კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

ძვირფასო გოგონებო და ქალბატონებო, მოგმართავთ ყველას, ვისაც ოდესმე გაწყენინეთ, ვიცი, გულზე მოგეშვებათ. გამოჩნდა „სწერვა“, რომელმაც ყველა თქვენგანის მაგივრად შური იძია – ჩემი ცოლი გახდა...

***

გურულმა ახალი, პლაზმური ტელევიზორი იყიდა.

– ძამა, მაი ტელევიზორი რო დეიდგი სახლში, უკეთ იცხოვრებ თუ რაი?

– არა, მარა, უკეთ ვხედავ სხვები ჩვენზე უკეთ რაფრა ცხოვრობენ...

***

„შენი“... უნივერსალური ფრაზაა, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს ტკივილს, გაბრაზებას, წყენას, სიხარულს, შიშს, გაოცებას...

***

არაფერს არ ინახავენ ისე კარგად ოჯახებში, როგორც ნივთს, რომლის სახელია: „შეიძლება, რამეში გამოგვადგეს“.

***

სტიუარდესა დიდი მკერდით, მგზავრთან დაიხარა და ეკითხება:

– ჩაი გნებავთ თუ ყავა?

– რომელი რომლისაა...

***

ყველა ქალში ცხოვრობს ალქაჯი, კახპა, შტერი, მშვენიერი პრინცესა, ანგელოზი... დაიმახსოვრეთ, ვისაც გააღვიძებთ, იმას მიიღებთ.

***

კუპეში ახალგაზრდა ქალ-ვაჟს ერთმანეთთან ყოფნა მოუნდა. გადაუჩურჩულეს ერთმანეთს და ქალმა მოიფიქრა: ვითომ გული წამივა და შენ ექიმი ხარ...

მართლაც, გადაატრიალა გოგომ თვალები. არიქა, ჰაერი სჭირდება, გარეთ გადით, ექიმი ვარ, მივხედავო! – იყვირა ბიჭმა. დატოვეს „ავადმყოფი“ „ექიმთან“... „მკურნალობის“ შემდეგ ბიჭმა კარი გააღო და მგზავრებს ეუბნება:

– ნემსი გავუკეთე, ავადმყოფი კარგადაა, ჩაეძინა...

– ექიმო, შარვალი შეიკარი, შპრიცი არ დაკარგო!

***

ბებია-ბაბუამ შვილიშვილს პორნოფილმის ყურებისას შეუსწრო... წუთით შედგნენ, მერე დასხდნენ ფილმს ბოლომდე უყურეს. ბოლოს ბებიამ ბაბუას სილა გაულაწუნა.

– მე – რატომ?

– ხომ გეუბნებოდი, ასე შეიძლება-მეთქი, შენ კიდევ – არა... არა!

***

– გოგი ძია, ნახე, რა ლამაზი ქალი მოდის...

– ეს შენთვისაა ქალი, ჩემთვის კი უკვე მხოლოდ პეიზაჟია.

***

ქალის თვალს უნიკალური სტრუქტურა აქვს: ხუთი მეტრიდან ამჩნევს ქმრის პიჯაკზე უცხო თმის ღერს, მაგრამ ამავე სიგანის გარაჟის კარს ზუსტად ვერ ხედავს.

***

– ექიმო, ხდება ისე, რომ თქვენ ერთ დაავადებას მკურნალობთ, გვამის გახსნა კი აჩვენებს, რომ სხვა ავადმყოფობით გარდაიცვალა?

– არა, ასეთი შემთხვევები არ გვქონია, ჩვეულებრივ, ჩვენთან იმ დაავადებით კვდებიან, რასაც ვმკურნალობთ.

***

შენ კეთილი ხარ? – ეს კარგია, ძალიან გამოადგებათ სხვებს.

***

ახალგაზრდა ნაგვის ურნასთან დგას და ეწევა. 

– აქ რას აკეთებ? – ეკითხება ნაგვის გადასაყრელად მისული, გაბრაზებული ქალი,  – ვერა ხედავ ეს ნაგვის ადგილია.

– უკაცრავად, მობრძანდით, დაბრძანდით...

***

– რატომ არის საქორწინო ემბლემა ორი რგოლი?

– საწყისი ანგარიშია – 0:0.

***

დაწყებით კლასებში ბიჭები ლამაზ გოგონებს თავში ჩანთებს ურტყამენ, მერე კი უკვირთ, რატომ არიან ლამაზი ქალები ასეთი შტერები...

***

მოშე პარტიზანთა მეთაურთან მივიდა, რაზმში მიმიღეთო.

– უნდა გამოგცადოთ, – უთხრა მეთაურმა, პროკლამაციების დასტა მისცა და უთხრა, – გაავრცელე, ვნახოთ როგორ გაართმევ თავს ამ საქმეს და ჩაგრიცხავთო.

ერთი კვირის შემდეგ მივიდა მოშე მეთაურთან, ჯიბეებიდან და უბეებიდან ფულის შეკვრები ამოიღო და მაგიდაზე დაყარა.

– გადაითვალეთ, მგონი, კარგად გავართვი თავი...

скачать dle 11.3