კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩამოიტანა ოჩამჩირიდან ომგამოვლილმა სამხედრო ექიმმა მიქსერი

ნ. ბ. (სამხედრო ექიმი): „90-იანი წლებია. ოჩამჩირიდან თბილისში ვბრუნდებოდით თხუთმეტამდე ექიმი და სამეგრელოს ტერიტორიაზე ქობალიას ხალხმა აგვიყვანა ტყვედ. რომ არ დაგვხოცავდნენ, ვიცოდით და, სხვა მხრივ, რა უნდა გვექნა, უაზრო ხელჩართულ ბრძოლას ხომ არ წამოვიწყებდით? ამიტომ, დავნებდით (რადგან სამეგრელოზე უნდა გამოგვევლო, იარაღი ოჩამჩირეში დავტოვეთ – ქართველებს ჩვენ არ ვესროდით და, ტყუილად უნდა გვეზარალა). დაგვსვეს საბარგო მანქანაზე, ჩაგვიყვანეს ზუგდიდში და ჩამოგვართვეს ყველაფერი. „ჩამორთმევა“ ლამაზად ითქმის, ფაქტობრივად, დაგვაყაჩაღეს. შიშვლები არ დაგვტოვეს, თორემ, რაც გვქონდა, მთელი ტანსაცმელიც წაგვართვეს და აბსოლუტურად ყველა ნივთი – კბილის საჩიჩქნი იყო თუ, უბრალოდ, ფურცელი. ტანსაცმელს იქვე იცვამდნენ, ნივთები კი თვალს მოაფარეს. ვსხედვართ მობუზულები, ერთმანეთშიც კი ვერ ვლაპარაკობთ – თავზე გვადგას ავტომატიანი მცველი. დარწმუნდნენ, რომ აფხაზეთიდან მომავალი ომგამოვლილი ექიმები ვართ და არა შევარდნაძის „აგენტები“, მაგრამ, რა გვიქნან, ჯერ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული მთლად უფროსს. დიდი დრო არ გასულა, გავიხედეთ და, პირდაპირ ჩემკენ მოდის კბილებამდე შეიარაღებული, წვერიანი ახალგაზრდა ბიჭი და რაღაც მოაქვს. სანამ მოაღწია, სული დამელია ინტერესით – ნეტავ რა და რატომ მოაქვს-მეთქი. მოვიდა, დამიდგა წინ და დიდი პატივისცემით მეუბნება: 

– ქალბატონო ექიმო, ჩვენ ველურები კი არ ვართ, ეს აპარატი თქვენთან იყოს, ვინ იცის, ამით რამდენი კაცი გადაგირჩენიათ და კიდევ რამდენს გადაარჩენთ. 

დავხედე და – მიქსერი უკავია ხელში. გადახარხარება მინდოდა, მაგრამ, როგორღაც მოვახერხე და თავი შევიკავე, ღიმილით გადავუხადე მადლობა. ის კი წავიდა კმაყოფილი, მაგრამ, მე რა ჯანდაბად მინდოდა მიქსერი? ტყვედ ვარ; მცივა – მოსახური არაფერი მაქვს; მშია – პურის ნამცეცს არავინ იძლევა, ხელში კი მიქსერი მიჭირავს (მერე კი დაგვაპურეს და პატივისცემით გამოგვისტუმრეს, მაგრამ, რამის დაბრუნებაზე საუბარი სისულელე იყო – ნაალაფარი უკვე გადანაწილებული ჰქონდათ). 

ახლა, არ მკითხოთ, სწორედაც რომ, რა ჯანდაბად გინდოდა გაგანია ომში მიქსერიო. ოჩამჩირეში, ვისთანაც ვცხოვრობდი, იმ ოჯახის დიასახლისმა პატივისცემის ნიშნად მაჩუქა დაბადების დღეზე, თან, ერთგვარი დანანებით თქვა, აქ სანამცხვროდ დიდხანს არ გვექნება საქმე და შენ ღმერთმა სულ მხიარულებაში მოგახმაროს თბილისშიო. აბა, ამ სიტყვების მერე უმადურად ხომ ვერ მოვიქცეოდი – რომ წამოვედით, მომერიდა დატოვება და წამოვიღე. ახლა ტყვედ ვიყავი და ხელში მიქსერი მეკავა. გაგვათავისუფლეს, მაგრამ, იქ როგორღა დავტოვებდი მიქსერს – თავმომწონე მებრძოლებს სამედიცინო ხელსაწყო ეგონათ და, ამიტომ, წამოვიღე თბილისში. თუმცა, თბილისში ხომ, რაღა – დენი არ არის, უშუქობაა, ხალხი შიმშილობს და პურის რიგებია... რა ნამცხვარი, რის მიქსერი; ვერც ვერავის ვაჩუქე – მასხრად აგდება გამომივიდოდა და, სად შევკუჭე, აღარც მახსოვდა. მერე საცხოვრებელი გამოვიცვალე და მიქსერი იქ დარჩა. გავიხედე და, ერთ დღეს, ჩემი მეუღლე რომ შემოვიდა სახლში, კარებიდანვე შემომძახა, ყველაფერი სხვაგან როგორ უნდა დაგრჩესო და მიქსერი გამომიწოდა – ახალ მობინადრეს მისთვის მიუტანია სამსახურში, თქვენს მეუღლეს დარჩაო... ახლაც მაქვს ის ქუდბედიანი მიქსერი, ოღონდ, ერთი წელი მუშაობს და მეორე წელი – არა.“

 

скачать dle 11.3