პროცესებს ჩაშლის, არჩევნებში გარდატეხა მოხდება, ხალხი დაშინდება, სხვანაირად მიიღებს გადაწყვეტილებას ან ჩემზე ან გიგიზე, ეს არის ძალიან არასწორი აზროვნება.“

თუ გავიხსენებთ, რომ პრეზიდენტყოფილმა საკუთარ სკამზე იწვნია, რომ „ხალხის დაშინება არასწორი გადაწყვეტილებაა“ და ამ გზით სკამს, ვაი რომ, ვერ შეინარჩუნებ, აშკარაა, რომ სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდა სულხან-საბა: „არ გასწორდების კუდი ძაღლისა და არც კირჩხიბი მართლად ვალს“.

 

скачать dle 11.3