სალათა თევზითა და პომიდვრით
საჭირო ინგრედიენტები: 1-2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ბევრი მწვანილი: ოხრახუში, კამა, ქონდარი, მწვანე ხახვი, 8-9 ცალი პომიდორი „ჩერი“ (პატარა, მრგვალი პომიდვრები), 1 სადილის კოვზი მდოგვი, 3 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი სოიის სოუსი, 200 გრამი თევზის ფილე, 2 კბილი ნიორი, 1 კონა მწვანე სალათა, კიტრი, ცოტა ბოლოკი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ნიორი წვრილად დაჭერით. ტაფაზე, ზეთში ოდნავ მოშუშეთ ნიორი და პომიდორი.
მწვანილი დაჭერით ძალიან წვრილად და მოაყარეთ პომიდორს. უყავით ცოტა მარილი და პილპილი. მოასხით ლიმონის წვენი. აურიეთ კარგად. გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე საათით. ცალკე ერთმანეთში შეურიეთ მდოგვი, მარილი, პილპილი, სოიის სოუსი, ზეთი. წაუსვით თევზს ყველა მხრიდან კარგად. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ცხელ აირღუმელში 200 გრადუსზე გამოაცხვეთ, 10-15 წუთი საკმარისია. კიტრი და ბოლოკი დაჭერით და მოაყარეთ პომიდორს, აურიეთ კარგად. ამასობაში სალათა გარეცხეთ, შეაშრეთ და მოათავსეთ ფენებად ღრმა, ლამაზ თეფშზე. ჯერ გაანაწილეთ მასზე ბოსტნეული, მერე თევზის ნაჭრები.